პოტენციურად დასახლებული ვარსკვლავური სისტემების რიცხვი 200-ჯერ გაიზარდა — SETI
"მოუსმინე" საერთაშორისო ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები კოსმოსს უსმენენ და უცხოპლანეტური ცივილიზაციების რადიოგზავნილებს ეძებენ. ამ დროისთვის მკვლევრები ერთდროულად 288,315 ვარსკვლავის სისტემას აკვირდებიან. მანამდე ეს რიცხვი 1,327-ს არ აღემატებოდა.
პროექტის ორგანიზება მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევრებმა წამოიწყეს მას შემდეგ, რაც ევროპული კოსმოსური სააგენტოს მონაცემები მიმოიხილეს. მათი რადიოტელესკოპი დედამიწიდან 33 ათასი სინათლის წელიწადით დაშორებული ციური სხეულების მოსმენის საშუალებას იძლევა.
იდეა ისაა, რომ უცხოპლანეტური ცივილიზაციების იდენტიფიცირება რადიოგადაცემათა პოვნით მოხდეს. ამგვარად, იმის გარკვევა, თუ რამდენადაა შესაძლებელი თითოეული ვარსკვლავური სისტემიდან შეტყობინების დედამიწამდე მოღწევა, მკვლევრებს ეხმარება, გამოავლინონ კანდიდატები, რომლებზე დაკვირვებაც ღირს.
რადიოტალღების მოსმენის გარდა, ბოლო დროს მკვლევრები უფრო და უფრო მეტ ეგზოპლანეტას პოულობენ, სადაც შესაძლოა, სიცოცხლისთვის საჭირო ინგრედიენტები არსებობდეს.
უცხოპლანეტური განვითარებული ან პრიმიტიული სიცოცხლის ძიების ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ კოსმოსში ვარსკვლავური სისტემები და გალაქტიკები ერთმანეთისგან ძალიან შორს არიან. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ უცხოპლანეტური ცივილიზაციის არსებობის შანსი ნამდვილად არის, მასთან გადაყრის ალბათობა არც ისე მაღალია.
კომენტარები