საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანის და გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარი დღეს შედგა.