ჩვენ, რიგითი ადამიანები და არა სისტემა, ვქმნით ქვეყანას! — მამუკა ხაზარაძე
ფოტო: ლელო
ლელომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია გამართა. რესპუბლიკის მოედანზე გამართულ ღონისძიებას, რამდენიმე ათასი მხარდამჭერი დაესწრო, მათ შორის რეგიონიდან ჩამოსული გულშემატკივრებიც. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეს პარტიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეხვედრა იყო, რომელსაც პარტიის ლიდერები უძღვებოდნენ.
ღონისძიების მსვლელობას დისტანციურად ჩაერთო და დამსწრეებს სიტყვით მიმართა ლელოს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. რომელმაც მოსახლეობას 31 ოქტომბრის არჩევნებზე მონაწილეობისკენ მოუწოდა და ლელოს შემაჯამებელ აქციაზე დასწრებისთვისა და პარტიის გულშემატკივრობისთვის თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით ლელოს გზა არ გადის სიძულვილსა და აგრესიაზე, რადგან „ლელო“ არ ებრძვის ცალკეულ პიროვნებებს. ლელოს არ სურს რევანში. ჩვენი მტერი არ არის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი. ჩვენი მტერი მის მიერ შექმნილი მძიმე რეალობაა.
"ჩვენი მტერი უმუშევრობა და ინფლაციაა, ჩვენი მტერი ბავშვთა შიმშილიანობაა, ნაგვის ურნებში სარჩოს მაძიებელი მოხუცების ყოფაა, ჩვენი მტერი განმუხურსა თუ ერგნეთთან გავლებული მავთულხლართებია. ჩვენი მტერი გაჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტებია, ჩვენი მტერი მზარდი კრიმინალი და კორუფციაა. შენ შეგიძლია ამ მტრის დამარცხება ლელოს ახალი, ძლიერი, პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანების გუნდთან ერთად. ლელოს ახალი მარშალის გეგმით, საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამით. ჩვენ ერთად შევძლებთ ოთხ წელიწადში სრულიად შევცვალოთ ქვეყანა, ერთად შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ძლიერი საშუალო ფენა, გავაორმაგოთ ეკონომიკა, დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა, მივცეთ ადამიანებს საუკეთესო სასამართლო, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემა, დავუბრუნოთ მათ ღირსება და კეთილდღეობა. ერთად გავიმარჯვოთ! მე მინდა თითოეულმა თქვენგანმა იცოდეს, რომ შენ მთავარი ადამიანი ხარ, რომელსაც აქვს პატივი იყოს ამ ქვეყნის მოქალაქე , ჰქონდეს საარჩევნო ხმის უფლება. ხმის, რომელიც ახლა ყველაზე ძვირად ფასობს, რადგან სწორედ შენს ერთ ხმას შეუძლია გადაწყვიტოს შენი ქვეყნის ბედი. შენს ხმას შეუძლია განსაზღვროს შენი მომავალიც და ისიც, თუ სად ვიქნებით ჩვენ ხვალ - დავრჩებით ღატაკ და გაჩერებულ ქვეყანაში თუ დავძრავთ მას და ავირჩევთ თავისუფლების, პროგრესის და განვითარების გზას! შენ 31 ოქტომბერს თავად ხარ შენი მომავლის მჭედელი. შენი ოჯახის, შვილების თუ ახლობლების ცხოვრების განმსაზღვრელი! მოდი არჩევნებზე, მაგრამ არ მოხვიდე მარტო. აუცილებლად წამოიყვანე კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ასევე სურს ცვლილებები ამ ქვეყანაში. ხმა მიეცი 56 - ს! აირჩიე ლელო! ვისაც ნამდვილად შეუძლია შენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. სამართლიანი გარემოს დამკვიდრება, ადამიანების დასაქმება, სიღარიბის დამარცხება, შენი მხარის, კუთხის, სოფლის, ქალაქის განვითარება, ჩვენი ქვეყნის ძლიერ სახელმწიფოდ ქცევა", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ლელოს თავმჯდომარემ ყველა იმ ადამიანს მიმართა, ვისაც უკვე გამოკვეთილი აქვს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, მას, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა 31 ოქტომბერს.
"მას, ვინც ხელისუფლების შიშის ქვეშაა და მასაც, ვისაც დაკარგული აქვს იმედი და ფიქრობს, რომ არჩევნებზე წასვლას აზრი არ აქვს, რომ მაინც არაფერი შეიცვლება. 31 ოქტომბერს, ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, მხარდამხარ, ერთმანეთის გვერდით რათა ერთად გავიმარჯვოთ! მოდი ერთად დავძრათ საქართველო.
ვწუხვარ, რომ დღეს, არ მაქვს საშუალება, ვიდგე თქვენს გვერდით, რადგან საქართველოს ათასობით მოქალაქის მსგავსად კოვიდს ვებრძვი. მიუხედავად ამისა, სრულად და აქტიურად ვარ ჩართული ყველა პოლიტიკურ პროცესში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ამ უძრაობას დაასრულებს და ქართულ ოცნებას დაამარცხებს. მე, „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, მოგმართავ შენ, ჩემო მეგობარო. მოგმართავ ერთ რიგით ამომრჩეველს, რომელიც აქ და ახლა, ამ ისტორიული გზის გასაყარზე, უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე დგახარ. შენ კარგად იცი რა რთული გზა გამოიარა საქართველომ. რამდენი პრობლემა შეხვდა ჩვენს ახალგაზრდა, 29 წლის რესპუბლიკას, რა ენერგია და რესურსი შეიწირა შიდა კონფლიქტებმა, ომებმა, პოლიტიკურმა უთანხმოებებმა. როგორ დავკარგეთ ტერიტორიები, ადამიანები. როგორ დავკარგეთ და კინკლაობას გადავაყოლეთ ის ძვირფასი დრო, რომელიც ქვეყნის განვითარებას, რეფორმებს, ტექნოლოგიურ რევოლუციას, ახალი პროექტების მშენებლობას, ადამიანების ბედნიერი და დაცული ცხოვრების შექმნას უნდა მოხმარებოდა. დღეს სწორედ ამ პოლიტიკის გამო ჩვენი ქვეყანა ისევ მძიმე რეალობის წინაშე დგას. ისევ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ. ისევ მწვავედ გვიდგას თავისუფლების და ღირსების არჩევანი. არჩევანი ქვეყნის დასავლურ კურსსა თუ რუსულ ორიენტაციას შორის. კიდევ სუსტია ჩვენი დემოკრატია და ჩამოშლის პირასაა სახელმწიფო ინსტიტუტები, რეკორდულ ზღვარს ქვემოთაა სიღატაკე და უმუშევრობა, ხდება ეროვნული ვალუტის გაუფასურება, იზრდება ემიგრაცია, არ ჩერდება ბორდერიზაცია, მძაფრდება უიმედობა და ხვალინდელი დღის შიში.
ჩვენ ერთად უნდა ვთქვათ უარი ძველ, წარსულ ხელისუფლებაზე, რომელიც აღარ უნდა დაბრუნდეს. ჩვენ ერთად უნდა ვთქვათ უარი ახლანდელ ხელისუფლებაზე, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ქვეყანა და ავირჩიოთ ახალი ძალა, ალტერნატიული ძალა. სწორედ ლელოა ერთადერთი ალტერნატივა. პოლიტიკურ ასპარეზზე ჩვენს მეტი ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენი პარტია არის სახალხო ძალა თავისი კონკრეტული გეგმით და მომავლის სწორი ხედვით", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
-
ევროვიზია 2026 ბულგარეთმა მოიგო — მოისმინეთ გამარჯვებული სიმღერა ევროვიზია 2026 ბულგარეთმა მოიგო — მოისმინეთ გამარჯვებული სიმღერა
-
NEXT.On.ge-ში 3-თვიანი სტაჟირების პროგრამა იწყება NEXT.On.ge-ში 3-თვიანი სტაჟირების პროგრამა იწყება
გადახედვა
-
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი The One Show-ზე წლის მარკეტერად დასახელდა PSP-ს მარკეტინგის დირექტორი The One Show-ზე წლის მარკეტერად დასახელდა
-
შესაძლოა, მალე ენდომეტრიოზის დიაგნოსტირების არაინვაზიური ტექნიკა დაინერგოს შესაძლოა, მალე ენდომეტრიოზის დიაგნოსტირების არაინვაზიური ტექნიკა დაინერგოს
გადახედვა
-
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომს სახელი ოფიციალურად შეუცვალეს — რატომ პოლიკისტური საკვერცხის სინდრომს სახელი ოფიციალურად შეუცვალეს — რატომ
გადახედვა
-
ევროკომისიამ პუტინის დანაშაულების შემსწავლელი სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ევროკომისიამ პუტინის დანაშაულების შემსწავლელი სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
გადახედვა
-
ზღვა, რომელსაც ახსოვს — აფხაზეთი ვენეციის ბიენალეზე ზღვა, რომელსაც ახსოვს — აფხაზეთი ვენეციის ბიენალეზე
გადახედვა
-
საგარეო: ანდრეი სიბიჰასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გამოწვევებს, რაც აბრკოლებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას საგარეო: ანდრეი სიბიჰასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გამოწვევებს, რაც აბრკოლებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს — ის იძულებული გახდა, რომ ჯერ შეხვედრა ეთხოვა და შემდეგ მისულიყო ირაკლი კობახიძესთან" ირაკლი ზარქუა: "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს — ის იძულებული გახდა, რომ ჯერ შეხვედრა ეთხოვა და შემდეგ მისულიყო ირაკლი კობახიძესთან"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კოსმოსში ნეიტრინოების დეტექტორი გაუშვეს ისტორიაში პირველად, კოსმოსში ნეიტრინოების დეტექტორი გაუშვეს
გადახედვა
-
რას უსმენდა მსოფლიო ბოლო 20 წელი? — ყველაზე პოპულარული მომღერლები, ალბომები და სიმღერები რას უსმენდა მსოფლიო ბოლო 20 წელი? — ყველაზე პოპულარული მომღერლები, ალბომები და სიმღერები
გადახედვა
-
სანქცირებულმა "იმედმა" I კვარტალში "მეამას", "ორბის" და "ანაგის" რეკლამებიდან ნახევარ-ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო სანქცირებულმა "იმედმა" I კვარტალში "მეამას", "ორბის" და "ანაგის" რეკლამებიდან ნახევარ-ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო
გადახედვა
-
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ — ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ — ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე
-
ანდრეი სიბიჰა: ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას ანდრეი სიბიჰა: ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
გადახედვა
-
ირანი წყალქვეშა კაბელებს ემუქრება — მსოფლიოს "ციფრული სასიცოცხლო წერტილები" დაუცველია ირანი წყალქვეშა კაბელებს ემუქრება — მსოფლიოს "ციფრული სასიცოცხლო წერტილები" დაუცველია
გადახედვა
-
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის — ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის — ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
-
ქვიზი: მოაბრუნებ თუ ვერა გაქცეულ ჩინელს? ქვიზი: მოაბრუნებ თუ ვერა გაქცეულ ჩინელს?
-
ბასტი-ბუბუ 34 წლის გახდა — ნახეთ ვიდეო ბასტი-ბუბუ 34 წლის გახდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: ჟურნალისტებს საქართველოს 3 ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და დღევანდელი შეხვედრის გაშუქებაზე მაკა ბოჭორიშვილი: ჟურნალისტებს საქართველოს 3 ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და დღევანდელი შეხვედრის გაშუქებაზე
გადახედვა
-
ტიკტოკზე ახალი ტრენდი გამოჩნდა: გემი იძირება — როგორია Gen Z-ის რეაქცია? ტიკტოკზე ახალი ტრენდი გამოჩნდა: გემი იძირება — როგორია Gen Z-ის რეაქცია?
გადახედვა
-
"მთავარი არის მონანიება, სინანული და დანაშაულის აღიარება" — ირაკლი კობახიძე პატიმრების შეწყალებაზე "მთავარი არის მონანიება, სინანული და დანაშაულის აღიარება" — ირაკლი კობახიძე პატიმრების შეწყალებაზე
გადახედვა
კომენტარები