ანა დოლიძე

ანა დოლიძე

25 Dec. 2024, 11:35

ჩემი ამოცანაა, ყველა საერთაშორისო საშუალება იყოს გამოყენებული, რათა პასუხი ვაგებინოთ იმ ხალხს, ვინც ორგანიზება გაუკეთა, გეგმავდა და განახორციელა სისხლიანი დეკემბრის დარბევები. ამისთვის, ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ, იქნება ეს უცხოეთის სასამართლოები, პარლამენტები სანქციებისთვის, თუ საერთაშორისო სასამართლო. ყველა მიმართულებით უნდა ვიმოქმედოთ!

ამ მიზნით ვიყავი ჰააგაში, სადაც შევხვდი საერთაშორისო სისხლის სასამართლოს, ჰააგის სასამართლოს განყოფილებას, რომელიც იღებს წინასწარ ინფორმაციას საქმეებთან დაკავშირებით. მივაწოდე ინფორმაცია დანაშაულების ხარისხის შესახებ. ჩემი მტკიცებით და როგორც საია ამბობს, დეკემბერში ეს იყო ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ჩავიტანე ვიდეო, ფოტომასალა, მონათხრობები. ეს არის წინასწარი ინფორმაციის მიწოდება. ამის შემდეგ სასამართლომ უნდა დაიწყოს მტკიცებულებების მოგროვება. როგორც ვიცი, აღნიშნულს უკვე აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს არის წერტილი, სადაც შეგვიძლია მოვითხოვოთ სისხლიანი დეკემბრის ავტორების პასუხისმგებლობა.

ასე უპასუხა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას, თუ რა მიზნით იმყოფებოდა ჰააგის სასამართლოში.  


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  3. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
  4. საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
  5. ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