კუჩერა: სამხედრო თვალსაზრისით აშშ საქართველოს ასე აქტიურად არასოდეს დახმარებია, მაგრამ არავინ იცის, ასე გაგრძელდება თუ არა
ფოტო: VOA
ამერიკის ხმა აშშ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე, საქართველოში სენატორების-მაკკეინის, გრემის და კლობუჩარის ვიზიტის მნიშვნელობასა და აშშ-ის პოლიტიკის სხვა პერიპეტიებზე პორტალ "ევრაზიანეტის" კავკასიის რედაქციის მთავარ რედაქტორს ჯოშუა კუჩერას ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით სამი სენატორის (მაკკეინი, გრემი, კლობუჩარი) ორპარტიულ დელეგაციას საქართველოში, და რა გზავნილი მიიღეს ამ ვიზიტით მოსკოვსა და ვაშინგტონში?
ცხადია, მათ იმის ჩვენება სურდათ, რომ დღევანდელი გაურკვევლობის მიუხედავად, თუ როგორი იქნება აშშ-ის პოლიტიკა რუსეთისა და მისი მეზობლების მიმართ, შეერთებული შტატების მთავრობის ერთი ნაწილი კვლავ საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი და რუსეთის მოწინააღმდეგეა. მოგზაურობის მარშრუტიც - ბალტიისპირეთი, უკრაინა და საქართველო - ცხადყოფს დელეგაციის გზავნილებს, რომელიც რუსეთისა და ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ტრამპისთვის იყო განკუთვნილი: თუ ტრამპი აპირებს, რომ რუსეთისა და საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკა კარდინალურად შეცვალოს, კონგრესი მას წინ აღუდგება.
შეძლებენ თუ არა აღნიშნული სენატორები აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციაზე გავლენის მოხდენას საკუთარი პოზიციების დასაცავად და რეგიონის ქვეყნების გვერდში დგომას?
ვფიქრობ, თუ ტრამპმა პოლიტიკის შეცვლა ისურვა, ბევრ წინააღმდეგობას შეხვდება კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, პენტაგონსა და სხვა სამთავრობო უწყებებში. შესაძლოა, სენატორების ვიზიტი არჩეულ პრეზიდენტთან საჯარო ოპონირების მცდელობა იყო.
რისი თქმა მოახერხეს მათ ოფიციალური თბილისისთვის და რა იყო აქ ყველაზე საყურადღებო?
მე რომ ქართველი ვიყო, ჩემ თავს ვკითხავდი, რითაა დღევანდელი ვითარება განსხვავებული იმისაგან, რასაც უკანასკნელი ათი წელია ვხედავთ. კვლავ გვესმის გზავნილები საქართველოს მიმართ ამერიკის მადლიერებისა და ორი ქვეყნის მტკიცე მეგობრობის შესახებ. მაგრამ იცავს ეს გზავნილები საქართველოს რუსეთისაგან? არა. ჩვენ ეს 2008 წელსაც ვნახეთ. არა მგონია, მას შემდეგ თვისობრივად რაიმე შეცვლილიყოს.
ამიერიდან აქცენტი გაკეთდება ტერიტორიულ თავდაცვაზე, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა უკეთ დაიცვან ქვეყნის ტერიტორია. ქართველებს ყოველთვის ეს სურდათ.
ამგვარად, ქართველი რომ ვიყო, ამ ყველაფერს ეჭვით შევხედავდი. მეჩვენება, რომ ეს სტუმრობა სენატორებისთვის კამერებთან პოზირების საშუალება იყო, რაც სინამდვილეში ბევრს არაფერს ნიშნავს. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ამერიკის პოლიტიკის წვრილმანებს გადავავლოთ თვალი.
როგორ ფიქრობთ, რამდენად მტკიცედ შეეცდება აშშ-ის მომავალი ადმინისტრაცია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას და მისი ინტერესების დაცვას რუსეთთან დიალოგისას?
მაკკეინს, გრემსა და კლობუჩარს პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად ბევრი ბერკეტი არ გააჩნიათ. გასულ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის ახალი შეთანხმება გააფორმა. ეს შეთანხმება უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის დახმარების მიმართულებას ცვლის. აქამდე აშშ საქართველოს ავღანეთში გასაგზავნი კონტიგენტის მომზადებაში ეხმარებოდა.
ტრამპმა ნატოსთან დაკავშირებით ეჭვები უკვე გამოთქვა. ახალი ადმინისტრაცია ნატოს გაფართოებას, ალბათ, ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს
ამიერიდან აქცენტი გაკეთდება ტერიტორიულ თავდაცვაზე, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა უკეთ დაიცვან ქვეყნის ტერიტორია. ქართველებს ყოველთვის ეს სურდათ. საქართველო სამშვიდობო მისიებში იმიტომ მონაწილეობდა, რომ მისიები მისთვის ერთადერთი ამერიკული სამხედრო დახმარება იყო. ამგვარად, საქართველოსათვის უსაფრთხოების სფეროში ამერიკის დახმარების ტრაექტორია პოზიტიურად შეიცვალა, მაგრამ არავინ იცის, ასევე გაგრძელდება თუ არა 20 იანვრის შემდეგ. ზოგადად, სხვა თუ არაფერი, სამხედრო თვალსაზრისით მაინც ამერიკა საქართველოს ასე აქტიურად არასოდეს დახმარებია.
უშუალოდ ორმხრივი ურთიერთობების [საქართველო-აშშ] პოტენციალზე რას გვეტყვით?
ეს ის თემაა, რომელზეც ჯერჯერობით წარმოდგენა არ გვაქვს. მოვლენები, შეიძლება, ორივე მიმართულებით განვითარდეს. ტრამპმა ნატოსთან დაკავშირებით ეჭვები უკვე გამოთქვა. ახალი ადმინისტრაცია ნატოს გაფართოებას, ალბათ, ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს. სიმართლე ითქვას, ნატოში შეერთებული შტატების გავლენა არასოდეს ყოფილა ისეთი უსაზღვრო, რომ საქართველო ალიანსში შეეყვანა. ამ მიმართულებით ბევრი არაფერი შეიცვლება. ასე ვიტყოდი: ჯერჯერობით ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს. ნათელია, რომ ტრამპმა რუსეთზე ბევრი არაფერი იცის. ნათელია, რომ მას მოსწონს პუტინის, როგორც ძლიერი ტიპის იმიჯი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ტრამპსა და რუსეთს საერთო პოლიტიკური ინტერესები აქვთ? ვეჭვობ. არა მგონია, თავად ტრამპმა იცოდეს. ჩვენ, მით უმეტეს, წარმოდგენაც კი არა გვაქვს.
აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის გარდამავალ გუნდს, რუსეთთან მიმართებაში მათ განცხადებებს და არჩეული პრეზიდენტის ნომინაციების დამტკიცების პერსპექტივას როგორ უყურებთ სენატში?
არ ვიცი, რა გავლენა აქვს მაკკეინს ვაშინგტონში. მეჩვენება, რომ ტრამპისა და რუსეთის თემამ მას ენერგია შემატა. მაკკეინი ძალიანაა გააქტიურებული. პრესა მას დიდ ყურადღებას უთმობს. მაგრამ მე ყურადღებას [ტრამპის] კაბინეტის წევრებზე უფრო გავამახვილებდი. ბევრი განხილვა და სპეკულაცია მოვისმინეთ. არა მგონია, [კაბინეტის წევრების შესახებ] ვინმეს ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს. ზოგიერთი მათგანი რუსეთის მიმართ უფრო შემრიგებლურია, ზოგიერთი - ნაკლებად. ვვარაუდობ, რომ მათი ხმა იქნება გადამწყვეტი და არა მაკკეინის, რომელსაც ტრამპთან ცუდი ურთიერთობა აქვს. არ მესმის, როგორ შეიძლება, მან ტრამპს აზრი შეაცვლევინოს. ვნახავთ, შეძლებს თუ არა მაკკეინი რუსეთის მიმართ პოლიტიკის შეცვლის საწინააღმდეგოდ კონგრესის დარაზმვას, მათ შორის, ტრამპის მიერ რუსეთისაკენ გადადგმული ნაბიჯების წინ აღდგომას.
და ბოლოს, მოკლედ ისევ მაკკეინზე და ისევ ვიზიტზე საქართველოსა და უკრაინაში:
არ ვიტყოდი, რომ ვიზიტი უმნიშვნელო იყო, მაგრამ თითქმის უმნიშვნელო. ისინი გზავნილის გაგზავნას შეეცადნენ. ამ წუთისათვის ყველაფერი ძალიან სათუოა, მაგრამ თუ ტრამპი შეეცდება საქართველოსა და რუსეთის მიმართ ამერიკის პოლიტიკის დრამატულად შეცვლას, მთავრობის სხვა შტოებისაგან მას დიდი წინააღმდეგობა შეხვდება. ვფიქრობ, სწორედ ეს შეტყობინება გაეგზავნა მას. რას მოიმოქმედებს მაკკეინი, რა გავლენას მოახდენს სენატორების ვიზიტი, არ ვიცი, მაგრამ ვხედავთ ნიშნებს, რომ პოლიტიკის შეცვლა ყველას არ მოეწონება.
-
კვლევით დადგინდა, რომ მცენარეები წვიმის წვეთების ხმაზე რეაგირებენ კვლევით დადგინდა, რომ მცენარეები წვიმის წვეთების ხმაზე რეაგირებენ
გადახედვა
-
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 7-7 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 7-7 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ
გადახედვა
-
POG: ზვიად მოსიაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას ცემის ფაქტებზე 4 სპეცრაზმელი და შსს დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს POG: ზვიად მოსიაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას ცემის ფაქტებზე 4 სპეცრაზმელი და შსს დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა ცნობილი ფილმით კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა ცნობილი ფილმით
გადახედვა
-
ერევანში გამართული EPC-ის სამიტის შემდეგ, რუსეთი სომხეთს ემუქრება ერევანში გამართული EPC-ის სამიტის შემდეგ, რუსეთი სომხეთს ემუქრება
გადახედვა
-
White Lotus კანში შეიჭრა: მე-4 სეზონის სიუჟეტი და ჰელენა ბონემ კარტერის წასვლა White Lotus კანში შეიჭრა: მე-4 სეზონის სიუჟეტი და ჰელენა ბონემ კარტერის წასვლა
გადახედვა
-
თბილისის მეტროს პირველი ხაზი გაჩერებულია — მეტრო "300 არაგველის" ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა თბილისის მეტროს პირველი ხაზი გაჩერებულია — მეტრო "300 არაგველის" ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა
გადახედვა
-
ჯეიმს კამერონს "ავატარში" მსახიობის სახის უნებართვო გამოყენებისთვის უჩივიან ჯეიმს კამერონს "ავატარში" მსახიობის სახის უნებართვო გამოყენებისთვის უჩივიან
გადახედვა
-
FIFA-ის კონგრესზე პალესტინის წარმომადგენელმა ისრაელელს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო) FIFA-ის კონგრესზე პალესტინის წარმომადგენელმა ისრაელელს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)
-
BTS-ის სანახავად მეხიკოში რამდენიმე საათში 50 000 ფანი შეიკრიბა BTS-ის სანახავად მეხიკოში რამდენიმე საათში 50 000 ფანი შეიკრიბა
გადახედვა
-
კახა კალაძე: დამისახელეთ თუნდაც ერთი კონკრეტული ფაქტი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რაც წამებასთან არის დაკავშირებული კახა კალაძე: დამისახელეთ თუნდაც ერთი კონკრეტული ფაქტი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რაც წამებასთან არის დაკავშირებული
გადახედვა
-
16-საათიანი მოგზაურობა ჰოგვორტსში: HBO Max ჰარი პოტერის შესახებ ახალ პოდკასტს უშვებს 16-საათიანი მოგზაურობა ჰოგვორტსში: HBO Max ჰარი პოტერის შესახებ ახალ პოდკასტს უშვებს
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: ჩემი ასაკიდან გამომდინარე ამ ორმა “დიდად პატივცემულმა” პროკურორმა ხელმოსაწერად მოგართვათ ჩემი ნეკროლოგი პაატა ბურჭულაძე: ჩემი ასაკიდან გამომდინარე ამ ორმა “დიდად პატივცემულმა” პროკურორმა ხელმოსაწერად მოგართვათ ჩემი ნეკროლოგი
გადახედვა
-
ვლადიმერ ხუჭუა: არჩევნების დარღვევების საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა ვლადიმერ ხუჭუა: არჩევნების დარღვევების საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა
გადახედვა
-
მეთიუ პერის პირადი ნივთები და Friends-ის სცენარები აუქციონზე გაიყიდება მეთიუ პერის პირადი ნივთები და Friends-ის სცენარები აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ილია თოფურიას და სხვა UFC მებრძოლებს უმასპინძლა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ილია თოფურიას და სხვა UFC მებრძოლებს უმასპინძლა
გადახედვა
-
სიახლე სანებოსგან: ყველი იმერულად — ისეთი, როგორიც გიყვართ სიახლე სანებოსგან: ყველი იმერულად — ისეთი, როგორიც გიყვართ
-
სილქი — შენი მეორე ბანკი — ვიდეოს Backstage სილქი — შენი მეორე ბანკი — ვიდეოს Backstage
-
გვჯერა, ვქმნით — თიბისის ინოვაციები, რომლებიც ყოველდღიურობას ამარტივებს გვჯერა, ვქმნით — თიბისის ინოვაციები, რომლებიც ყოველდღიურობას ამარტივებს
-
ბილ ბრაუდერი: თუ UK-ს მცირედით მაინც სწამს ადამიანის უფლებების და პრესის თავისუფლებისა, უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი ბილ ბრაუდერი: თუ UK-ს მცირედით მაინც სწამს ადამიანის უფლებების და პრესის თავისუფლებისა, უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი
გადახედვა
-
NASA-ს მარსმავალი ქვაში გაიჭედა — პრობლემა 334 მლნ. კილომეტრი დისტანციიდან მოაგვარეს NASA-ს მარსმავალი ქვაში გაიჭედა — პრობლემა 334 მლნ. კილომეტრი დისტანციიდან მოაგვარეს
გადახედვა
კომენტარები