ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გარემოსდაცვით საკითხებში საქართველოსა და უკრაინაში
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა რეგიონულმა პროექტმა ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გარემოსდაცვით საკითხებში საქართველოსა და უკრაინაში, რომელიც ევროკავშირის სტიპენდიატების მიერ ხორციელდებოდა, საქართველოში გაწერილი აქტივობები დაასრულა. 2020 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, გუნდმა განახორციელა სხვადასხვა სახის კვლევითი, საგანმანათლებლო თუ სამოქალაქო-საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული კამპანია. პროექტმა მოიცვა 120 ახალგაზრდა საქართველოს და უკრაინის შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, კიევი, ლვოვი და კრივოი როგი.
პროექტი მიზნად ისახავდა გარემოსდაცვით საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების საკითხებში; აგრეთვე, გარემოსდაცვითი ბიუჯეტის/დღის წესრიგის კვლევას და ახალგაზრდების გაძლიერებას მათი ინიციატივების ადგილობრივ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან დიალოგის ფორმატში გაზიარების გზით.
ფოტო: Protect environment, Protect yourself/EU
პროექტმა მოიცვა 60-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა. ისეთი მექანიზმების საშუალებით, როგორიცაა კვლევა, ონლაინ ვებინარები, სოციალური მედია კამპანია, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები და გარემოსდაცვითი საველე აქტივობები, ამაღლდა პროექტში ჩართული ახალგაზრდების ცნობიერების დონე ადგილობრივი გარემოსდაცვითი დღის წესრიგის შესახებ, გამოქვეყნდა თბილისის, ქუთასის და ბათუმის მერიების შესახებ კვლევითი ანგარიში, გაუმჯობესდა დიალოგი ახალგაზრდებსა და ადგილობრივ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრების გზით. ამის შედეგად, მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს გარემოსდაცვითი ინიციატივები და ორგანიზება გაუწიეს სხვადასხვა სახის დასუფთავების და გამწვანების კამპანიას. პროექტმა ხელი შეუწყო ქართველ და უკრაინელ ახალგაზრდებს შორის საკომუნიკაციო პლატფორმის ჩამოყალიბებას რეგიონულ დონეზე, რაც მათ საერთო ინიციატივების დაგეგმვასა და განხორციელებას შეუწყობს ხელს.
პროექტის აქტივობები ორ ფაზად განხორციელდა. პირველ ფაზაში მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტების კვლევა და გარემოსდაცვითი კუთხით ბიუჯეტის მონიტორინგი.
მეორე ფაზაში ჩატარდა ონლაინ სემინარები და ტრენინგები (2-კვირიანი საზაფხულო სკოლა To Be or not to be ECO-logical, რეგიონული სემინარები), რომელიც ონლაინ ფორმატში განხორციელდა და ოფიციალურად გახსნა საქართველოში ავსტრიის ყოფილმა ელჩმა, არად ბენკომ, საქართველოსა და უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად.
ფოტო: Protect environment, Protect yourself/EU
ტრენინგების პარალელურად, პროექტის მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული სოციალური მედია კამპანიაში #beecological, რომლის ფარგლებშიც საკუთარ აუდიტორიას ეკო-მეგობრული ქცევებისკენ მოუწოდებდნენ. ამავე ფაზაში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები ადგილობრივ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად, რამაც კიდევ უფრო წაახალისა ახალგაზრდების ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობა და საერთო სამომავლო აქტივობების განხორციელება. პროექტის ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების და გამწვანების საველე აქტივობები, რომელთა შორისაც აღსანიშნავია ხეების დარგვის აქცია ბათუმის ცენტრალურ პარკში.
ფოტო: Protect environment, Protect yourself/EU
ფოტო: Protect environment, Protect yourself/EU
ფოტო: Protect environment, Protect yourself/EU
ფოტო: Protect environment, Protect yourself/EU
ორი უმაღლესი რანგის ელჩი — ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და ავსტრიის ყოფილი ელჩი საქართველოში, არად ბენკო აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის სხვადასხვა ფაზაში. დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას იღებდნენ ევროკავშირის სტიპენდიანტები, თბილისის ევროპული სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები, მკვლევრები, სტუდენტები და გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული პირები.
ფოტო: Protect environment, Protect yourself/EU
ფოტო: Protect environment, Protect yourself/EU
რეგიონული პროექტის გუნდის შესახებ:
პროექტის გუნდის წევრები არიან: მარიამ ხუროშვილი — რეგიონული კოორდინატორი და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მენტორი, ბოგდან დიაჩენკო — კოორდინატორი უკრაინაში და თეა ტურაშვილი — ციფრული მხარდაჭერის სპეციალისტი. ამას გარდა, პროექტში ჩართული იყვნენ ადგილობრივი ექპერტები, მკვლევრები და ტრენერები, რომლებსაც საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს პროექტის მონაწილეებს.
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
კომენტარები