მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვების დარიგება იანვრიდან განახლდება
ფოტო: Bogdan Sonjachnyj
რამდენიმე დღის წინ მაღაზია ზოომარტმა მიუსაფარი ცხოველებისთვის 10 ტონა მშრალი საკვები უფასოდ გამოყო და ის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გადასცა. სააგენტომ გამოაცხადა საჭმლის გაცემის წესები და როგორც აღმოჩნდა, მსურველებმა ამ თვის მარაგი უკვე სრულად, პირველივე დღეს მიიღეს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ფეისბუქზე წერს, რომ 2 დეკემბერს დაწყებულ აქციას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და საკვების 1 თვის მარაგი იმავე დღეს ამოიწურა. On.ge-ს სააგენტოს პრესსამსახურის თანამშრომელმა, ნატა უზუნაშვილმა უთხრა, რომ 20-20 კილოგრამებად განაწილებული 5 ტონა საკვები სულ 250 ადამიანზე გასცეს.
საკვების მეორე პარტიი დასარიგებლად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სიას წინასწარ ადგენს. იმისთვის, რომ მიუსაფარი ცხოველისთვის საკვები მიიღოთ, სააგენტოს Facebook გვერდზე, პირად შეტყობინებებში უნდა მისწეროთ მიკედლების საბუთი, ან ცხოველთა სურათები და სხვა საჭირო მონაცემები, რითიც დაამტკიცებთ, რომ საკვები მიუსაფარი ცხოველების გამოსაკვებად გჭირდებათ.
"სია მოწერილი შეტყობინებების რიგითობის მიხედვით შედგება", — აცხადებენ სააგენტოში.
მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვების გაცემის აქცია ყოველდღიურად, მთელი კვირის განმავლობაში, პირველიდან ხუთ საათამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელი ამბობს, მსურველები სათაო ოფისთან 2 დეკემბერს, დილის 9 საათიდან გამოჩნდნენ და გაცემა 7 საათამდე გაგრძელდა, რისი მიზეზიც, მისი სიტყვებით, პანდემიის დროს ხალხის დაყოვნების და მათი ერთად მოგროვების თავიდან არიდება იყო. ნატა უზუნაშვილი ასევე ამბობს, რომ მისული 250 კაციდან მიკედლების მოწმობა ყველას არ წარმოუდგენია.
"გადაწყდა, რომ მაქსიმალურად ბარიერების გარეშე გაგვეცა, ნაწილმა წარმოადგინა კიდეც მიკედლების საბუთი. სამი ადამიანი იდგა შესასვლელში, ერთი სიას ადგენდა, ერთი ამოწმებდა ინფორმაციას, რომ დარწმუნებულიყო რომ მათ მიკედლებული ჰყავდათ ცხოველები, ზოგმა ფოტოები გვაჩვენა, ზოგი ცხოველების სახელებს გვეუბნებოდა, ასაკოვნებიც მოვიდნენ", — ამბობს ის.
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
-
საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა
კომენტარები