რაც მეტ ინფორმაციას მიიღებენ პარტნიორები, მით უფრო კრიტიკული გახდება შეფასებები — ბაქრაძე
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უფრო და უფრო კრიტიკული გახდება. ასე ეხმაურება იგი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედური ანგარიშის, რომლის მიხედვითაც არჩევნებმა საკონსტიტუციო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა.
"ჩვენ პარტნიორებს ყოველდღიურად მეტი და მეტი ინფორმაცია აქვთ იმ დარღვევებზე, რომლებიც მოხდა წინასაარჩევნო პერიოდშიც და არჩევნების დღესაც. სწორედ მეტი და ობიექტური ინფორმაციის ასახვა არის ეს ანგარიში და მასში დაფიქსირებული უმძიმესი პრობლემები, თავისი უმძიმესი შეფასებით და დასკვნით, რომელიც მოვისმინეთ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისგან", — ამბობს ბაქრაძე.
ბაქრაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების თავდაპირველი შეფასებები ზედაპირული მონიტორინგს ეფუძნებოდა, რადგან კორონავირუსის გამო სადამკვირვებლო მისიები შეზღუდული რაოდენობით ჩამოვიდნენ საქართველოში.
"ეს არის უმძიმესი შეფასება და თვითონ დასკვნაც, შინაარსიც არის უმძიმესი და ნათლად მიანიშნებს იმ ცვლილებაზე, რომელიც ჩვენი პარტნიორების პოზიციაში ხდება დროთა განმავლობაში. საწყისი შეფასებების შემდეგ, რომელიც გაკეთდა მხოლოდ არჩევნების დღის ზედაპირული მონიტორინგით, იმ ძალიან შეზღუდული რაოდენობის მისიებით, რაც ჩამოვიდა აქ კოვიდპანდემიის გამო, პოზიციები იცვლება", — ამბობს ბაქრაძე.
მისი თქმით, რაც მეტ ინფორმაციას გაეცნობიან ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე, მით მეტად დამძიმდება მათი შეფასებები.
"ეს დარწმუნებული ვარ არ იქნება ბოლო ასეთი ტიპის დასკვნა და რაც უფრო მეტი დრო გავა, რაც უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი ჩვენი პარტნიორებისათვის, მით უფრო კრიტიკული იქნება საერთაშორისო აზრი ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ და მით უფრო კარგად გამოჩნდება რამდენად დააზიანა საქართველოს ინტერესები ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბებით", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში, ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა, არჩევნების სრული პროცესის სანდოობაზე ნეგატიურად იმოქმედა.
გაიგეთ მეტი:
- არჩევნებმა საკონსტიტუციო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა — IRI
- ეს იყო დამაკმაყოფილებელი არჩევნები, თუმცა ვერ იტყვი, რომ ეს იყო კარგი — შეფასებები საქართველოს არჩევნებზე
- არჩევანის ფუნდამენტური თავისუფლება დაცული იყო, თუმცა წინასაარჩევნი კამპანია არ იყო ჯანსაღი — OSCE/ODIHR
- დარღევებმა კანონმდებლობის გაუმჯობესების კუთხით მიღწეული წინსვლა გადაფარეს — NDI არჩევნებზე
- დარღვევები შედეგების არალეგიტიმურობისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ აზიანებს საარჩევნო პროცესს — საელჩო
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
-
გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში
კომენტარები