ერთხელ ჰოლივუდში წიგნად იქცევა — კვენტინ ტარანტინომ რომანი დაწერა
კვენტინ ტარანტინომ გადაწყვიტა იმ სფეროში მოსინჯოს ძალები, რომელსაც კინორეჟისორი ფილმების წიგნად ქცევის "ხშირად გარიყულ, თუმცა ბევრისთვის საყვარელ ქვეჟანრს" უწოდებს. ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული რეჟისორი საკუთარი ფილმის — ერთხელ ჰოლივუდში — მიხედვით წიგნს დაწერს.
ტარანტინომ გამომცემლობა HarperCollins-თან ორწიგნიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი დაწერილი წიგნი 2021 წლის 29 ივნისს გამოიცემა. გამომცემლის თქმით, შექმნილი ტექსტი "ერთბაშად მხიარული, ბრუტალური და გემრიელად საკითხავია".
ტარანტინოს თქმით, ფილმის წიგნად ქცეული ადაპტაციები პირველი ზრდასრულთა ლიტერატურა იყო, რომელიც მან 1970-იან წლებში წაიკითხა.
"ახლა ამ ჟანრთან უდიდესი სიყვარული მაკავშირებს", — ამბობს რეჟისორი, — "ასე რომ, როგორც ფილმის ადაპტაციების გულმხურვალე ფანი, ამაყად გაცნობებთ, რომ ერთხელ ჰოლივუდში წიგნად იქცევა, როგორც ჩემი მცირედი წვლილი ამ ხშირად გარიყულ, თუმცა ბევრისთვის საყვარელ ლიტერატურულ ქვეჟანრში. ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ ჩემს პერსონაჟებსა და მათ სამყაროს უკეთ გავიცნობ ლიტერატურაში ბედის ჩემეული მცდელობით, რაც (იმედია) კინემატოგრაფიაში გასინჯულ კბილზე არანაკლები იქნება".
გარდა საკუთარ ფილმზე შექმნილი რომანისა, ტარანტინო მეორე წიგნის — კინოვარაუდის — გამოქვეყნებასაც აპირებს, რომელიც არამხატვრული ტექსტია და წარმოადგენს "1970-იანი წლების ფილმების ღრმა განხილვას ესეებში, რეცენზიებსა და პირად წერილებში". მასში ასევე თავმოყრილი იქნება "კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი რეჟისორისა და გულშემატკივრის ვარაუდები და სიუჟეტების ალტერნატიული ვარიაციები".
HarperCollins-ის ვიცე-პრეზიდენტისა და მთავარი რედაქტორის, ნოა იკერის თქმით, "ტარანტინოს ლიტერატურული ნიჭი ნაწერის პირველივე გვერდებზე ნათლად ჩანს, თუმცა იმის დანახვა, თუ როგორ ოსტატურად აყალიბებს იგი საკუთარ პერსონაჟებს ფურცელზე და როგორ აოცებს მკითხველს გამუდმებით ყოველ შემდეგ გვერდზე, ორიგინალური ფილმის მოყვარულსაც კი აღიარებინებს უბადლო მთხრობელის მცდელობას, იპოვოს ახალი ფორმა და მისით გადმოსცეს სათქმელი".
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები