რაიან რეინოლდსი დედპულის ფანს გამოეხმაურა, რომელმაც ბავშვობაში სხეულის დამწვრობა მიიღო
მილიონობით მაყურებელი რაიან რეინოლდს არა მხოლოდ თავისი სამსახიობო როლებით, არამედ უჩვეულო იუმორითა და კეთილი ბუნებითაც იცნობს. მისი განსაკუთრებული პიროვნული ჩვევების კიდევ ერთ გამოვლინების მომსწრე ინტერნეტსამყარო სულ ცოტა ხნის წინ გახდა.
აშშ-ში, ტენესის შტატში მცხოვრებმა ჯონ ქუინმა, რომელმაც მცირე ასაკში სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო, ინსტაგრამის პირად გვერდზე კომიქსის ცნობილი სუპერგმირის — დედპულის ფორმაში გამოწყობილი ფოტო გამოაქვეყნა. სწორედ ამ სუპერგმირის როლს ასრულებს რაიან რეინოლდსი მარველის ბლოკბასტერებში.
ჯონ ქუინმა ფოტო ემოციური ტექსტით გაავრცელა და თან მსახიობი მონიშნა:
"ჩემი ოცნება ახდება, თუ რაიან რეინოლდსი ამას ნახავს. ასე ჩაჯდომა სპეციალურად ამ ფოტოსთვის ვისწავლე. დედპული დამეხმარა, რომ უფრო თავდაჯერებული გავმხდარიყავი", — ვკითხულობთ ფოტოს აღწერაში.
ალბათ, ყველას ერთხელ მაინც უოცნებია, რომ თავისი საყვარელი ხელოვანისთვის ხმა მიეწვდინა და ჯონ ქუინი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც ეს გამოუვიდა: რაიან რეინოლდსი მას გამოეხმაურა.
"ამ ისტორიით ჩემი წელი უკვე შედგა. აღწერაც კი მიჭირს, თუ რას ნიშნავს შენი სიტყვები ჩემთვის. ასევე, მეც შემიძლია ასე ჩაჯდომა... ოღონდ წელიწადში ერთხელ და ისიც მხოლოდ საავადმყოფოს დერეფანში", — დაუწერა მსახიობმა მის ერთგულ ფანს.
ჯონ ქუინი 4 წლის იყო, როცა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო: 2003 წელს თავისი სახლის უკან მდებარე ბეღელში თამაშობდა, რა დროსაც ძაღლმა სანთელი გადაატრიალა და ხანძარი გაჩნდა. ამის შედეგად მას სხეულის 95% დაეწვა და ამ ფაქტიდან დღემდე 100-ზე მეტი ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.
ხანძარს ის თავისმა დამ, ლეამ გამოარიდა. მაშინ ექიმები ფიქრობდნენ, რომ ჯონი იმ ღამესაც ვერ გადაიტანდა, თუმცა ის მაინც გადარჩა: ექვსთვიანი კომის შემდეგ ფიზიკური თერაპია წარმატებულად დაასრულა და მრავალი დამცირების მიუხედავად, დღემდე აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას.
ვისაც დედპულის შესახებ გადაღებული ფილმები უნახავს, ყველამ იცის, რომ რაიან რეინოლდსის პერსონაჟსაც მსგავსი ისტორია აქვს: დამწვრობის შედეგად მან მძიმე დაზიანებები მიიღო, თუმცა ამას ხელი სულაც არ შეუშლია, რომ კომიქსების სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სუპერგმირი გამხდარიყო.
სწორედ ამის გამო იქცა ის 21 წლის ჯონ ქუინისთვის ნამდვილ გმირად: "დედპული დამეხმარა, რომ სისულელეებზე აღარ ვიდარდო და საკუთარი თავი დაუფარავად გამოვხატო. ასეთი ვარ და სულაც არ მრცხვენია ამის გამო", — წერს ქუინი.
მძიმე გამოცდილების მიუხედავად, ჯონ ქუინმა მოახერხა, რომ ფარხმალი არ დაეყარა და მეტიც — სხვების დასახმარებლად ებრძოლა: ის საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობს, რომლის მიზანიც იმ ადამიანების დახმარებაა, ვისაც ჯანმრთელობის იშვიათი და რთული პრობლემები აქვს.
"ვმუშაობ, მანქანას ვმართავ, საჯაროდ გამოვდივარ სიტყვით, კოლეჯში დავდივარ და მხარს ვუჭერ ორგანიზაციას, რომელიც ჩემი მსგავსი ადამიანებისთვის ცხოვრების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად".
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
კომენტარები