შავკანიანი, რომელსაც აშშ-ში პოლიციელებმა ესროლეს, პარალიზებულია
29 წლის ჯეიკობ ბლეიქი, რომელსაც შვილების თანდასწრებით პოლიციამ ზურგში ესროლა, პარალიზებულია. ამერიკული მედია ABCnews-ის ცნობით, ბლეიქი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ექიმებმა არ იციან შეძლებს თუ არა ის ოდესმე ისევ გავლას.
"მას შვიდჯერ ესროლეს, თითქოს მისი სიცოცხლე არაფერს წარმოადგენდა. თითქოს ჩემი შვილის სოცოცხლე მნიშვნელოვანი არ იყო, მაგრამ ჩემი შვილის სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია. ის ცოცხალი არსებაა და მისი სიცოცხლეც ფასობს, — განაცხადა ჯეიკობის მამამ.
24 აგვისტოს მომხდარმა სროლამ კენოშაში, უისკონსინის შტატში საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია. აქციის ასობით მონაწილემ დაწესებული კომენდანტის საათი უგულებელყო და 24-25 აგვისტოს მასობრივი არეულობაში ჩაერთო. მათ პოლიციის მანქანების მინები ჩაამსხვრიეს, ცეცხლი წაუკიდეს შენობებს, გაემართნენ პოლიციის ოფისისკენ, თუმცა ამ დროს სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
დაშავებულის დედა, დედამისი იულია ჯექსონმა ABCnews-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ის სამართლიანობას მოითხოვს და ყველა ამერიკელს მოუწოდებს რასობრივი უთანასწორობაზე მაღლა დადგნენ და დაამარცხონ ის. მისივე თქმით, ის ლოცულობს პოლიციის ოფიცრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვისაც, რადგან ამით სურს აჩვენოს, თუ როგორ უნდა მოეპყრან ადამიანები ერთმანეთს.
"ამერიკა დიდებულია, როცა ჩვენ ვიქცევით კარგად", — აღნიშნა იულია ჯექსონმა.
ვიდეოში, რომელიც თვითმხილველის მიერაა გადაღებული, ჩანს როგორ მისდევს სამი ოფიცერი ბლეიქს და შემდეგ ერთი როგორ ესვრის მას ზურგში მრავალჯერ მაშინ, როცა ის მანქანის კარს აღებს და სავარძელში ჯდება. მისი სამი შვილი, რომლებიც ამ დროს მანქანის უკანა სავარძელში ისხდნენ, მომხდარის თვითმხილველნი გახდნენ.
ბლეიქის ცოლმა, ლაქუიშა ბუქერმა, ასევე, განაცხადა, რომ პოლიციელები სროლით მასაც დაემუქრნენ, როცა მან შვილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვა.
სროლაში მონაწილე ოფიცრები, ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს და მათი ვინაობა, ჯერჯერობით, არ დაუსახელებიათ.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები