Zoom-ის დროს მასტურბაციის გამო New Yorker-ის ბლოგერი სამსახურიდან დროებით დაითხოვეს
ჟურნალ New Yorker-მა მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხნის თანამშრომელი, სამართლის ექსპერტი ჯეფრი ტუბინი დაითხოვა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა სამსახურში Zoom-ით ჩართვის დროს მასტურბაცია დაიწყო.
"სამარცხვინოდ სულელური შეცდომა მომივიდა და მეგონა, რომ კამერა გამორთული იყო", — განაცხადა ტუბინმა ორშაბათს, 19 ოქტომბერს, მომხდართან დაკავშირებით და დაამატა: "ბოდიშს ვუხდი ჩემს ცოლს, ოჯახს, მეგობრებსა და თანამშრომლებს. მეგონა, რომ Zoom-ის ვიდეოსთვის ხმა გამორთული მქონდა და რომ ვერავინ მხედავდა".
დეტალების დადასტურებაზე ტუბინმა ჯერჯერობით უარი განაცხადა.
ტუბინი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამართლის ექსპერტია. ის New Yorker-ში 25 წელი მუშაობდა, ასევე CNN-ის მთავარი სამართლის ექსპერტია.
ჟურნალმა განაცხადა, რომ ტუბინი "საკითხის გამოძიებამდე დროებით სამსახურიდან გაათავისუფლეს". თანამშრომლებისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში New Yorker-ის რედაქტორი დევიდ რემნიკი წერს:
"მოგესალმებით. როგორც დღევანდელ ახალ ამბებში წაიკითხავდი, ჩვენი ერთ-ერთი მწერალი ჯეფ ტუბინი წინა კვირის Zoom-ის ინციდენტის შემდეგ დროებით სამსახურიდან გავათავისუფლეთ. გთხოვთ, დარწმუნებული იყოთ, რომ მსგავს შემთხვევებს სერიოზულად ვუდგებით და გამოძიებას ვაწარმოებთ".
CNN-მა განაცხადა, რომ ტუბინმა "დროებით სამსახურის საქმეებისგან გათავისუფლება ითხოვა პირადი მიზეზებით, რისი შესაძლებლობაც მას მივეცით".
როგორც ირკვევა, ონლაინ ზარში ჩართულნი იყვნენ როგორც ჟურნალის თანამშრომლები, ისე ნიუ-იორკის რადიოსადგურის, WNYC-ის, პერსონალი.
Zoom-ის ვიდეოჩატის სერვისი დიდ ჯგუფებს საერთო ზარში საუბრისა და ვიდეოთი გამოჩენის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა მომხმარებლებს აგრეთვე შეუძლიათ, გამორთონ მიკროფონი და კამერა, თუკი მათ არ სურთ, რომ გამოჩნდნენ ან მათი ხმა ისმოდეს.
უხერხული შემთხვევები და ტექნიკური შეცდომები არც ისე იშვიათი გახდა მას შემდეგ, რაც Zoom-ის სერვისის პოპულარობა კორონავირუსის პანდემიამ გაზარდა. აქამდე ესპანეთსა და ბრაზილიაშიც იყო ინციდენტები, როცა საჯარო პირებს Zoom-ის შეხვედრაში ჩართვისას კამერა და ხმა ჩართული დარჩათ, როცა ბანაობდნენ.
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
კომენტარები