როგორ გვიჩნდება შიშები
ფოტო: Lee White
ოქტომბერი საშიში ისტორიების თვეა: მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ ჰელოუინს და სწორედ ამ პერიოდში ყველაზე ხშირად გვეფიქრება ალქაჯებზე, მოჩვენებებსა თუ გობლინებზე. ამ დროს სულ უფრო პოპულარული ხდება საშინელებათა ჟანრის ფილმები და საზარელი სუვენირები. ბევრისთვის ეს წლის ის ამაღლვებელი მონაკვეთია, როცა შეგიძლია, შიშს გემო გაუგო და ამით ისიამოვნო. მაგრამ ასევე ბევრს სულაც არ ახარებს საზიზღარი ჩონჩხების ხილვა და უთავო მხედრის იდეა უფრო თავზარს სცემს, ვიდრე ართობს. რატომ აღნიშნავს ზოგიერთი ჩვენგანი შიშის დღესასწაულს სიამოვნებით, სხვები კი ამ დროს სახლში იკეტებიან?
პირველ რიგში, გავრცელებული რწმენის საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ შიში არ არის ის, რაც დაბადებიდანვე დაგვყვება — მას დროთა განმავლობაში ვიძენთ. ფაქტობრივად, ჩვილები 8-12 თვემდე შიშს საერთოდ არ გამოხატავენ და როცა უკვე იწყებენ რაიმეზე შეშინებას, ეს ძირითადად მათთვის უცხო ადამიანებსა და მოვლენებს უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ უცხოების არც ყველა ბავშვს ეშინია და იმათაც, ვისაც ეშინიათ, ამას ყველა სიტუაციაში არ ავლენენ — გარემოებებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითისთვის, უცნობების მიმართ ბავშვების შიში ყველაზე კარგად შეგვიძლია შევამჩნიოთ ისეთ უცხო გარემოში, როგორიც ლაბორატორიაა: როცა ჩვილი იძულებითაა სკამზე მოთავსებული ან როცა დედა მის გვერდით არაა. ჩვილები იმავე რეაქციას იშვიათად (და ხანდახან არასდროს) გამოხატავენ უცნობების მიმართ სახლში ყოფნისას ან დედის კალთაში მოთავსებულები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვილები უცნობებს სახიფათოდ მაშინ მიიჩნევენ, როცა თავს უსაფრთხო გარემოში არ გრძნობენ; ამის საწინააღმდეგოდ კი, როცა ისინი სახლში ან დედის მკლავებში არიან, იშვიათად ფიქრობენ, რომ უცნობი ადამიანი სახიფათოა და შიშსაც თითქმის არ ავლენენ.
ფოტო: Dmitry Mòói / Dribbble
თუ შიშებით არ ვიბადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი უმეტესობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გვიჩნდება და თანაც ეს პროცესი ყოველთვის ერთნაირი არ არის. ზოგიერთი შიში შეიძლება გარკვეული გარემოებების გამო გაგვიჩნდეს, ზოგიც კი უარყოფითი გამოცდილების გამო. მაგალითად, ჩვენმა გონებამ შეიძლება ძაღლების შიში მას შემდეგ დაისწავლოს, როცა ერთ-ერთი მათგანი გვიკბენს ან იგივე შეიძლება მოხდეს ფუტკრების შემთხვევაშიც, თუ მოულოდნელად დაგვკბენენ. თუმცა, ამავდროულად შიში შეიძლება გაგვიჩნდეს მაშინაც, თუ კონკრეტულ რამეზე სხვების მიერ შიშის გამოხატვას შევამჩნევთ: შეიძლება, ძაღლების შიში ისე გაგვიჩნდეს, რომ მათ ჩვენთვის არც არაფერი დაეშავებინოთ — თუ დავინახეთ, როგორ შეეშინდა ჩვენს მეგობარ ჩიხუახუას ღრენის გამო. იგივე შეიძლება მოხდეს, თუ ძაღლების შესახებ უარყოფით ინფორმაციას გავიგებთ: შესაძლოა, დედამ გვითხრას, რომ პატარა ძაღლები საშიშები არიან, რადგან, მისი აზრით, ხშირად იკბინებიან.
მიუხედავად იმისა, რომ შიშები დასწავლილია და ისინი სხვადასხვა მიზეზების გამო გვიჩნდება, ყველა თანაბრად გავრცელებული მაინც არ არის — ზოგიერთი მათგანი უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე სხვები. ამის საილუსტრაციოდ საკმარისია გველებისა და ობობების მაგალითი, რომელთა მიმართაც შიში მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტადაა გავრცელებული. ამ შიშების წარმოუდგენელი "პოპულარობის" გამო ზოგიერთი მკვლევარი იმასაც კი მიიჩნევდა, რომ ეს თანდაყოლილი შიშებია ან ისინი ძალიან ადრეულ ასაკში გვიჩნდება ბიოლოგიური მიდრიკილების ან ტვინის სპეციალური მექანიზმის გამო, რომელიც საშიშ მტაცებლებზე განსაკუთრებულად რეაგირებს. თუმცა ჩვილებისა და მოზარდ ბავშვებში ჩატარებული შემდგომი კვლევებით ეს მოსაზრება არ დადასტურდა.
კვლევებით დადგინდა, რომ ჩვილები, მოზარდები და ზრდასრულები თანაბრად სწრაფად აღიქვამენ გველებისა და ობობების გამოსახულებებს. ერთი-ერთი კვლევისას სენსორულ ეკრანზე გამოსახულ მრავალ სურათს შორის სკოლამდელი ასაკის ბავშვებმა და ზრდასრულებმა გველები და ობობები უფრო ადრე შეამჩნიეს, ვიდრე სხვა ნებისმიერი რამ, იქნება ეს ყვავილები, სოკოები, ბაყაყები თუ ტარაკნები. თუმცა მათ შიში არ გამოუვლენიათ: ჩვილებს მხოლოდ მათი აღება სურდათ, სამი წლის ბავშვების ნახევარი კი გველებთან და ობობებთან ფიზიკურად ისეთ ინტერაქციას ამყარებს, როგორსაც ცოცხალ თევზებთან და ბაყაყებთან. რეალურად, ისინი გაუმაძღარ ინტერესს იჩენენ ყველა ცოცხალი არსების მიმართ, თუნდაც ისინი საშიშები იყვნენ. ეს კი იმას გვაუწყებს, რომ გველებისა და ობობების შიში თანდაყოლილი არ არის.
ფოტო: Bojana Stojanovic / Dribbble
ასევე, იმის გამო, რომ ჩვენს ყურადღებას, შესაძლოა, უფრო მეტად იქცევენ გველები და ობობები, ან კიდევ მათი საშიში თვისებების დამსახურებით, ყოველდღიურობაში უფრო მეტი უარყოფითი ინფორმაცია გვესმის მათზე, ვიდრე სხვა ცხოველებსა და ნივთებზე. მართლაც ობობები და გველები ხშირად ბოროტებისა და შიშის სიმბოლოდ არიან მიჩნეულნი, დაწყებული რომაული მითოლოგიითა (მედუზა) თუ ბიბლიით (ედემის ბაღში შეპარული გველი), თანამედროვე ფილმებით დამთავრებული (იქნება ეს ანაკონდა თუ გველების რეისი). გაიხსენეთ, ბოლოს როდის გაიგეთ რამე დადებითი გველის ან ობობას შესახებ? იქნებ, სწორედ ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ მათი გვეშინია.
გასათვალისწინებელია, რომ მშობლებისა და შვილების შიშებს შორის კავშირი არსებობს. თუ მშობელი ხართ, თქვენს შვილებსაც შეიძლება გაუჩნდეთ ის შიშები, რაც თქვენ გაქვთ და ეს მხოლოდ ცუდი გამოცდილების გამო კი არ შეიძლება მოხდეს, არამედ თქვენი საუბრის მოსმენისა და თქვენზე დაკვირვებიდან გამომდინარეც. ბავშვებმა შეიძლება დაინახონ თქვენი რეაქცია საშიშ რაღაცებზე, ან მოისმინონ სახიფათო ამბავი ნებისმიერ რამეზე მშობლებისგან, მეგობრებისგან ან მედიისგან, იქნება ეს ტელევიზია თუ წიგნიდან ამოკითხული ზღაპრები. იმის გამო, რომ შიში ჩვენ ირგვლივ არსებულ რეალურ ფაქტორებს ემყარება, ის, თუ რისი ეშინიათ ბავშვებს ყველაზე მეტად სხვადასხვა ასაკში, იმის მიხედვით იცვლება, თუ როგორ აღიქვამენ სამყაროს და რამდენად რთული ხდება მათი აზროვნება. როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, ადრეულ ასაკში ყველაზე მეტად ახალი ადამიანების, ადგილებისა და ნივთების შიშს ვაწყდებით; შემდეგ უკვე ცხოველების შიში ჩნდება, მოზარდობის შუა წლებში სისხლის შიში და ყმაწვილობისას უკვე უარყოფის, საკუთარი თავის ვერდამკვიდრების შიში მძლავრობს.
ფოტო: Pon Cervantes / Dribbble
რადგანაც ზოგიერთი შიშის დასწავლა უფრო მარტივია, ვიდრე სხვების, ზოგიერთ ბავშვსაც უფრო მარტივად უჩნდება შიში, ვიდრე სხვებს. ბავშების ნაწილს აქვს მიდრეკილება ან ემოციური თვისება, რომ ახალ ნივთებსა თუ ადამიანებზე სხვებისგან განსხვავებით უფრო მძაფრი რეაქცია ჰქონდეს. ასეთი ბავშვები, რომლებიც, შესაძლოა, უფრო მგრძნობიარეები და მორცხვები იყვნენ, განსაკუთრებულად ემოციურად რეაგირებენ უარყოფით ამბებსა თუ საშიშ რაღაცებზე. თუ თქვენი შვილიც ასეთია, მაშინ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, როცა ნებისმიერ რამეზე თქვენს პოზიციას და რეაქციას გამოხატავთ. ხოლო თუ თქვენი შვილი შედარებით უშიშარი ბავშვია, მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ისინი ყველაფერს მიღებული ინფორმაციით სწავლობენ, რაც შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც.
ჩვენ არ ვიბადებით გონებაში არსებული ხმით, რომელსაც "შიში" ჰქვია და ის წელიწადის სხვადასხვა დროს ან კონკრეტული შემთხვევებისას არ ირთვება ან ითიშება. ჩვენი ემოციები გაცილებით უფრო რთული სტრუქტურისაა. ჩვენი სხეული მუდამ რეაგირებს გარემოში მიმდინარე ცვლილებებზე და ეს რეაგირება ხშირად სხვადასხვა სახით ვლინდება იმის მიხედვით, თუ რა ხდება ჩვენ გარშემო ან რა მოხდა წარსულში. ჩვენს სხეულს გველის დანახვისას შეიძლება მყისიერი რეაქცია ჰქონდეს (სწრაფად შემჩნევა, გულისცემის აჩქარება, მოქმედებისთვის მომზადება), მაგრამ ამას სხვადასხვანაირად გამოვავლენთ იმის მიხედვით, თავს უსაფრთხო ადგილას ვგრძნობთ (ზოოპარკში) თუ პირიქით — დაუცველად (ტყეში). შესაბამისად, ჩვენი სხეული ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე რეაგირებს, რაც ყველაფრის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებებზეა დამყარებული და განსხვავდება იმის მიხედვით, თუ ვინ ვართ.
ფოტო: Dribbble / Turgay Mutlay
როცა ციცაბო გორაკიდან ჩამოვდივართ, უმეტესობა ჩვენგანს ერთნაირი ფიზიკური რეაქცია აქვს: თითქოს ჩვენი კუჭი ადგილს მოწყდა. ბევრ ჩვენგანს ეს გრძნობა სიამოვნებს, რის გამოც სიმაღლეებს იპყრობს, მთებს ლაშქრავს ან საშიში ატრაქციონებით ერთობა, სხვები კი მსგავს გამოცდილებას მაქსიმალურად ირიდებენ თავიდან. შიშის ძალა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ მას და სწორედ ამიტომაც ელოდება ამდენი ადამიანი ჰელოუინის დადგომას — ეს არის დრო, როცა შეგვიძლია, ძალიან შეგვეშინდეს და თან გაცნობიერებული გვქონდეს, რომ სინამდვილეში, არც არაფერი გვემუქრება.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა
გადახედვა
-
ატომის შიგნით — როგორ აღმოვაჩინეთ მატერიის კიდევ უფრო მცირე ნაწილაკები ატომის შიგნით — როგორ აღმოვაჩინეთ მატერიის კიდევ უფრო მცირე ნაწილაკები
გადახედვა
-
Apple-მა ძველი აიფონები გაიაფების ნაცვლად გააძვირა Apple-მა ძველი აიფონები გაიაფების ნაცვლად გააძვირა
გადახედვა
-
"უკრაინას ახლა უკვე შეუძლია შეიძინოს Patriot-ის აღჭურვილობა" — EU კიევისთვის დამატებით 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს "უკრაინას ახლა უკვე შეუძლია შეიძინოს Patriot-ის აღჭურვილობა" — EU კიევისთვის დამატებით 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს
გადახედვა
-
აქტივისტ კესო დეკანოსიძის გარდაცვალების გამოძიების მოთხოვნით აქტივისტებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს აქტივისტ კესო დეკანოსიძის გარდაცვალების გამოძიების მოთხოვნით აქტივისტებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს
გადახედვა
-
ეს აგვისტო გლობალურად ყველაზე ცხელი თვე იყო ეს აგვისტო გლობალურად ყველაზე ცხელი თვე იყო
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გარდაბანში მდებარე 2,6 მლნ ლარის მიწის ნაკვეთის დაუფლება თაღლითურად სცადა დააკავეს პირი, რომელმაც გარდაბანში მდებარე 2,6 მლნ ლარის მიწის ნაკვეთის დაუფლება თაღლითურად სცადა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "თორნიკე რაზმაძეს ემოციური დაზიანებები აქვს და სჯობს ამას მიხედოს, მისგან გმირი არ გამოვა" შალვა პაპუაშვილი: "თორნიკე რაზმაძეს ემოციური დაზიანებები აქვს და სჯობს ამას მიხედოს, მისგან გმირი არ გამოვა"
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: თუ არჩევნებზე ხმას არ მისცემთ, ჯოჯოხეთში მოხვდებით დონალდ ტრამპი: თუ არჩევნებზე ხმას არ მისცემთ, ჯოჯოხეთში მოხვდებით
გადახედვა
-
თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
15 წლის ბიჭი, რომელმაც გაყინულ ოკეანეში ამოყირავებულ ნავზე დღეები გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს 15 წლის ბიჭი, რომელმაც გაყინულ ოკეანეში ამოყირავებულ ნავზე დღეები გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს
გადახედვა
-
თბილისში 15 კვების ობიექტს დარღვევები აღმოაჩნდა, ზოგს საწარმოო პროცესი შეუჩერდა — სეს თბილისში 15 კვების ობიექტს დარღვევები აღმოაჩნდა, ზოგს საწარმოო პროცესი შეუჩერდა — სეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ
გადახედვა
კომენტარები