NASA-ს ახალი პროექტი იუპიტერის თანამგზავრზე სიცოცხლის პოვნაში დაგვეხმარება
იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე არსებული მიწისქვეშა ოკეანეები მზის სიტემაში იმ ადგილებს შორისაა, რომლებზეც მეცნიერების აზრით, შესაძლოა, უცხოპლანეტური სიცოცხლე არსებობდეს.
ეს ოკეანეები ყინულის სქელი ფენების ქვეშაა მოქცეული, რაც მეცნიერებისთვის მის გამოკვლევას ართულებს. თუმცა, NASA-ს მეცნიერებმა ოკეანეების შესასწავლად ახალი გზა მოიფიქრეს. ეს ახალი მეთოდი ევროპის უცნაურ თვისებას, სიბნელეში კაშკაშს ეფუძნება.
გუნდმა შეამჩნია, რომ რადიოაქტიური ნაწილაკები, რომლებიც ან იუპიტერისგან ან იოსგან გამოიტყორცნება, ძლიერი მაგნიტური ველის მიერ ჩქარდება. ამ დროს ნაწილაკები შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავად კაშკაშებენ.
მას შემდეგ, რაც მკვლევრებმა მარილი და წყალი ერთამნეთში აურიეს, თეორიულად, სამყაროში ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე გაყინეს და რადიაციის წინაშე დატოვეს, აღმოაჩინეს, რომ იგი იმის მიხედვით იცვლებოდა თუ რა იყო მის შიგნით. ეს პოტენციურად ევროპის ოკეანეზე დაკვირვების საშუალებას ყინულის გათხრის გარეშე იძლევა. მაგალითად, კონკრეტულმა ფერმა, შესაძლოა, გამოავლინოს, რომ ორგანული სიცოცხლე არსებობს და ა.შ.
ევროპის ოკეანეს, რა თქმა უნდა, იმაზე ბევრად კომპლექსური ქიმიური შემადგენლობა აქვს, ვიდრე მარილის ინდივიდუალური ხსნარებია, რომლებიც მკვლევრებმა ლაბორატორიაში შექმნეს. თუმცა, ეს ნათების დამფიქსირებელი ტექნიკა, შესაძლოა, ევროპაზე სიცოცხლის ნიშნების ძებნის დროს ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდეს.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები