ახლახან, მეცნიერთა ჯგუფმა იმ უძველესი ტექნონიკური ფილის არსებობა დაამტკიცა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე დავის საგანს წარმოადგენდა. მათი აზრით, ფილა სახელად "გვამის აღდგომა" ოდესღაც დედამიწის ქერქის ნაწილი უნდა ყოფილიყო, დღევანდელი ჩრდილოეთ კანადის ტერიტორიაზე.

"გეოლოგთა დიდ ნაწილს აქამდეც სჯეროდა, რომ თეორიულად, მართლაც შესაძლებელი იყო "გვამის აღდგომის" არსებობა, თუმცა იგი მკვლევრებისთვის მაინც თავსატეხად რჩებოდა. მეცნიერების ნაწილი კი საერთოდ უარყოფდა ამ მოსაზრებას", - წერია Live Science-ში. ახალი კვლევა უკვე მეტ მტკიცებულებას იძლევა მისი არსებობის შესახებ და იმასაც ირწმუნება, რომ რამდენიმე ვულკანის წარმოშობა სწორედ ამ ფილის საზღვრებზე მიმდინარე ტურბულენტურ აქტივობასთანაა პირდაპირ კავშირში.

CSI რეკონსტრუქცია

"გვამის აღდგომა" და მისი ყველა მეზობელი ფილა დიდი ხნის წინ დაიშალა და გადამუშავდა დედამიწის მანტიაში. მეცნიერები სხვა ორი ფილის არსებობაზე უკვე შეთანხმდნენ, თუმცა ამ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით არსებული მაგმური ქანები მიუთითებს მეტ ვულკანურ აქტივობაზე, ვიდრე ამ ორ ფილაზე შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ აღმოჩენას მეცნიერები იმ დასკვნამდე მიჰყავს, რომ აქ მესამე ფილასაც უნდა ეარსება, რომელსაც ახლა "გვამის აღდგომა" ეწოდება და რომლის არსებობაც მათ აქამდე ჩატარებულ კვლევებში არ განუხილავთ", - წერს Live Science.

ჟურნალ GeoScienceWorld Bulletin-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, "იმისთვის, რომ "გვამის აღდგომის" არსებობაში დარწმუნებულიყვნენ, ჰიუსტონის უნვიერსიტეტის მეცნიერებმა კომპიუტერულ მოდელში დრო უკან დააბრუნეს, ვირტუალურად "აწიეს" ეს ფილები დედამიწის მანტიიდან და აღმოაჩინეს, რომ ალასკასა და ვაშინგტონის მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარებული გეოლოგიური კვლევების მონაცემებს ლოგიკურად ესადაგება ამ ფილის არსებობა".

ახალი მოდელები

"გვამის აღდგომის" გათვალისწინება ჩვენს გეოლოგიურ ისტორიაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ წარსულის მონაცემების თავმოყრა. იგი მკვლევრებს იმის პროგნოზირებაშიც დაეხმარება, თუ როგორ შეიცვლება ჩვენი პლანეტა მომავალში", - წერს Live Science.

"ვულკანები გავლენას ახდენენ არა მარტო დედამიწის ქერქზე, არამედ კლიმატის ცვლილებაზეც. ამიტომ, როდესაც ვცდილობთ დედამიწის მოდელის შემუშავებას და იმის გაგებას, თუ როგორ იცვლებოდა კლიმატი... აუცილებლად გვჭირდება იმის დადგენა, თუ რამდენი ვულკანი იყო დედამიწაზე უძველეს დროში", - წერს ავტორი, ჯონი ვუ თავის პრესრელიზში.