Wonder Woman 1984 კინოთეატრებში და ონლაინ ერთდროულად გამოვა
საბოლოოდ, მაყურებლები Wonder Woman 1984-ის ნახვას წელს მაინც მოახერხებენ. ბევრი სპეკულაციის შემდეგ Warner Bros.-მა განაცხადა, რომ სუპერგმირული ფილმის მეორე ნაწილის პრემიერა ონლაინ HBO Max-ის სტრიმინგის სერვისზე 25 დეკემბერს შედგება და იმავე დღეს ის აშშ-ის კინოთეატრებშიც გაეშვება.
საერთაშორისო დონეზე, სადაც HBO Max ხელმისაწვდომი არ არის, Wonder Woman 1984 კინოთეატრებში ერთი კვირით ადრე გამოვა, 16 დეკემბერს. ფილმი HBO Max-ზე ერთი თვის განმავლობაში გაისტრიმება სერვისის გამომწერებისთვის დამატებითი გადასახადის გარეშე.
"ამ უპრეცედენტო დროების გასავლელად მოგვიწია, ჩვენი ბიზნესის წინ წაწევაში უფრო ინოვაციურები ვყოფილიყავით და თან ჩვენი ფანების სუპერმომსახურება გაგვეგრძელებინა. ეს საოცარი ფილმია, რომელიც დიდ ეკრანზე ნამდვილად ცოცხლდება, და, კინოჩვენებების საზოგადოების ჩვენს პარტნიორებთან მუშაობის შედეგად, ჩვენ ამ შესაძლებლობას აშშ-ის მომხმარებლებსაც მივცემთ იქ, სადაც კინოთეატრები ღიაა. გვესმის, რომ ბევრი ვერ მოახერხებს კინოთეატრში მისვლას პანდემიის გამო, ამიტომ გვსურს, მათ Wonder Woman 1984-ის ნახვა HBO Max-ის პლატფორმაზე შეძლონ", — განაცხადა WarnerMedia Studios-ის CEO-მ, ენ სერნოფმა.
ფილმის ტრადიციული გზით პრემიერაზე უარის თქმა საკმაოდ მოულოდნელია, რადგან Wonder Woman 1984 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილმი უნდა ყოფილიყო, რომლის ბილეთების გაყიდვებიც პოტენციურად $1 მილიარდს გადააჭარბებდა. ფილმი, რომლის ბიუჯეტიც $200 მილიონია, თავდაპირველად კინოთეატრებში ზაფხულში უნდა გამოსულიყო. მიუხედავად ამისა, კორონავირუსის გამო ის არაერთხელ გადაიდო. ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა იმას, რომ Wonder Woman 1984-ს წელს 25 დეკემბერს გამოუშვებდნენ, რადგან აშშ-ის კინოთეატრების ნახევარი ჯერ კიდევ დახურულია, ხალხი კი კინოთეატრებში წასვლას თავს არიდებს. ინდუსტრიის ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ Black Widow-ს, Fast & Furious 9-ის, No Time to Die-ისა და სხვა პოტენციური ბლოკბასტერების მსგავსად Wonder Woman 1984-ის პრემიერაც 2021 წლისთვის გადაიწევდა.
WarnerMedia-ს CEO ჯეისონ კილარმა ხაზი გაუსვა, რომ კომპანიისთვის კინოჩვენებები ძალიან მნიშვნელოვანია. პანდემიის დროს კინოთეატრები განსაკუთრებით მადლიერები იყვნენ კომპანია Warner Bros.-ის, რადგან სტუდიამ ზაფხულში საკმაოდ თამამი ნაბიჯი გადადგა და კინოთეატრებში კრისტოფერ ნოლანის Tenet გამოუშვა მიუხედავად იმ დიდი სირთულეებისა, რომელიც ფილმის შემოსავალს ელოდა.
"ჩვენ გვჯერა კინოთეატრების, რადგან მსოფლიოში ასობით მილიონი ფანი აფასებს ფილმების დიდ ეკრანებზე ნახვას. და მანამ, სანამ ფანებს კინოთეატრში სურთ ამ გამოცდილების მიღება, ჩვენ მათთან ვიქნებით და შესანიშნავი ფილმებით მოვამარაგებთ", — განაცხადა კილარმა.
Wonder Woman 1984-ის მომავალი წლისთვის გადადების ნაცვლად მისი HBO Max-ზე გაშვება ნიშნავს, რომ ფილმის შემოსავალი საგრძნობლად შემცირდება. თუმცა არსებობს იმის იმედი, რომ ეს მაყურებლებს HBO Max-ის გამოწერისკენ უბიძგებს, რომელიც საკმაოდ რთულ კონკურენციაშია Netflix-თან, Amazon Prime-სა და Disney Plus-თან. HBO Max-ის გამოწერა თვეში $15 ღირს.
თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს და, ზოგადად, კინოხელოვნება შენი საყვარელი სადისკუსიო თემაა, შემოგვიერთდი ფილმების ჯგუფში.
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
კომენტარები