თბილისში მე-3 პარტია ვართ, რაც ნიშნავს, რომ მომავალი ჩვენია — ზურაბ ჯაფარიძე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / გირჩი
ტელევიზიების მიერ ჩატარებული ყველა ეგზიტპოლის მიხედვით, რომელიც ამ დროისთვის გამოქვეყნებულია, პარტია გირჩს საპარლამენტო არჩევნებში მინიმუმ 3 პროცენტი აქვს მიღებული.
გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე ეგზიტპოლის შედეგებს აფასებს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვან გამარჯვებად მიაჩნია თბილისში პარტიებს შორის მე-3 ადგილზე ყოფნა:
"მგონია რომ შესაძლოა 3%-ზე ცოტა მეტიც იყოს, საბოლოო შედეგი რათქმაუნდა ხმების დათვლის შემდეგ გამოჩნდება. ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებად მიმაჩნია, რომ თბილისში მესამე პარტია ვართ, რაც ნიშნავს, რომ მომავალი ჩვენია".
ალექსანდრე რაქვიაშვილი, რომელიც გირჩის სიაში რიგით მე-4 ადგილს იკავებს, ასევე პოზიტიურად აფასებს ეგზიტპოლის შედეგებს:
"თბილისში მესამე პარტია ვართ. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მომავალი არჩევნებისთვის ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და საბოლოო ჯამში იგივე შედეგები შეგვიძლია რეგიონებშიც გავიმეოროთ".
რაქვიაშვილის ვარაუდით, ოპოზიცია პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს. მას მოლოდინი აქვს, რომ საპარლამენტო ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო გახდება:
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მომავალ კოალიციაში ის ადგილი დავიკავოთ, რომელიც ჩვენი იდეების რეალიზაციას ხელს შეუწყობს".
ყველა ეგზიტპოლის შედეგი
ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და 8 საათზე ცნობილი გახდა ეგზიტპოლების შედეგები, რომლებიც კვლევითმა ორგანიზაციებმა ტელეკომპანიების დაკვეთით ჩაატარეს.
- წელს არჩევნებზე ფორმულას დაკვეთით ეგზიტპოლი ამერიკულმა კომპანიამ, Edison Research-მა ჩაატარა;
- მთავარმა არხმა ეგზიტპოლები ფრანგულ კომპანია IPSOS-ს დაუკვეთა;
- რუსთავი 2-სთვის ეგზიტპოლები ბრიტანული კვლევითმა კომპანიამ Survation-მა ჩაატარა;
- ტელეკომპანია იმედის დაკვეთით კი ეგზიტპოლები Public Opinion Strategies ჩაატარა.
იმედის ეგზიტპოლი
6 საათის მონაცემებით, ტელეკომპანია იმედის ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება — 55%;
- ენმ და ძალა ერთობაშია — 23%;
- ევროპული საქართველო — 3%;
- ლელო — 3%;
- პატრიოტთა ალიანსი — 3%;
- სტრატეგია აღმაშენებელი — 3%;
- გირჩი — 3%;
- შალვა ნათელაშვილი — საქართველოს ლეიბორისტული პარტია — 1%;
- ნინო ბურჯანაძე — ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა — 1%;
- მოქალაქეები — ალეკო ელისაშვილი — 1%;
- სხვა პარტიები — 5%.
ფორმულას ეგზიტპოლი
ფორმულას დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, 4 საათის მონაცემებით, გირჩს და ლელოს 3-3% აქვთ, ხოლო პატრიოტთა ალიანსსა და სტრატეგია აღმაშენებელს — 2-2%.
- ქართული ოცნება — 46%;
- ნაციონალური მოძრაობა — 28%;
- ევროპული საქართველო — 5%;
- გირჩი — 3%;
- ლელო — 3%;
- პატრიოტთა ალიანსი — 2%;
- სტრატეგია აღმაშენებლი — 2%;
- უარი პასუხზე — 50%.
მთავარი არხის ეგზიტპოლი
მთავარი არხის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 17:00 საათის მონაცემებით შედეგები ასეთია:
- ქართული ოცნება — 41%
- ენმ და ძალა ერთობაშია — 33%
- ევროპული საქართველო — 5%
- ლელო — 4%
- პატრიოტთა ალიანსი — 3%
- სტრატეგია აღმაშენებელი — 3%
- გირჩი — 3%
- ალეკო ელისაშვილი და მოქალაქეები — 1%
- ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა — 1%
რუსთავი 2-ის ეგზიტპოლი
როგორც ორგანიზაცია Survation-მა განაცხადა, 120 საარჩევნო უბანზე 10 000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს. მათივე თქმით, ცდომილება 1,2%-ია.
- ქართული ოცნება — 52,26%;
- ნაციონალური მოძრაობა და ძალა ერთობაშია — 25,33%;
- ევროპული საქართველო — 4,2%;
- გირჩი — 3,52;
- ლელო — 2,61;
- ბლოკი გიორგი ვაშაძე — სტრატეგია აღმაშენებელი — 2,37%;
- პატრიოტთა ალიანსი — 2,29%;
- ლეიბორისტული პარტია — 1,22%;
- ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები — 1,02%;
-
"კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები? "კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები?
გადახედვა
-
"ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე" — კობახიძე ფაშინიანთან შეხვედრაზე "ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე" — კობახიძე ფაშინიანთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
კომენტარები