მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ წარდგენილი ბრალი დაუსაბუთებელია — EMC
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიიჩნევს, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ წარდგენილი ბრალი დაუსაბუთებელია. ორგანიზაციამ საქმის სამართლებრივი შეფასება გამოაქვეყნა.
როგორც EMC-ში ამბობენ, წარდგენილი ბრალდებები ვერ ქმნის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას:
"მეტიც, გამოძიების და დევნის დაწყების დრო და პოლიტიკური კონტექსტი, ასევე ამ საქმესთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ წინასაარჩევნოდ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია, სამართალდამცავი ძალაუფლებისა და სისტემის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მაღალ ეჭვებს აჩენს, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება".
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პროკურატურის პოზიციები დაუსაბუთებელია, ზოგიერთ შემთხვევაში ჩანს ფაქტობრივი და სამართლებრივი შეუსაბამობები. EMC ყურადღებას ამახვილებს შეუსწავლელ გარემოებებზე, რაც, მათი აზრით, პროკურორის მხრიდან მნიშვნელოვანი გარემოებების განზრახ უგულებელყოფის ეჭვს ბადებს.
გარდა ამისა, საქმეში არსებული მუხლის გამოყენების რელევანტურობას კითხვის ქვეშ აყენებენ. როგორც EMC-ში განმარტავენ, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახელმწიფო კომისიაში დაკავებული ოფიციალური პოზიციები და მათი მანდატი/უფლებამოსილება არ იძლევა უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემის, ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ მიმართული დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობას:
"ისინი სახელმწიფო კომისიის რიგითი წევრები იყვნენ, რომელიც კოლექტიურად იღებდა გადაწყვეტილებას ყველა ექსპერტულ რეკომენდაციაზე. თავის მხრივ, ყველა ამ ექსპერტულ რეკომენდაციას კომისიის თავმჯდომარე სახელმწიფო მაღალ თანამდებობის პირებთან ათანხმებდა. სწორედ ამიტომ, ბრალდებული პირების ოფიციალური სტატუსისა და საჯარო უფლებამოსილების გათვალისწინებით, კოლექტიური ორგანოს მიერ მიღებული ექსპერტული გადაწყვეტილებების გამო, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის გამოყენება არაარსებითი და დაუსაბუთებელი ჩანს".
ამასთან. EMC-სთვის პრობლემური და სადავოა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მთავარი ფაქტობრივი არგუმენტებიც, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ არ გამოიყენეს და დამალეს მათ ხელთ არსებული 1936-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი. მათივე თქმით, საქმის მასალების ანალიზი აჩვენებს, რომ ამ რუკის გამოყენების საკითხი სახელმწიფო კომისიამ რამდენიმე წლით ადრე განიხილა და მეცნიერული არგუმენტების გამო, საბოლოოდ უგულებელყო.
"ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზეც, რომ ამ გარემოებებს საქმეში მელაშვილისა და ილიჩოვას გარდა, სხვა პირებიც ადასტურებენ. სწორედ ამიტომ, პროკურატურის მტკიცება, რომ ბრალდებულ პირებს კომისიის წევრებისთვის ეს რუკა განზრახ არ წარუდგენიათ და არ განუხილავთ, უსაფუძვლოა და ხელოვნურად შექმნილი. მეტიც, საქმის მასალების მიხედვით, არც ამ რუკის გადამალვის ფაქტი დასტურდება, რადგან ჯერ კიდევ 2019 წელს, ნატალია ილიჩოვამ სახელმწიფო კომისიაში მის ნაცვლად დანიშნულ სხვა პირს იგი საქმის მასალებთან ერთად სრულად გადასცა", — აცხადებენ EMC-ში.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სამართლებრივი შეფასებისთვის რუკის სამუშაო პროცესში გამოყენების შესაძლებლობა უნდა დადგენილიყო, თუმცა ამგვარი ექსპერტიზა პროკურატურას არ დაუნიშნავს.
EMC-ში მიაჩნიათ, რომ პროკურატურა არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს იმ საკითხსაც, რომ თითქოს კარტოგრაფებს 1938 წელს დამტკიცებული 1:500 000 მასშტაბის რუკების მიღმა სხვა რუკის გამოყენების უფლება არ ჰქონდათ. მათივე თქმით, 1996 წლის შეთანხმება სამთავრობო კომისიებს საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტების პრეზიდიუმის მიერ 1938 წელს დამტკიცებული 1:500 000 მასშტაბის რუკებზე ასახული სასაზღვრო ზოლით უნდა ემსჯელათ, თუმცა ამავე დროს შესაძლებელი იყო სამუშაო პროცესში სხვა დოკუმენტაციის გამოყენებაც:
"აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბრალის დასაბუთებაში პროკურატურა კარტოგრაფების მიერ სხვა რუკების გამოყენების უკანონობაზე უთითებს. ექსპერტიზამ ვერ შეძლო შეეფასებინა, სხვა რუკებზე დატანილი სასაზღვრო ხაზი შეესაბამება თუ არა 1938 წელს დამტკიცებულ 1:500 000 მასშტაბის რუკაზე დატანილ სასაზღვრო ხაზს. ამ გარემოების შეფასება და დადგენა კი, სისხლის სამართლის საქმისთვის არსებითი იყო, რამდენადაც, ილიჩოვა, მელაშვილი მიუთითებენ, რომ, მართალია, იყენებდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებს, თუმცა გამოყენების პროცესში აუცილებლად ადგენდნენ გამოყენებული მასალის შესაბამისობას 1938 წელს დამტკიცებულ 1:500 000 მასშტაბის რუკებთან. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე რაიმე საეჭვო გარემოება სამუშაო პროცესში არ გამოვლენილა და არც კომისიის რომელიმე წევრს უცდია დამოუკიდებლად შეემოწმებინა, მომზადებული რუკები იყო თუ არა 1938 წლის 1:500 000 მასშტაბის რუკით დადგენილი სასაზღვრო ზოლის შესაბამისი".
EMC-ში აღნიშნავენ, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ წარდგენილი ბრალდება არსებითად სუსტი და დაუსაბუთებელია. პროკურატურას არ აქვს განხორციელებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები და ამ ეტაპზე არსებული საქმის მასალები ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ჩადენის დასაბუთებულ სტანდარტს არ ქმნის. სწორედ ამიტომ, EMC ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ დევნის შეწყვეტას მოითხოვს.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები