მაწანწალა პლანეტა, რომელიც კოსმოსში ვარსკვლავის გარეშე, მარტო დაეხეტება
ასტრონომებმა ძალიან უცნაური რამ შენიშნეს: პლანეტა, რომელიც ღია კოსმოსში თავისუფლად, ვარსკვლავის გარეშე მოძრაობს. მსგავს პლანეტებს ასტრონომები "მაწანწალა პლანეტებს" უწოდებენ, ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ეს პლანეტები ვარსკვლავის გარშემო ყალიბდებიან, თუმცა შემდეგ სხვა ობიექტთან ერთიანდებიან, რომელიც მათ სისტემის გარეთ გამოსტყორცნის. სხვა მაწანწალა პლანეტები კი, შესაძლოა, იმ დროს წარმოქმნილიყვნენ, როდესაც გაზისა და მტვრის ღრუბლები გრავიტაციულ კოლაფსს განიცდიდა, რათა ვარსკვლავი შეექმნა, თუმცა ამის მაგივრად შედეგად პლანეტა მივიღეთ.
"სამყარო, შესაძლოა, მაწანწალა პლანეტებით იყოს სავსე და ამის შესახებ არც კი ვიცოდეთ", — განაცხადა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სკოტ გაუდიმ.
გაუდისა და მისი კოლეგების მიერ დაფიქსირებული პლანეტის მასა დაახლოებით დედამიწის ან მარსის მასის ტოლია. მსგავსი პლანეტების შემჩნევა რთულია, რადგან ისინი ბნელები არიან, ამის მიზეზი კი ვარსკვლავის არარსებობაა, რომელიც მათ განათებას უზრუნველჰყოფდა.
თუმცა მათ დანახვას კიდევ ერთი რამ ართულებს: ისინი ძალიან გრილები არიან, რაც ნიშნავს, რომ ინფრაწითელი ტელესკოპი მათ ვერ ხედავს. შესაბამისად, პლანეტის დასაფიქსირებლად ახალი გზების ძებნაა საჭირო. გაუდის გუნდმა ახალი ტექნიკა შეიმუშავა, რომელსაც "მიკროფოკუსირება" ეწოდება: იგი დროსა და სივრცეში გამრუდებებს ეძებს, რომლებიც მასის გავლენით ხდება.
გუნდმა მაწანწალა პლანეტის აღმოსაჩენად NASA-ს ახალი ტელესკოპი - Nancy Grace Roman Space Telescope გამოიყენა. მათი თქმით, ამ ტელესკოპის გარეშე პლანეტის დაფიქსირება ვერ მოხერხდებოდა.
"მაწანწალა პლანეტიდან წამოსული მიკროფოკუსირების სიგნალი რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე ძლებს და შემდეგ სამუდამოდ ქრება. დედამიწიდან მათზე დაკვირვება ამის გამო უფრო რთულია, რამდენიმე ტელესკოპითაც კი", — განაცხადა ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მეთიუ პენიმ.
ეს ტელესკოპი სწორედ ასეთ პლანეტებზე სანადიროდაა შექმნილი, ასევე იმის დასადგენადაც, თუ რამდენად ბევრნი არიან ისინი. მსგავსმა აღმოჩენამ, შესაძლოა, პლანეტების ჩამოყალიბებისა და ევოლუციის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოს.
კომენტარები