უდაბნოს მონასტერი თითოეული ჩვენგანის სული და ხორცია — მამუკა ხაზარაძე
ფოტო: ლელო
ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. პოლიტიკური პარტიის ლიდერი თვლის, რომ ეს ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს არჩევნებზე "ოცნებისთვის" ქულების დაწერას.
ხაზარაძე მიიჩნევს, რომ საკითხის ასეთი სახით წამოწევა და აჟიტირება ჩვენი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია. რაც შეეხება პროკურატურას, მამუკა ხაზარაძე უწყებას უნდობლობას უცხადებს.
"როდესაც ჩვენი ორი მეზობელი ქვეყანა არის საომარ მდგომარეობაში, ვფიქრობ, ის, რაც ხდება, მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნოდ ქულების დაწერას შეიძლება დავუკავშიროთ. ძალიან სახიფათო თემასთან გვაქვს საქმე, რომელსაც ქართული ოცნება იყენებს მხოლოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ვსაუბრობთ ჩვენს მიწებზე და არ ვაპირებთ მის დათმობას, რადგან უდაბნოს მონასტერი ისტორიულად არის არა მარტო საქართველოს კუთვნილება, არამედ თითოეული ჩვენგანის სული და ხორცი, მაგრამ, ამას სჭირდება ძალიან სერიოზული ნაბიჯები და არა ის, რასაც ქართული ოცნება ახორციელებს. პროკურატურის არ მჯერა, რადგან პროკურატურა პოლიტიკურად მოტივირებულია, ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძე განმარტავს, რომ პროკურატურას სიმართლესთან კავშირი არ აქვს. აღნიშნული უწყება, ქართული ოცნების თაოსნობით, მუშაობს ემოციური ფონის გაღვივებაზე, რადგან დავით გარეჯი საქართველოსთვის სენსიტიური თემაა.
"მხოლოდ მე კი არა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი არ ენდობა პროკურატურას. ახლა მიდის ემოციებზე მუშაობა და ამ ემოციების გაღვივება, ოცნება კი ამ ყველაფრის საარჩევნოდ გამოყენებას შეეცდება. თუმცა, ეს არ გამოუვათ, რადგან სწორად ვერ გათვალეს. ეს არის ძალიან ფაქიზი თემა და სცდება წინასაარჩევნო კალენდარს. თვითონ ის ფაქტი, რომ 14 წლის წინანდელ ამბავს არჩევნების წინ ასაჯაროებენ, მათზე მეტყველებს უარყოფითად, რადგან მთელი 8 წელი ამ ამბით არ ინტერესდებოდნენ და მხოლოდ ახლა, ოქტომბრის არჩევნებისთვის გაახსენდათ. ქართულმა ოცნებამ იცის, რომ ის არჩევნებს აგებს და ასეთი სენტიმენტალური საკითხით ცდილობს ხმების მოპოვებას, რაც არის პოპულიზმი", — აცხადებს ხაზარაძე.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები