პოლიტიკური ნიშნით მუქარა, ზეწოლა, მოსყიდვა — ISFED-ის წინასაარჩევნო ანგარიში
ფოტო: Jacob Zinman-Jeanes
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პროცესში მთელი რიგი დარღვევები და დარღვევის ნიშნები გამოიკვეთა:
- 7 შემთხვევა — პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობა;
- 24 შემთხვევა — სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა;
- 8 შემთხვევა — ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა;
- 1 შემთხვევა — სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება;
- 13 შემთხვევა — ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენება;
- 8 შემთხვევა — არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა;
- სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები ოცამდე მუნიციპალიტეტსა და თბილისის რაიონებში.
ორგანიზაციის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში, საარჩევნო გარემოს მთავარი გამოწვევა ამომრჩეველზე, აქტივისტებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლის ფაქტებია. ასევე, გამოწვევად რჩება ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, რომელთა რაოდენობა საარჩევნო პროცესების გააქტიურებისა და არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად იმატებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია, პირადი ცხოვრებით შანტაჟის შემთხვევები ქალი პოლიტიკოსების მიმართ. ზუგდიდში, ლელოს წევრ ქალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია, ფეისბუქზე საჯაროდ დაემუქრა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გამოქვეყნებით.
ასევე, სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გაავრცელა ინფორმაცია მისი გუნდის წევრი ქალის მიმართ განხორციელებული პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ. იგი თანაგუნდელის ვინაობას მისი პერსონალური ინფორმაციის დაცვის გამო არ ასახელებს.
წინასაარჩევნო მონიტორინგის პერიოდში გამოვლენილი დარღვევები
ფიზიკური დაპირისპირება
მარნეული — სოფელ სადახლოში, ევროპული საქართველოს ერთ-ერთ აქტივისტს,
სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს და ფეხში დაჭრეს. დაზარალებულს თავდამსხმელი არ დაუნახავს. ოპოზიციურ პარტიაში მომხდარს ქართულ ოცნებას უკავშირებენ.
ბოლნისი — სოფელ ნახიდურში, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებსა და მმართველი
პარტიის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის თქმით,
თავდამსხმელებს შორის იყო ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი
მეშველიანის ძმა. დაპირისპირების დაწყებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
თბილისი — გლდანში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი
და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია მოსახლეობასთან
შეხვედრას მართავდა, რა დროსაც, მისი თქმით, უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს,
სავარაუდოდ, კორპუსის სახურავიდან ან ფანჯრიდან. მელია მომხდარს ქართულ
ოცნებას უკავშირებს.
ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა
გარდაბანი — პარტია ევროპული საქართველოს რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, 12 სექტემბერს გარდაბნის რაიონში, სოფელ ვაზიანში ევროპული საქართველოს“შტაბის მოხალისეებს ხელისუფლების წარმომადგენელმა ქართული ოცნების აქტივისტები მიუგზავნა, რომლებიც ყვირილითა და შეძახილებით ცდილობდნენ ხელის შეშლას. ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, აქტივისტებს შავი ჯიპით ლევან მენახშირიშვილი აედევნა და დავალებებსაც ის გასცემდა.
რუსთავი — ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის თქმით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში 7 სექტემბერს
პარტიის მოხალისეებს, რომლებიც გაზეთებს არიგებდნენ, მასალები წაართვეს.
ქუთაისი — ქართული მარშის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა ლელოს ქუთაისის
ოფისთან აქცია გამართეს, რომლის მიზანი პარტიის დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელი
პირების დისკრედიტაცია იყო. აქციაზე სიძულვილის ენის შემცველი შეძახილებით
გამოირჩეოდნენ, რომელიც ლელოს ლიდერებს მიემართებოდა.
სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება
ყვარელი — მუსიკალური სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელი, თამარ გიგიაშვილი აცხადებს, რომ მერმა, როსტომ სესიაშვილმა სამსახურიდან იმის გამო გაათავისუფლა, რომ მისი მეუღლე აქტიურადაა ჩართული ნაციონალური მოძრაობის კამპანიაში. მისი განმარტებით, ბრძანებაში არ არის მითითებული გათავისუფლების საფუძველი, მას არ
აქვს მიღებული რაიმე სახის გაფრთხილება სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ და აპირებს მერის გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
წინასაარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა
მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა კამპანიაში — ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიაში სხვადასხვა ფორმით აქტიურად არის ჩართული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება.
ქუთაისი — ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში გაიმართა ქართული ოცნების
მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენა. შეხვედრას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი.
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
ფოთი — ევროპული საქართველოს მხარდამჭერისა და ამავე პარტიის ფოთი, ხობი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას ცოლის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, დააფუძნა ორგანიზაცია, რომელიც ფოთელ, ხობელ და სენაკელ ახალგაზრდებს ცხოვრებისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება და სოციალურ კაპიტალს მისცემს. ამ პროგრამის ფარგლებში უფასო საჯარო ლექციები ფოთში, ევროპული საქართველოს სახლში გაიმართება, სენაკელი და ხობელი ახალგაზრდები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტით.
ნინოწმინდა — დამოუკიდებელი კანდიდატის ენზელ მკოიანის შტაბის გახსნასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, დაახლოებით 100-მდე
ადამიანის მონაწილეობით. შეხვედრაზე მანქანით მისულ მხარდამჭერებს მკოიანის ოჯახის
კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე 20-20 ლიტრი საწვავი ჩაუსხეს.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
ზუგდიდი — მუნიციპალიტეტის საკრებულომ N33 დადგენილებით — ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის N51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, 1 032 100 ლარით გაზარდა ადგილობრივი ბიუჯეტი. აღნიშნული თანხა,
21 მუნიციპალიტეტის განცხადებით, გამოყოფილია ინფრასტრუქტურული პროექტების
დასაფინანსებლად.
აბაშა — ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე მოწერელიას ბილბორდის გასაკრავად მუნიციპალიტეტის კუთვნილი ამწე გამოიყენეს. ფოტომასალაში ნათლად ჩანს ავტომობილის მარკა და ნომერი, ასევე, უშუალოდ
პოლიტიკური რეკლამის გაკვრის პროცესი.
ტელეწამყვანის მონაწილეობა არჩევნებში
რა რისკებს ხედავს ISFED ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატად წარდგენაში
სააგიტაციო მასალის დაზიანება
ანგარიშის თანახმად, ამ ეტაპისთვის, ევროპული საქართველოს სააგიტაციო მასალების მასიურად დაზიანება შეინიშნება 20 მუნიციპალიტეტში. პლაკატების უმრავლესობა ჩამოხეული და დაზიანებულია, ხოლო ზუგდიდში, ახალციხეში და ასპინძაში პარტიის პლაკატებს ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების ფოტოები გადააკრეს.
ნაციონალური მოძრაობის პლაკატების მასიურად დაზიანება შეინიშნება ხუთ
მუნიციპალიტეტში.
შვიდ მუნიციპალიტეტში დაზიანდა ქართული ოცნების კანდიდატების პლაკატები.
ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დაზიანდა სტრატეგია აღმაშენებლის, ლეიბორისტული
პარტიის და თავისუფალი საქართვლოს სააგიტაციო მასალაც.
საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება
საანგარიშო პერიოდში საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიების
დაკომპლექტების პროცესი მიმდინარეობდა, რომელსაც სამართლიანი არჩევნები
დააკვირდა. საოლქო კომისიებმა შეარჩიეს საუბნო კომისიების 6-6 ე.წ. პროფესიული წევრი. პროცესი რიგი ხარვეზებითა და დარღვევებით წარიმართა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ უბნების ნაწილზე რეალური კონკურსი არ შემდგარა, რადგან იმდენი განაცხადი იყო წარდგენილი, რამდენი ვაკანტური ადგილიც არსებობდა. ასევე,
პრაქტიკულად ყველგან პროცესი შემჭიდროებულ ვადებში წარიმართა, განცხადებების
მიღების დასრულებიდან ორიოდე დღეში. ამ მცირე ვადაში შეუძლებელი იყო ყველა
კონკურსანტის საქმის სათანადოდ შესწავლა და შეფასება.
მაგალითისთვის, ბათუმში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა განაცხადების მიღების დასრულებიდან 2 დღეში ჩატარდა მიუხედავად იმისა, რომ ვადა 15 სექტემბრის ჩათვლით ჰქონდათ. შესაბამისად, ეს პროცესი მეტწილად ფორმალური იყო. ხშირად, სხდომაზე არ ხდებოდა კანდიდატების რეზიუმეების განხილვა, საოლქოს წევრები ხაზავდნენ სასურველ კანდიდატებს და შემდეგ საჯაროდ ცხადდებოდა შედეგი.
მისია და მეთოდოლოგია
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს, საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში, 68
გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.
მონიტორინგის პროცესში, ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს როგორც ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, ასევე, უშუალოდ, საარჩევნო სუბიექტებისგან, მედია-საშუალებებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და მოქალაქეებისგან მიღებული და სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი ინფორმაცია.
ზემოთ მოყვანილი შუალედური ანგარიში მოიცავს პერიოდს 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით. ISFED წინასაარჩევნო მონიტორინგს 1 ივნისიდან ახორციელებს.
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები