როგორ შევამზადოთ ბავშვები სკოლაში დასაბრუნებლად — ფსიქოლოგების 8 რჩევა
ფოტო: Brownstock
შემოდგომა დგება და სამყარო საკმაოდ შეცვლილია. სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება, თუმცა ბავშვებისთვის პანდემიის დროს სკოლაში დაბრუნება აქამდე შეუსწავლელი და შიშისმომგვრელი ტერიტორიაა.
მიუხედავად ამისა, მშობლებს შეუძლიათ, შვილებს შიშის დაძლევასა და ამ მეტად უცნაურ დროს სკოლაში დაბრუნებისთვის მომზადებაში დაეხმარონ.
წარმოგიდგენთ ფსიქოლოგთა 8 რჩევას, თუ როგორ შევამზადოთ ბავშვები სკოლაში დასაბრუნებლად:
1. თუკი თქვენ იფიქრებთ, რომ სკოლაში დაბრუნება უსაფრთხოა, თქვენს ბავშვსაც ასე ეგონება
სკოლაში დაბრუნება, როგორც წესი, უკვე ნაცნობ ყოველდღიურობაში ჩავარდნას ნიშნავს, თუმცა ახლა, პანდემიის პირობებში, ყველაფერი სხვაგვარადაა. თუკი თქვენი შვილი სკოლაში დაბრუნების გამო ნერვიულობს, სიტყვებითა და ქმედებებით დაამშვიდეთ იგი და აგრძნობინეთ, რომ უსაფრთხოდ იქნება. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის იმის შანსებს, რომ თქვენი ბავშვი ამ ცვლილებას უმტკივნეულოდ გადაიტანს.
სანამ სწავლა დაიწყება, ბავშვს ყველანაირი საჭირო ინფორმაცია მიაწოდეთ. დაწყებითების მოსწავლეებს, შესაძლოა, თქვენგან სკოლის ახალი დღის წესრიგის ახსნა დასჭირდეთ, თუმცა შესაძლო ცვლილებებისადმი ყველა ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი უნდა იყოს მზად. დაარწმუნეთ ისინი, რომ არაუშავს, თუკი კორონავირუსის რეჟიმის რომელიმე უცნაური წესი დაავიწყდებათ — სიახლის სწავლას დრო სჭირდება.
2. შექმენით მუდმივობის განცდა და ისაუბრეთ მოსალოდნელ მომავალზე
მუდმივობა და სტრუქტურა ბავშვებს დაცულობის განცდას უქმნის. შექმენით მოსალოდნელი რამეები, მაგალითად, წინასწარ რაღაცების დაგეგმვით ან ყოველდღიური ოჯახური ვახშმის სახით. მისაღები, მაგრამ მტკიცე, საზღვრების შენარჩუნება საჭიროა, განსაკუთრებით ძილისა და ტექნოლოგიების გარშემო, რაც მუდმივობისა და მოსალოდნელობის კიდევ ერთი სიგნალია ბავშვებისთვის.
უნდა გესმოდეთ, რომ გარშემო სამყარო შეიძლება ისევ შეიცვალოს; შესაძლოა, კიდევ ერთი კარანტინი გახდეს საჭირო, ამიტომ ამ მოულოდნელ გარემოებაზე ისე ესაუბრეთ ბავშვს, როგორც უსიამოვნებაზე და არა — როგორც უბედურებაზე. ამ უცნობი მოვლენების ასახსნელად ნაცნობი კონტექსტები გამოიყენეთ.
კოვიდის გამო ბევრი წესი შეიძლება შეიცვალოს და ვირუსის ნაცნობ ჩარჩოებში მოქცევით ბავშვები უკეთ გაუმკლავდებიან სიტუაციას. ყოველთვის გულწრფელად უპასუხეთ მათ შეკითხვებს, რადგან სხვა შემთხვევაში ისინი ნდობას დაკარგავენ და სამყარო კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდება, თუმცა პატარა ბავშვებისთვის უფრო ზოგადი იდეები გამოიყენეთ. თუკი რამეზე პასუხი არ იცით, ამის აღიარებასაც არა უშავს.
3. დაეხმარეთ ბავშვს შიშების დაძლევაში
განშორება ზოგჯერ შემაშფოთებელია და ზოგ ბავშვს სკოლაში დაბრუნების ეშინია. ჩვენი, როგორც მშობლის, ვალდებულებაა, მათ ამ შფოთვის დაძლევაში და მთლიანი სურათის დანახვაში დავეხმაროთ. ყველაზე პატარა ბავშვებსაც კი შეიძლება მოსმენილი ჰქონდეთ შემაშინებელი სიახლეები ან საუბრები პანდემიის შესახებ, ამიტომ ბავშვს მშვიდად და პრაგმატულად მიუდექით, რაც მათი შფოთვის დონეს შეამცირებს.
თუკი თქვენს შვილს უკან დაბრუნება არ სურს, გაარკვიეთ, რატომ. შეადგინეთ მისი სადარდებლების სია სიდიდის მიხედვით (ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზოგჯერ მათი ყველაზე დიდი გასაჭირი თქვენთვის უმნიშვნელო შეიძლება ჩანდეს). როცა საქმე შფოთვას ეხება, თავის არიდება არასდროსაა გამოსავალი. რაღაცაზე ფიქრი ხშირად უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე მისი კეთება, ამიტომაც თქვენს შვილს სკოლაში დაბრუნებაში მშვიდად, კეთილად და მტკიცედ დაეხმარეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმით. პირველი საფეხურები ყველაზე რთულია და მათი გავლისას ბავშვი აუცილებლად დააჯილდოეთ.
