მკვლევრებმა ადრეული ცარცული პერიოდის ნამარხი აღმოაჩინეს. საუბარია მორიელის აქამდე უცნობ სახეობაზე, რომელიც დაახლოებით 125 მილიონის წლის ცხოვრობდა.

ეს უძველესი სახეობა იმ დროინდელი მორიელისთვის ნამდვილად გიგანტური იყო. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს სახეობა იკვებებოდა ობობებით, ხვლიკებითა და პატარა ძუძუმწოვრებითაც კი.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინეთში მეზოზოური ეპოქის მორიელების ნამარხს მიაგნეს.

"მეზოზოური პერიოდის (252-დან 66 მილიონი წლის წინ) მორიელების უმეტესობა ქარვაშია შემონახული. გაქვავებული მორიელების ნამარხები იშვიათია, რადგან არსებები ისეთ ადგილებში ცხოვრობენ, სადაც მათი ამ ფორმით შემონახვა ხშირად არ ხდება", — თქვა კვლევის ავტორმა დიისინგ ჰუანგმა.

მეცნიერებმა ნამარხი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში აღმოაჩინეს. მათ ახალ სახეობას Jeholia longchengi უწოდეს.

ფოტო: NIGPAS

"ახლად აღმოჩენილი სახეობა სიგრძეში 10 სანტიმეტრი იქნებოდა. იმ დროისთვის მორიელები ზომაში ბევრად პატარები იყვნენ", — განუცხადა ჰუანგმა Live Science-ს.

ამავე ადგილას სხვა ცხოველების, მათ შორის დინოზავრების, ფრინველების, ძუძუმწოვრებისა და მწერების ნაშთებსაც მიაგნეს. ეს კვების ჯაჭვზე მიანიშნებს. სავარაუდოდ, ძუძუმწოვრები და დინოზავრები მორიელებზე ნადირობდნენ, ხოლო თავად მორიელები მწერებზე.

კვლევა ჟურნალ Science Bulletin-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.