შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციის უპრეცედენტო ბოიკოტი
ფოტო: Nigel Parry/CNN
ვაშინგტონში საპრეზიდენტო ინაუგურაცია, როგორც წესი, პოლიტიკური პარტიების ერთიანობის დღესასწაულად აღიქმება. თუმცა, წლევანდელი ღონისძიებები იმ კანონმდებელთა რეკორდული რაოდენობით აღინიშნა, ვინც ახლადარჩეულ პრეზიდენტს, მილიარდერ უძრავი ქონების მაგნატს და შოუმენს - დონალდ ტრამპს ბოიკოტს საჯაროდ უცხადებს და ამბობს, რომ ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას არ დაესწრება.
პარასკევს, 20 იანვარს დაგეგმილ ინაუგურაციის დღესასწაულს კონგრესის 535 წევრიდან, სულ ცოტა, 26 გამოტოვებს. ეს მხოლოდ იმ კანონმდებელთა სიაა, რომელთაც საკუთარი გადაწყვეტილება საჯაროდ გაახმოვანეს. ინაუგურაციის ცერემონიის გამცდენთა საერთო რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი იყოს.
საარჩევნო კამპანიის სტილმა, რომელიც არა პოლიტიკური ერთობით, არამედ პირიქით, უფრო მეტად დანაწევრებით გამოირჩეოდა, დონალდ ტრამპის აღზევება გამოიწვია და მას ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი პოსტის დაკავების საშუალება მისცა. პრეზიდენტი თეთრ სახლში არც ისე დიდი პოპულარობის მაჩვენებლით შედის, "გალოპის" ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ის ამერიკელთა 51 პროცენტს არ მოსწონს. ტრამპის პოპულარობის რეიტინგი 40-ს არ აღემატება და მის ბოლო 3 წინამორბედზე დაბალია.
ფოტო: Reuters
გამოკითხვა მანამდე ჩატარდა, ვიდრე ამერიკის არჩეული პრეზიდენტი სოციალურ ქსელ ტვიტერზე თავს დაესხა რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ლეგენდარულ უფლებადამცველს და ვეტერან კონგრესმენს ჯონ ლუისს, რომელმაც თქვა, რომ ტრამპს "ლეგიტიმურ პრეზიდენტად" არ აღიქვამს. მომავალმა პრეზიდენტმა კონგრესმენს მიუთითა, რომ "ყალბ წუწუნს" სჯობს, დრო თავის ამომრჩევლებს მოახმაროს.
პოლიტოლოგები თვლიან, რომ ბოიკოტისთვის ხელსაყრელი გარემო გასაკვირი არ არის, იმ არაორდინალური, დაპირისპირებებით გამორჩეული არჩევნების ფონზე, რომელიც უცხოეთის ჩარევის საფრთხითაც იყო აღნიშნული. პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალისტი ჯონ ჰუდაკი, ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ამბობს, რომ ამგვარი რამ ამერიკას ზოგადად, არ ახასიათებს. "ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებისთვის თავის არიდება არატრადიციული მოვლენაა. მაშინაც კი, როცა დაპირისპირებებია, მოწინააღმდეგე პარტიის კანონმდებლები ზეიმს მაინც ესწრებიან" - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
ბარაკ ობამა და კონგრესმენი ჯონ ლუისი
ფოტო: თეთრი სახლი
ტრამპს და ლუისს შორის დაპირისპირება პარასკევს დაიწყო. 30-წლიანი გამოცდილების მქონე კონგრესმენმა ჯონ ლუისმა ტელეკომპანიასთან "ენ-ბი-სი" საუბარში თქვა, რომ საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს. მისივე განმარტებით, "არჩეულ პრეზიდენტს ლეგიტიმურ პრეზიდენტად" ის არ აღიქვამს. "ვფიქრობ, რუსებმა მიიღეს მონაწილეობა და მას არჩევაში დაეხმარნენ. მათ ჰილარი კლინტონის კანდიდატურის განადგურებაშიც შეიტანეს წვლილი" - თქვა ლუისმა.
ტრამპმა არ დააყოვნა და პასუხი შაბათს გამთენიისას, ჩვეულებისამებრ, ტვიტერზე გამოაქვეყნა. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა კონგრესმენს მიუთითა, მეტი დრო დაუთმოს "საკუთარი უბნის სრულყოფას და დახმარებას, რომელიც საშინელ ფორმაშია და თანდათან იშლება (რომ აღარაფერი ვთქვათ კრიმინალის მომძლავრებაზე), ვიდრე ის არჩევნების შედეგებზე ყალბ წუწუნს მოანდომოს".
კონგრესმენი ჯონ ლუისი
ფოტო: Reuters
კონგრესმენი ჯონ ლუისი ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტის წარმომადგენელია. მის საარჩევნო უბანში ქალაქის როგორც მდიდარი, ასევე ღარიბი უბნებიცაა. კონგრესში ლუისი გამორჩეული ორპარტიული პატივისცემით სარგებლობს. ის მარტინ ლუთერ კინგის თანამებრძოლი იყო და გასული საუკუნის 60-იან წლებში დიდი წვლილი შეიტანა ქვეყანაში დაწყებულ სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობაში. ჯონ ლუისი სამხრეთ შტატებში რასობრივი სეგრეგაციის პროტესტის ნიშნად, ვაშინგტონზე 1963 წლის ისტორიულ მარშშიც მონაწილეობდა, რის გამოც პოლიციელებმა ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი დააპატიმრეს.
კვირას ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე არჩეულმა მაიკ პენსმა ტელეკომპანიას "სი-ბი-ესი" უთხრა, რომ ის პატივს სცემს იმ "მსხვერპლს", რომელიც კონგრესმენმა ლუისმა გაიღო, მაგრამ მისი აზრით, "დონალდ ტრამპს ყველა უფლება აქვს, თავი დაიცვას". პარალელურად, ტრამპის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე დასახელებულმა რინს პრიბუსმა ჯონ ლუისის განცხადებას "უპასუხისმგებლო" უწოდა. პრიბუსმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდა დემოკრატების მხრიდან ტრამპისადმი დამოკიდებულების წინააღმდეგ "ხმა ამოიღოს". თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დაპირისპირებაში ჩარევას არ აპირებს.
მარკო რუბიო
ფოტო: Reuter
ორშაბათს კომენტარი გააკეთა რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომაც, ტრამპის ყოფილმა მოწინააღმდეგემ საპრეზიდენტო მარათონში. მან თქვა, რომ უცხო მთავრობების მხრიდან არჩევნებზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობის მიუხედავად, არ ეთანხმება კონგრესმენ ლუისის აზრს იმის თაობაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია.
პრეზიდენტის ლეგიტიმურობის თემას მოწინააღმდეგეთა ბანაკი ბარაკ ობამას არჩევამდე და მის შემდეგაც, საკმაოდ დიდხანს ატრიალებდა - ამბობს პოლიტოლოგი ჯონ ჰუდაკი. დონალდ ტრამპი და სხვა რესპუბლიკელები კითხვის ქვეშ აყენებდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უპირველეს პირობას - ბარაკ ობამას ამერიკის მოქალაქედ დაბადების ფაქტს.
"ეს ნორმა, რომელზეც დღეს რესპუბლიკელები ჩივიან, ისევ მათი დამკვიდრებულია"- აღნიშნავს ანალიტიკოსი. მაგრამ, მაშინ, "8 წლის წინ, ამას ისინი მიესალმებოდნენ და ტაშს უკრავდნენ, რათა პარტიის მხარდამჭერთა ერთი ნაწილის მობილიზება მომხდარიყო. ბევრმა პოლიტიკოსმა უნდა გაიგოს, რომ მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნების მიღწევას ხშირად არასასურველი, შორს მიმავალი შედეგები აქვს, რისი მოწმეც ახლა გავხდით" - აცხადებს ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.
დონალდ ტრამპის მიერ კონგრესმენ ჯონ ლუისზე გამოქვეყნებული ტვიტების შემდეგ, სულ რამდენიმე საათის განმავლობაში, დემოკრატების დიდმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ინაუგურაციის ცერემონიას აღარ დაესწრებოდა. მანამდე მათი რაოდენობა გაცილებით მცირე იყო.
"მას შემდეგ, რაც რუსეთის ჰაკერობის გასაიდუმლოებული დოკუმენტს გავეცანი და ვნახე @realdonaldtrump-ის მიერ (დონალდ ტრამპის ტვიტერის ანგარიში) შეურაცხმყოფელი გზავნილები @repjohnlewis-ის (კონგრესმენ ჯონ ლუისის ტვიტერის ანგარიში) მიმართ, ინაუგურაციას აღარ დავესწრები" - დაწერა ტვიტერზე ვისკონსინის შტატის დემოკრატმა კონგრესმენმა მარკ პოკანმა.
ანალოგიური განცხადება გააკეთა ნიუ-იორკის კონგრესმენმა, დემოკრატმა ჯერი ნადლერმა. "სი-ენ-ენთან" ინტერვიუში მან თქვა, რომ ინაუგურაციის ცერემონიის გამოტოვების გადაწყვეტილების მიღებაში "ბოლო წვეთი" ტრამპის მიერ "სამოქალაქო უფლებების აქტივისტის ხატზე" მიტანილი "პირადი ხასიათის იერიში" იყო; შეტევა კონგრესმენ ლუისზე, ადამიანზე, რომელმაც "სამშობლოს ლამის საკუთარი სიცოცხლე შესწირა"- განაცხადა კონგრესმენმა ნადლერმა.
ანალიტიკოსი ჯონ ჰუდაკი დემოკრატებს ურჩევს, პრინციპულობა უფრო მეტად საკუთარი იდეების დაცვაში გამოხატონ და ენერგია ამ იდეების გარშემო კოლეგების გაერთიანებაში დახარჯონ. "საბოლოო ჯამში პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრებაზე უარის თქმას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ცარიელი პროტესტია" - ამბობს ის, რაც "არც პოლიტიკას შეცვლის და არც ისტორიის კურსს".
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
კომენტარები