ქვეყანაში კოვიდმდგომარეობა დღითი დღე მძიმდება, მთავრობა კი ფულის კეთებაზე ფიქრობს — ვაშაძე
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდ მდგომარეობა დღითი დღე უმართავი ხდება. მისივე შეფასებით, გაკეთებული ტესტების რაოდენობა მიუთითებს იმ ფაქტზეც, რომ მიზანმიმართულად არ ხდება საკმარისი რაოდენობით ტესტირება, რათა რეალურად გახდეს ცნობილი ქვეყანაში რამდენი ინფიცირებულია.
სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერმინისტრობის კანდიდატი გუშინ, თრომბოემბოლიით ქალბატონის გარდაიცვალების შემთხვევას ჯანდაცვის სისტემის მხრიდან უყურადღებობას უკავშირებს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ვაშაძეს მიაჩნია, რომ მოქმედი მთავრობა ადამიანების სიცოცხლით მანიპულირებს.
"დღეს საქართველოში კორონავირუსი უმართავია. ტესტების რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ ჯანდაცვის უწყება საკმარისი რაოდენობის ტესტებს მიზანმიმართულად არ აკეთებს, რათა რეალურად გავიგოთ რამდენი ინფიცირებულია. სასტუმროში თრომბოემბოლიით ქალბატონი გარდაიცვალა, რადგან მას ყურადღება სისტემამ არ მიაქცია. შედეგად, დატვირთვას ვეღარ გაუძლო. ამ ყველაფერში კი ხელისუფლება არის პასუხისმგებელი. ისინი ადამიანების სიცოცხლით მანიპულირებენ, არ აინტერსებთ ისიც, რომ დღეს 11 ადამიანი გარდაიცვალა. ერთადერთი, რაც მათ ინტერესებშია, ხელისუფლების შენარჩუნებაა.
სახელმწიფოს მხრიდან ნულოვანია გეგმა მცირე და საშუალო ბიზნესის და იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებმაც სამუშაო ადგილები დაკარგეს. თვითონ მდიდრდებიან, 45 მლნ. თავიანთ კომპანიებს გადაურიცხეს და სესხის სუბსიდირება მხოლოდ მათთან დაკავშირებულ კომპანიებს გაუკეთეს.
ტესტებთან დაკავშირებით ქვეყანაში სრული ქაოსია. დღეს ჩვენ რომ გვინდოდეს გავარკვიოთ კორონავირუსი გვაქვს თუ არა, ვერ დავადგენთ, რადგან ტესტები ხელმისაწვდომი არ არის. არ მეგონა თუ ექვსი თვის შემდეგ ისევ მასობრივ ტესტირებაზე საუბარი იქნებოდა საჭირო. გვიმტკიცებენ, რომ სწრაფი რეაგირება, ადრეული დიაგნოსტიკა და გამოვლენა საჭირო არ არის და ამბობენ რომ ყველაფრისთვის მზად არიან, ამ დროს კი ხალხი სასტუმროებში იღუპება მათი უყურადღებობის გამო. აი, ეს არის ის რეალობა, რომელშიც დღეს ჩვენ ვართ. ჩვენ კვლავ ვამბობთ იგივეს, რომ მასობრივი ტესტირებით მაქსიმალურად ვირუსის გავრცელების ლოკალიზება შესაძლებელია. დახმარება სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესს და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, რომლებსაც შემოსავალი არ აქვთ და შიმშილობენ. გეგმა და სტრატეგია არაერთხელ გვაქვს წარდგენილი, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი — ზუსტად ასე არიან ქართული ოცნების სახეები, რადგან ისინი ამ მდგომარეობაშიც კი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, ფული როგორ გააკეთონ.
ყველაზე დიდი პრობლემა ისა, რომ არ ხდება გამოვლენა და შესაძლოა რეალური ციფრი გაცილებით მეტი იყოს. 12 000 ტესტი ჩატარდა ორი კვირის წინ და შემთხვევები გაცილებით ნაკლები იყო, ახლა კი ტესტების რაოდენობა ჩამოსულია 3000-ზე, 4000-ზე, 5000-ზე, 6000-ზე, რატომ შემცირდა დიაგნოსტიკის მაჩვენებელი? ამ პირობებში მე მათ არ ვენდობი და ამიტომაც მეშინია. სწორი მართვის პირობებში სკოლაც და უმაღლესი სასწავლებლებიც უნდა გაიხსნას, ოღონდ, ქვეყანაში მასობრივი დიაგნოსტიკის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები