ქართული ოცნება ხალხის ნაცვლად ფულს ახმარს პარტიულ აქტივს — სერგი კაპანაძე
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ხელისუფლების მხრიდან ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდაზე საუბრობს.
სერგი კაპანაძის თქმით, იმის ნაცვლად, რომ კრიზისის დროს, ხელისუფლებას შეემცირებინა ბიუროკრატიული ხარჯები და ის სოციალური დახმარებებისაკენ გადაემისამართებინა, შტატგარეშე მოსამსახურეებისა და ბიუროკრარტიული ხარჯების რიცხვი გაიზარდა. კაპანაძემ აღნიშნა, რომ თანხა, რომელიც უნდა დარჩეს ეკონომიკაში, ყოველწლიურად მიდის ბიუროკრატების ჯიბეში. სერგი კაპანაძის თქმით, ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და კონკრეტული ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა შემცირდეს ეს ხარჯები.
"გასაჯაროვდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევა, თუ როგორ იხარჯება და იფლანგება ჩვენი ფული საჯარო უწყებებში. ამ კვლევის შედეგები შემაშფოთებელია და ეხება სწორედ იმას, რაზეც ევროპული საქართველო წლების განმავლობაში საუბრობს, რომ არის საჭიროება, რომ რადიკალურად შემცირდეს სამთავრობო ხარჯები. ეს ფული უნდა დარჩეს ეკონომიკაში და მოხმარდეს ხალხს და არა დაქირავებულ, შტატგარეშე მოსამსახურეებს. როგორც აღმოჩნდა, წლიდან წლამდე იზრდება საშუალოდ 12%-ით იზრდება შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურება სახელმწიფო უწყებებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება ნაცვლად იმისა, რომ ფული დაზოგოს და ფული მოახმაროს ხალხს, ის ამ ფულს ახმარს ბიუროკრატიას და თავის პარტიულ აქტივს. მარტო წელს, კორონას პირობებშიც კი, ნაცვლად იმისა, რომ წელს მაინც მოეჭირათ ქამრები, როგორც ეს ევროპულმა საქართველომ შესთავაზა მათ, წელსაც ხელისუფლებამ გაზარდა ბიუროკრატიული ხარჯები 20 მლნ. ლარით, ვიდრე ეს წინა წლის 6 თვეში იყო. ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ამ ფულს, არ ირჩევიან რაიმე კონკურსის წესით და იღებენ ძალიან დიდ ხელფასს. ეს თანხა შეიძლება გამოყენებულიყო მრავალ დარგში. ევროპული საქართველოს გეგმის მიხედვით, ეს ხარჯი, ბიუროკრატიული ხარჯი, შემცირდება 2 მლრდ. ლარით, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს თანხა დარჩება ეკონომიკას, ხალხს და არა ქართული ოცნების თანამდებობის პირებს და მათ ოჯახებს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები