სად გაუჩინარდა სამი ქალი, რომელიც ლუკაშენკოს დიქტატურას წინ აღუდგა
ფოტო: AP Photo
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან ხუთი კვირა გავიდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო გამოაცხადა, რომელმაც ხმების 80,23% მიიღო. ლუკაშენკოს ხშირად ევროპის უკანასკნელ დიქტატორად მოიხსენიებენ — იგი ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.
არჩევნების მომდევნო კვირებში ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ქუჩაში გამოსული მოქალაქეები შედეგებს არ ცნობდნენ, თუმცა პოლიციამ მომიტინგეები ძალადობრივად დაარბია. სამი ოპოზიციონერი ლიდერი კი — რომელთაგან სამივე ქალია — საზოგადობის თვალთახედვიდან გაუჩინარდა, ან ქვეყნიდან გაიქცა.
ფოტო: REUTERS / Vasily Fedosenko / File Photo
ბელარუსის სახელმწიფო მედიის ცნობით, მარია კოლესნიკოვა, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე დააკავეს. განცხადება ბელარუსის სასაზღვრო კონტროლის სამსახურმა სახელმწიფო სატელევიზიო არხის საშუალებით გაავრცელა.
"კანდიდატების გაუჩინარება უტყუარად წარმოაჩენს ქვეყანაში არსებული რეჟიმის სისასტიკეს და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოება გულგრილი არ გახდეს ბელარუსში არჩევნების შემდგომ მიმდინარე საზარელი მოვლენებისადმი", — აცხადებს ტომ ტუგენჰეტი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა არჩევითი კომიტეტის თავმჯდომარე.
მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ კანდიდატების დიდი ნაწილი სხვადასხვა გზით, მათ შორის, დაპატიმრებით, ჩამოიშორა, კოლესნიკოვა ოპოზიციის ორ სხვა ლიდერთან, სვეტლანა ტიხანოვსკაიასა და ვერონიკა ცეპკალოსთან არჩევნებში საბრძოლველად გაერთიანდა.
ტიხანოვსკაიამ და ცეპკალომ ქვეყანა არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისთანავე დატოვეს, კოლესნიკოვა კი ბელარუსში გასაპროტესტებლად დარჩა. როგორც მან CNN-სთვის 13 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში თქვა, ლუკაშენკომ "უნდა აღიაროს ის ფაქტი, რომ ბელარუს ხალხს იგი არ მოსწონს და არ სურს, დიქტატორი მათი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს".
სვეტლანა ტიხანოვსკაია
ფოტო: Sergei Gapon / AFP
ტიხანოვსკაიამ, რომელიც აგვისტოს არჩევნებში ოპოზიციის მთავარი კანდიდატი იყო, შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში ბელარუსი შვილებთან ერთად დატოვა და თავი მეზობელ ლიეტუვას შეაფარა — ეს მას შემდეგ, რაც თავდაცვის ძალებმა ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლების დარბევა დაიწყეს.
თავდაპირველად, არჩევნებში კენჭს ოპოზიციიდან ტიხანოვსკაიას ქმარი იყრიდა, თუმცა მისი დაპატიმრების შემდეგ ბრძოლა სვეტლანამ გააგრძელა. მან არჩევნების შედეგები ეჭვის ქვეშ საჯაროდ დააყენა და მოითხოვა, თავიდან დაეთვალა ხმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომლის განცხადებითაც ტიხანოვსკაიამ მხოლოდ 9,9 პროცენტი მიიღო.
"ჩვენ არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს, ჩვენ რეალური პროტოკოლი ვიხილეთ და ყველას, ვისაც სჯერა, რომ მისი ხმა მოიპარეს, მოვუწოდებთ, არ დადუმდეს", — განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
ლიეტუვაში წასვლის შემდეგ ტიხანოვსკაიას გამოქვეყნებულმა ორმა ვიდეომ საზოგადოებაში ეჭვები გააჩინა. განსაკუთრებით, მეორე ვიდეომიმართვამ, სადაც იგი ცესკოს ხელმძღვანელის კაბინეტშია გადაღებული და წინასწარ დაწერილ ტექსტს კითხულობს. ტექსტში იგი ბელარუს ხალხს მოუწოდებს, შეწყვიტონ პროტესტი და დაემორჩილონ პოლიციას. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო ტელეგრამის ანტიოპოზიციურ არხზე გავრცელდა და ტიხანოვსკაიას ლიეტუვაში გამგზავრების შემდეგაა გადაღებული, გაჩენილი ეჭვები, რომ ვიდეო მას ბელარუსში ყოფნის დროს, ზეწოლის ქვეშ ჩააწერინეს, საფუძვლიანია.
ცოტა ხნის ტიხანოვსკაიას კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც იგი, ამჯერად, რუს ხალხს მიმართავს და მოუწოდებს, "ტყუილის გავლენის ქვეშ" არ მოექცნენ და რუსული პროპაგანდის მიწოდებული ინფორმაცია ბელარუსში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, არ დაიჯერონ. იგი აღნიშნავს, რომ პროტესტი მხოლოდ ლუკაშენენკოს მმართველობს უპირისპირდება და არაა რუსეთისკენ მიმართული.
მარია კოლესნიკოვა
ფოტო: GETTY IMAGES
კოლესნიკოვა მინსკის ცენტრალური პარკიდან 7 სექტემბერს გაუჩინარდა. ამ ფაქტიდან ცოტა ხნის შემდეგ გაქრა საკოორდინაციო საბჭოში მისი ორი კოლეგის კვალიც. სწორედ ეს საბჭოა ბელარუსის მთავარი ოპოზიციური ჯგუფი.
ბელარუსის სასაზღვრო კონტროლის სამსახურის ცნობით, კოლესნიკოვას კოლეგები ალექსანდროვკას საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით უკრაინაში ღამის ოთხ საათზე გადავიდნენ. თუმცა მათ მარია არ ახლდათ.
უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დამცველი სამსახურის პრესოფიცრის, ოლეგ ბოკიოს თქმით, კოლესნიკოვა "უკრაინაში სასაზღვრო კონტროლის გავლით არ ჩასულა".
"ამ დროისთვის, ჩემ მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს დევნიან, ავიწროებენ და იტაცებენ. ეს ძალიან მაწუხებს, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით, სად არის მარია კოლესნიკოვა", — აცხადებს ლიეტუვაში თავშეფარებული ტიხანოვსკაია.
ვერონიკა ცეპკალო
ფოტო: REUTER / Kacper Pempel
ცეპკალომ, რომელიც ტიხანოვსკაიას მრჩეველი იყო, მისივე უსაფრთხოების მიზნით, ქვეყანა არჩევნებამდე დატოვა. მის ქმარს, ვალერი ცეპკალოს, რომელიც აშშ-ში ბელარუსის ელჩი იყო, უფლება არ მისცეს, საკუთარი თავი კანდიდატად დაერეგისტრირებინა. პატიმრობის მუქარის შემდეგ კი, უსაფრთხოების გამო, იგი ბელარუსიდან ვერონიკაზე ადრე წავიდა.
ამჟამად ოჯახი პოლონეთს აფარებს თავს. ცეპკალოს თქმით, "ბელარუსის ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტი არის სვეტლანა ტიხანოვსკაია, მათი მიზანი კი მხოლოდ ლუკაშენკოს გაშვებაა". იგი დასძენს, რომ სიამოვნებით დაბრუნდებოდა სამშობლოში, თუმცა ესმის, რომ მისი დაპატიმრების შანსები "ძალიან, ძალიან მაღალია".
ბელარუსში კი კვლავ გრძელდება საპროტესტო აქციები. მიუხედავად იმისა, რომ ერთთვიანმა მასობრივმა აქციებმა მთელი ქვეყანა მოიცვა, ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დასახელებული გამარჯვებული, ალექსანდრ ლუკაშენკო, აცხადებს, რომ იგი "ასე უბრალოდ ვერ წავა". ამის მიზეზი, მისი თქმით, ისაა, რომ ბელარუსს მეოთხედი საუკუნეა, რაც აშენებს. ამასთან, ლუკაშენკო აღნიშნავს, რომ წასვლის შემთხვევაში მის მხარდამჭერებსაც შეექმნებათ პრობლემები. მოქმედი პრეზიდენტი იმასაც აცხადებს, რომ მზადაა კონსტიტუციური რეფორმისთვის და არც ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს გამორიცხავს.
-
თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
გადახედვა
-
პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები)
გადახედვა
-
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით? ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?
გადახედვა
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
კომენტარები