17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობა 20,74%-ია — ცესკო
ფოტო: On.ge
ცესკოს მონაცემებით, 17:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა მეორე ტურისთვის 20,74%-ია. ამომრჩეველთა რაოდენობამ 443 969 შეადგინა. 2016 წლის არჩევნების მეორე ტურში აქტივობა იყო 30,99%.
ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარაში, 30-ე მაჟორიტარულ ოლქში. მისული ამომრჩევლის რაოდეობა იყო 30 162. ყველაზე დაბალი აქტივობა იყო ნაძალადევში, მე-7 მაჟორიტარულ ოლქში და მან 16 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საჩივრებს, ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 5 საჩივარი. მათგან 3 — ზუგდიდში და იგი პროცედურ დარღვევებს ეხება. ასევე, ერთი საჩივარია ბათუმში და ისანში.
რეგიონების მიხედვით აქტივობა ასე ნაწილდება:
- აჭარა — 24,1 პროცენტი;
- თბილისი — 17,5 პროცენტი;
- იმერეთი — 21,6 პროცენტი;
- კახეთი — 26,7 პროცენტი;
- მცხეთა-მთიანეთი — 24,7 პროცენტი;
- სამხეგრელო-ზემო სვანეთი — 22,7 პროცენტი;
- ქვემო ქართლი — 22,2 პროცენტი;
- შიდა ქართლი — 25,9 პროცენტი.
დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა რვა პარტიამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ არც პარლამენტში შევა. ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში ჩაწერილი იქნება, თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათ არც საარჩევნო კამპანია ჩაუტარებიათ და საჯაროდაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ არჩევნებზე.
არჩევნების დღეს ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო ღონისძიებებს არ ჩაატარებდნენ და სრულ იგნორირებას გამოუცხადებდნენ.
ამ ხნის განმავლობაში მმართველ გუნდში ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის კოორდინატორებისა და ამომრჩევლის მობილიზებას აპირებდა.
ამასთან, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
კომენტარები