6 ტექნოლოგიური რჩევა, რომელიც ყველა მედიამკითხველმა უნდა გაითვალისწინოს
ფოტო: Guido Rosa / Getty Images / Ikon Images / NPR
ყალბ ახალ ამბებს რეალური გართულებები მოსდევს. არც თუ დიდი ხნის წინ, ზესტაფონში ინტერნეტის გადამცემ მოწყობილობას ცეცხლი წაუკიდეს, რასაც წინ უძღოდა მეცნიერულად დაუდასტურებელი ინფორმაცია იმაზე, რომ ანძების გამოსხივება ადამიანების ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს.
ეს მაგალითი სწორედ იმას მოწმობს, რომ ყალბი ამბები დღესაც დიდი გამოწვევაა. სამწუხაროდ, მყვირალა სათაურები დიდი ყურადღებით სარგებლობენ.
ყალბი ამბები არამხოლოდ ავტორის პასუხისმგებლობაა, არამედ იმ ადამიანებისაც, რომელნიც ამ ამბებს დაუფიქრებლად აზიარებენ.
ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს მედიაწიგნიერებაზე საფუძვლიანი ცოდნა — თუმცა, სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, უმეტესობას ეს ცოდნა არ აქვს. სწორედ ამიტომ, რამდენიმე ტექნოლოგიურ ხრიკს შემოგთავაზებთ, რომლითაც ამბის ნამდვილობას მარტივად დაადგენთ და მათში სიყალბის გამოკვეთილი ნიშნებსაც აღმოაჩენთ.
მელისა ზიმდარისი, მერიმაკის კოლეჯში კომუნიკაციების და მედიის ასისტენტი პროფესორია. როდესაც მიხვდა, რომ მისი სტუდენტები საეჭვო წყაროებს იმოწმებდნენ, დოკუმენტი შექმნა და გაუზიარა. მასში ახსნილია წყაროს გაფილტვრის აუცილებლობა, გზები და თავმოყრილია ყალბი, სატირული, დეზინფორმაციული საიტების ნუსხა. ზიმდარისმა სტუდენტებისთვის შექმნილ გზამკვლევში სხვა "ხრიკების" შესახებაც აღნიშნა. ამ სტატიაში სწორედ მათ გაგაცნობთ:
1. ყურადღება მიაქციეთ დომენსა და საიტის ლინკს
განვითარებულ, სანდო მედიასაშუალებებს ძირითადად საკუთრი დომენი აქვთ. მათი ვიზუალი სტანდარტულია და ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი.
საიტები — .com.co და მსგავსი დაბოლოებებით ეჭვის მიზეზი შეიძლება გახდეს, რაც დამატებით ძიებას და სანდოობის დარწმუნებას საჭიროებს. ეს მიდგომა აუცილებელია მაშინაც, როცა საიტს არაფრით გამორჩეული ვიზუალი და გარკვეულწილად საცნობი ლოგოები აქვს. მაგალითისთვის, abcnews.com ლეგიტიმური ახალი ამბების წყაროა, თუმცა არა abcnews.com.co მიუხედავად იმისა, რომ სახელები ერთმანეთს ჰგავს.
2. წაიკითხეთ სექცია — "ჩვენს შესახებ"
ბევრ საიტს ახალი ამბების სააგენტოს, მისი მფლობელი კომპანიის, მმართველების, კომპანიის მისიისა და ეთიკის სტანდარტების შესახებ დეტალური ინფორმაცია აქვს მითითებული. ინფორმაციის გადმოცემის ტონი საქმიანი და პირდაპირი უნდა იყოს. თუ დრამატული, გაზვიადებული თხრობის ფორმა შეგხვდათ სკეპტიკურად უნდა განეწყოთ. ასევე, ორგანიზაციის მმართველთა შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება სხვა საძიებო სისტემებითაც არ უნდა რთულდებოდეს.
3. მასალაში მოყვანილ ციტატებს ყურადღება მიაქციეთ
ყურადღება მიაქციეთ ტექსტში არსებულ ციტატებს ან მათ ნაკლებობას. უმეტეს შემთხვევაში ამბავი სხვადასხვა წყაროს დახმარებით, კომპეტენტურ ადამიანებთან გასაუბრებით იქმნება. რაც უფრო საკამათოა თემა, მით მეტია ტექსტში ციტატების ოდენობა. ყურადღება გაამახვილეთ, მოხმობილი კვლევები რამდენად სანდოა ან საერთოდ არსებობს თუ — არა.
4. დააკვირდით ციტატების ავტორებს
ციტატების სიმრავლის გადამოწმების შემდეგ მათ ავტორებს და შინაარსს დააკვირდით.
რამდენად სანდო რეპუტაცია აქვთ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც გუგლის დახმარებით მოიძიეთ? მაგალითად, ამბავი იუწყება: — ობამამ განაცხადა, რომ ყველას იარაღს ჩამოართმევდნენ და ამას მოსდევს მისივე ციტატა. ობამა საჯარო ფიგურაა, რომლის მსგავსი განცხადება და ზოგადად ყოველი სიტყვა, რომელსაც ამბობს საჯაროდ ხელმისაწვდომია, ასე რომ, გადამოწმებაც უმარტივესია. თუ სიტყვები მართლაც მას ეკუთვნის, გამოიძიეთ რა იყო კონტექსტი და ვის მიემართებოდა განცხადება.
5. თვალი ადევნეთ კომენტარებს
ყალბი ამბების შემქმნელთა მიზანი მკითხველთა დიდი რაოდენობის მოზიდვაა, რასაც სოციალურ ქსელებში მასალების გაზიარებით ცდილობენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც სათაური მყვირალა, შოკისმომგვრელი და გაზვიადებულია, ტექსტი კი სულაც არ პასუხობს სათაურის სათქმელს. წაიკითხეთ კომენტარები, მომხმარებელთა ნაწილი ეცნობა ტექსტს და სტატიის ავტორები სააშკარაოზე გამოჰყავს მსგავსი აცდენების გამო. ამგვარად მეტი გარანტია გექნებათ მიღებული ინფორმაციის სანდოობაზე.
6. ფოტოს შებრუნებული ძიება
მთავარი ფოტო ამბავთან თანხვედრაში უნდა იყოს, რაც ყალბი ამბების შემთხვევაში ხშირად არ ხდება. ადამიანები, რომლებიც ყალბ ისტორიებს წერენ, ხშირად რეალურ ინტერვიუებს არ ეყრდნობიან და არც ფოტოებს იღებენ. მცირე გამოძიება ჩაატარეთ და გუგლის შებრუნებული ფოტო ძიებით დაადგინეთ მათი ავთენტურობა. ამის გაკეთება მარტივია: კურსორი ფოტოსთან მიიტანეთ, მარჯვენა ღილაკს დააჭირეთ და შესაძლო ქმედებებში გუგლის საძიებო სისტემა აირჩიეთ. თუ ფოტოს ბევრი სხვა პლატფორმაც იყენებს, შესაძლოა თქვენი ეჭვები მართალია და ფოტო და ამბავი ერთი და იმავეს არც კი გამოხატავენ.
დასკვნა
თუ მსგავს მეთოდებს იყენებთ, ამით საკუთარ თავს და საზოგადოებას ეხმარებით, რადგან ხელს უშლით ყალბი ამბების ვირუსულ გავრცელებას.
სატირული მასალები იქმნება კონკრეტული მიზნით და ხშირად შემქმნელები ღიად ამბობენ რომ მათი სააგენტო გაზვიადებასა და იუმორს ემსახურება. მაგალითად, კარგად ცნობილი ახალი ამბების პლატფორმები, როგორიც The Onion და ClickHole-ია ახალი ამბების გაშუქებისას სატირას იყენებენ. თუმცა, მკითხველმა ხშირ შემთხვევაში არ იცის სააგენტოს მიდგომა და ამბავს ისე იღებს, როგორც უტყუარ ფაქტს.
ყალბ ამბებთან ბრძოლაში მარტონი არ ხართ. ფეისბუქი, ტვიტერი და სხვა პლატფორმები, რომელთა საშუალებითაც მსგავსი სიახლეები ზიარდება, ცდილობენ მათთან ბრძოლის გზები მოიფიქრონ, ამასთან ადამიანთა სიტყვის თავისუფლების დაცვაზეც უნდა იზრუნონ. ბალანსის დაცვა რთულია და ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, ახალი ამბების შემქმნელები რამდენად იზიარებენ სოციალურ პასუხისმგებლობას.
თუ ნახავთ, რომ თქვენი მეგობარი ყალბ სიახლეს აზიარებს, გამოიჩინეთ ყურადღება, იზრუნეთ მათზე და უთხარით, რომ, რაც დაიჯერეს სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავს დიალოგს ნუ გაექცევით, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეს დიდი დისკომფორტია. ყალბი ამბები არის პრობლემა, რომელიც ყველამ ერთად უნდა გადავჭრათ.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
სტატია On.ge-მ მოამზადა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები