Avatar: The Last Airbender-ის შემქმნელები ნეტფლიქსის ადაპტაციის გადაღებებს გამოეთიშნენ
2018 წელს დაანონსდა, რომ ცნობილ ანიმაციურ სერიალ Avatar: The Last Airbender-ის მიხედვით ნეტფლიქსი ახალ სერიალს გადაიღებდა, რომლის შექმნაშიც მონაწილეობას ამ გახმაურებული ანიმაციური პროექტის შემქმნელებიც მიიღებდნენ.
თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნეტფლიქსი ამ ცნობილი ანიმაციის სატელევიზიო ადაპტაციას მისი თავდაპირველი შემქმნელების — მაიკლ დიმარტინოსა და ბრაიან კონიეცკოს გარეშე გადაიღებს:
"ბევრი თქვენგანი მეკითხება, თუ რა სიახლეა ნეტფლიქსის პროექტზე და ახლა საბოლოოდ შემიძლია გიპასუხოთ, რომ ავატარის სატელევიზიო ეკრანიზაციის შექმნაში მონაწილეობას აღარ ვიღებ. ამ წლის ივნისში, ორწლიანი მუშაობის შემდეგ ბრაიან კონიეცკომ და მე ეს მძიმე გადაწყვეტილება მივიღეთ", — ვკითხულობთ ღია წერილში, რომელიც დიმარტინომ 12 აგვისტოს გამოაქვეყნა.
როგორც დიმარტინო ამ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, თავიდან ის და კონიეცკო ნეტფლიქსმა დაიქირავა, რათა მომავალი სერიალისთვის მათი ხედვა გაეზიარებინათ, თუმცა ყველაფერი სულ სხვაგვარად განვითარდა.
"მასშტაბურ პროექტებზე მუშაობისას ყოველთვის იჩენს თავს გაუთვალისწინებელი პრობლემები. ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრჯერ მომხდარი მსგავსი რამ და მეც ჰაერის მბრძანებელივით ვცდილობ, მშვიდად გავუმკლავდე მათ. მაგრამ ჰაერის მბრძანებელმაც კი ზუსტად იცის, როდის აღარ აქვს აზრი ფუჭად მცდელობას", — წერს დიმარტინო.
ანიმაციის სულისჩამდგმელი ერთგულ ფანებს მომავალი სანახაობის მიმართ არსებულ იმედს ბოლომდე არ უწურავს, თუმცა აფრთხილებს, რომ ახალი სერიალი განსხვავებული ინტერპრეტაციის იქნება, რაშიც თავდაპირველ შემქმნელებს წვლილი არ მიუძღვით:
"ვინ იცის, ნეტლიქსის ადაპტაციას ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ კარგი გამოვიდეს. ერთადერთი, რისი თქმაც ახლა დანამდვილებით შემიძლია, ისაა, რომ ნებისმიერ ვერსია, რომელსაც მომავალში ეკრანზე იხილავთ, არ არის ის, რისი განხორციელებაც მე და ბრაიანს გვქონდა ჩაფიქრებული".
Avatar: The Last Airbender თავდაპირველად Nickelodeon-სთვის შეიქმნა და ის პირველად ეკრანებზე 2005 წელს გამოჩნდა. სამსეზონიანმა ანიმაციურმა შოუმ მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა და მას დღემდე ურიცხვი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც მოუთმენლად ელიან ნეტფლიქსის ახალი ადაპტაციის ხილვას.
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
კომენტარები