სად წავიდა ის 5 მილიარდი დოლარი, რაც საქართველომ სესხად აიღო? — ვაშაძე
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს და მოქმედ მთავრობას მყისიერი, გააზრებული და მიზნობირი ნაბიჯების გადაგმას ურჩევს. ამასთან, პრემიერ გახარიას არსებული რეალობის უკეთ აღქმისკენ მოუწოდებს.
"ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საშინელი დარტყმა მიიღო გახარიასა და დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლების გადაწყვეტილებების შედეგად. ამ ფონზე კი, მთავრობაში მოკალათებულები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ნებისმიერ სფეროს უზარმაზარი ფინანსური ზარალი მიაყენეს და საშინელი მდგომარეობა შეუქმნეს. ისედაც ძლივს გამოძვრნენ მდგომარეობიდან, ძლივს მოიტანეს თავი დღმდე და ერთ წუთში გადაუწყვიტეს ყველა იმედი. სესხები, მაღალი პროცენტები, დაკარგული ქონებები,სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა ათასობით ოჯახისთვის ყოველდღირობად იქცა . ქვეყანა სასოწარკვეთილებაშია, პრემიერ-მინისტრი კი გამოდის და ამაყობს: რა მაგარია, რომ მწვანე ქვეყანა ვართ!" - აცხადებს ვაშაძე.
"ბატონო გახარია, რისთვის გამოვიყენეთ ეს მწვანე ქვეყანა? ნუთუ მართლა გჯერათ საკუთარი სიტყვების? თქვენს მოქალაქეებს აღარ სჯერათ თქვენი. მაშინ, როცა ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა იზრდება, ამ ფონზე, სადაც თქვენ გინდათ ღონისძიებები იქ ყველაფერი ტარდება, სადაც ხალხს სჭირდება იქ ყველაფერი აკრძალულია. თქვენ მხოლოდ ტრაბახს უნდებით წარსულის შესახებ. მაშინ, როცა თქვენ კრიზისის შემდგომ პერიოდში ტურიზმის განვითარების შანსებზე საუბრობთ, გავიწყდებათ, რომ ტურიზმი ჯერ კიდევ კრიზისამდე ჩაკალით საზღვრების დაკეტვითა და ფულზე ხელმისაწვდომობის მოსპობით. 5მლდ კრედიტი აიღო საქართველომ იმისთვის, რომ ეკონომიკას მოხმარებოდა. სად წავიდა ის 5 მილიარდი დოლარი, რომელიც საქართველომ სესხად აიღო? თუ გოჩა ენუქიძის სასტუმროებისთვის სუბსიდირება მოხერხდა, სხვა სასტუმროებსა თუ სხვა ბიზნესებს ამ ფულიდან არაფერი მიუღიათ, თუ არ ჩავთვლით მათ, ვინც თქვენს პარტიას ფული შესწირა და 45 მილიონი ლარი მიიღო სანაცვლოდ. თქვენი ილუზია მწვანე ქვეყნის სტატუსის შენარჩუნების შესახებ ჩვენს ეკონომიკას ვერ გადაარჩენს და ვერც იმ 220 000 სამუშაო ადგილს დაუბრუნებს უკან, რომელიც ამ პერიოდში დაიკარგა. ამ მწვანე სტატუსსაც ვერ შეინარჩუნებთ, თუ გაგექცათ კონტროლის არედან კორონას ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში. ნუ ტრაბახობთ წარსულის გამო, აწმყოს მიხედეთ. თუ გინდათ გაიმეოროთ ის, რაც ისრაელში მოხდა? ის მწვანე ქვეყნიდან ყველაზე წითელ ქვეყნად გადაიქცა მსოფლიოში და ახლა უკვე დღეში 4000 ინფიცირებულთა შემთხვევას აფიქსირებს. შეწყვიტეთ ტყუილების თქმა და დაიწყეთ მოქმედება! იცოდეთ, რომ არ შეგრჩებათ ეს, ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს არ გაგანადგურებინებთ. ეს თავნებობა არ გაგივათ", - მიმართავს პრემიერ გახარიას გიორგი ვაშაძე.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები