როცა Space X-მა ხელოვნური თანამგზავრების ორბიტაზე გაშვება დაიწყო, ასტრონომებმა მალევე შენიშნეს, რომ კოსმოსის დედამიწიდან კვლევაში ხელი შეეშლებოდათ. გამოთქმულ პროტესტზე საპასუხოდ Space X-მა ნაკლებად არეკვლადი ზედაპირის მქონე თანამგზავრების, DarkSat-ების გაშვება დაიწყო. თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემა მოგვარებული მაინც არაა.

DarkSat-ებზე ახალმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ისინი, თავდაპირველ თანამგზავრებთან შედარებით, ორჯერ ნაკლებად კაშკაშებენ. თუმცა, ისინი ასტრონავტების საქმიანობას ხელს მაინც უშლიან.

"DarkSat-ს გამარჯვებას არ დავარქმევდი, თუმცა ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია", — ამბობს ანტოფაგასტას უნივერსიტეტის ასტრონომი ჯერემი ტრეგლოან-რიდი.

თუ Space X-მა პრობლემა არ გამოასწორა და მას სხვა კომპერციულმა კომპანიებმაც მიბაძეს ისე, რომ ასტრონომების საჭიროებები არ გაითვალისწინეს, დედამიწიდან კოსმოსის გამოკვლევა ძალიან გართულდება.

ცოტა ხნის წინ ილონ მასკმა ასტრონომებს პრობლემის თავიდან ასაცილებლად ერთობ ამბიციური გამოსავალი შესთავაზა: მან კვლევით სააგენტოებს ახალი ობსერვატორიების SpaceX-ის სატელიტების მიღმა ორბიტაზე გაშვება ურჩია.