ახალი ხელსაწყო დემენციის ადრეულ ნიშნებს 70%-იანი სიზუსტით ცნობს
ტვინის MRI-ის სურათებზე, ხანდახან, პატარა თეთრი ლაქები ჩანს ხოლმე, რომლებიც ხშირად პაციენტის მეხსიერებისა და ემოციურ პრობლემებზე მიანიშნებს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ასაკოვანი პაციენტების შემთხვევაშია.
ამასთანავე, ლაქების გახშირება უკავშირდება დემენციის ნიშნებსა და სხვა ტვინისთვის საზიანო მდგომარეობებს, როგორიცაა დეპრესია. კვლევის მიხედვით, ახალ ხელსაწყოს, რომლითაც MRI-ს სურათებზე აღმოჩენილი თეთრი ლაქების ანალიზი კეთდება, დემენციის ადრეული ნიშნების დაფიქსირება 70%-ზე მეტი სიზუსტით შეუძლია.
ტვინის თეთრი ნივთიერების დაზიანების აღმოჩენა, ძირითადად, სპეციალისტის თვალზე არის ხოლმე დამოკიდებული. ახალი მეთოდის შექმნის მიზანი კი ამ დაზიანებების ობიექტური შეფასებაა.
კვლევის ფარგლებში, NYU-ის კვლევითმა გუნდმა 72 MRI სკანი შეაგროვა, რომლის ანალიზიც სპეციალური კომპიუტერული პროგრამით გაკეთდა. პროგრამამ გამოთვალა დაზიანებების ზუსტი ადგილი და მოცულობა, ამის საფუძველზე კი მკვლევრებმა პაციენტების დიაგნოზი ივარაუდეს. აღმოჩნდა, რომ 10-დან 7 შემთხვევაში, პროგრამის დახმარებით დასმული დიაგნოზი, პაციენტის დემენციის დიაგნოზს დაემთხვა. ახალი ტექნოლოგიისთვის ეს შთამბეჭდავი შედეგია.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თეთრი ნივთიერების დაზიანებების გაზომვა ადრეული დემენციის დიაგნოსტიკისთვის საკმარისი არ არის. სხვა ფაქტორებიც გასათვალისწინებელია.
მკვლევრები გეგმავენ, რომ ახალი "ხელსაწყო" დამატებით 1 495 პაციენტზე გამოსცადონ. მანამდე კი პროგრამა Open Source არის და მისი ჩაწერა თქვენც შეგიძლიათ.
კომენტარები