4. ახალგაზრდა ტვინი სიმშვიდეში უკეთ სწავლობს
მეორე მხრივ, თქვენი საკუთარი სადარდებლების სიის სათავეში, შესაძლოა, ის იყოს, რომ თქვენი შვილი სკოლაში ჩამორჩა. იმ ბავშვებისთვის, ვინც სკოლაში დასაბრუნებლად მზადაა, მშობლის ენთუზიაზმი ძალიან მნიშვნელოვანია. სხვები, შესაძლოა, ჯერ არ იყვნენ მზად და მათთვის ზედმეტი აკადემიური ზეწოლა კიდევ უფრო უარესი შედეგის მომტანია.
ტვინს ეფექტურად სწავლისთვის ჯერ სიმშვიდე სჭირდება, ამიტომაც მშობლებისა და მასწავლებლებისთვის მთავარი პრიორიტეტი ბავშვის კეთილდღეობა უნდა იყოს, რასაც წარმატება მოჰყვება. სიკეთე და გაგება ახლა ყველაზე მეტადაა საჭირო.
5. სამეგობრო ჯგუფები, შესაძლოა, შეცვლილიყო
სკოლაში პირადი ურთიერთობები იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც სწავლა, ამიტომაც შეიძლება ბავშვს კლასსა თუ პატარა სამეგობრო ჯგუფებში თავისი პოზიცია ადარდებდეს. მეგობრების ცვლილებებზე ისე ისაუბრეთ, როგორც მოცემულობაზე — ეს ბავშვს ცვლილებისადმი ღიაობასა და ადაპტირებაში დაეხმარება, რაც ახალი ურთიერთობების წარმოქმნას შეუწყობს ხელს.
ამავდროულად, შესაძლოა, მოგიწიოთ ერთგვარი ფუნდამენტის შექმნა, რათა სოციალურად ფრთხილ ბავშვებს ძველებურ რეჟიმში დაბრუნება გაუმარტივდეთ, ამიტომაც კლასელებთან ერთად რამე ღონისძიებების ორგანიზებას გირჩევთ.
6. ხელი შეუწყეთ თქვენი ბავშვის კომუნიკაციის სტილს
სკოლაში ჩავლილი დღის შესახებ ზოგ ბავშვს საუბარი უყვარს, ზოგი კი ძალიან სიტყვაძუნწია ხოლმე. როგორ ძლიერადაც არ უნდა გინდოდეთ ამბის გაგება, ნაკლებად მოსაუბრე ბავშვებს საუბარს ნუ დააძალებთ. სკოლის შემდეგ მეტი სივრცე დაუტოვეთ და საკუთარ დღეზე უამბეთ — ეს მათ იმას აცნობებს, რომ მზად ხართ, მაშინ ისაუბროთ, რაცა მათ მოესურვებათ.
სხვა ბავშვებმა, შესაძლოა, ბევრი ისაუბრონ საკუთარ სადარდებლებზე და მათ შესაკავებლად დახმარება სჭირდებოდეთ, რათა ბავშვი მთლიანად არ გადაეშვას მათში. დაჟინებული დარწმუნება არასდროს მოქმედებს. ამის ნაცვლად, უთხარით მათ, ჩამოწერონ (ან დახატონ) თავიანთი სადარდებლები, შემდეგ კი ისინი რეგულარული შემოწმებებისთვის შეინახეთ.
7. მოუსმინეთ და დაანახეთ
როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ბავშვის კომუნიკაციის სტილი, რჩევა იგივეა: ჯერ მოუსმინეთ (ეს საკმაოდ რთულია) და მისი ნათქვამის პერიფრაზი მოახდინეთ, რის შემდეგაც მან იცის, რომ მისი სადარდებელი გაიგეს. ამგვარად ისინი თავიანთ ფიქრებსა და შეგრძნებებს უკეთ გაიგებენ. უბრალო მოსმენა და მიღება წარმოუდგენლად შვებისმომგვრელია.
8. თანაუგრძენით და დაეხმარეთ
ახალ სემესტრში ბევრი ემოციის მოლოდინი გქონდეთ, მათ შორის აღფრთოვანების, შფოთვის, სევდის და, შესაძლოა, ბრაზისაც. პატარა ბავშვებს შეიძლება ამ ემოციებისთვის სახელის დარქმევა დასჭირდეთ. ნუ მოგინდებათ ამ რთული ემოციების "გამოსწორება". ამის ნაცვლად, გვერდში დაუდექით ბავშვს და თანაუგრძნეთ. ამის და მხოლოდ ამის შემდეგ გადადით პრობლემის მოგვარებაზე. თუკი თქვენი ბავშვი წუხს და ძველი სკოლის დაბრუნება უნდა, ჯერ თანაგრძნობა გამოიჩინეთ — ძველი ცხოვრება ყველას გვენატრება. გაიაზრეთ, რომ ეს რთულია, მაგრამ გამკლავებადი, რის შემდეგაც ბავშვი უფრო ძლიერი და ჭკვიანი იქნება. ჩვენ ყველანი ასეთები ვიქნებით.
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
კომენტარები