ვინ დაიწყო აგვისტოს ომი? — ქართული ოცნების მაღალჩინოსნების პასუხები
ფოტო: ქართული ოცნება
იმის გამო, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან და მანამდეც, ქართული ოცნება აგვისტოს ომზე საუბრისას წინამორბედების კრიტიკითაა დაკავებული და იქედან გამომდინარე, რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატმა და ქართული ოცნების მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს უწევთ უპასუხონ ჟურნალისტების კითხვას — ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი?
პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მინისტრებსა და თბილისის მერს დღეს იგივე კითხვა კვლავ დაუსვეს.
გიორგი გახარიას თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს. კითხვას, რატომ არ ახსენებს ოკუპანტი სახელმწიფოს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არც დღეს და არც გუშინდელ განცხადებებში, ის ასე პასუხობს:
"რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინდელი ხელმძღვანელობის, მათ შორის ვლადიმერ პუტინის დავალებით".
რაც შეეხება ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციამ შელახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და განახორციელა სამხედრო თავდასხმა, თუმცა ამას წინ სდევდა პროვოკაციები. მინისტრი ამბობს იმასაც, რომ რუსეთი ოკუპანტია და ეს ოკუპაცია უნდა დასრულდეს, თუმცა მის ამ განცხადებას წინა ხელისუფლების კრიტიკა მოსდევს:
"მე კარგად მახსოვს უპასუხისმგებლო, მოღალატე პოლიტიკოსების განცხადებები და მათი მოღალატეობრივი ქმედებები ომის დროს. მაშინ, როცა ჩვენი გმირი სამხედროები სამაგალითოდ, გმირულად იბრძოდნენ, თავი გაწირეს ჩვენი ქვეყნისთვის, ვნახეთ როგორ გამორბოდნენ, სამარცხვინოდ როგორ მოიქცა ჩვენი მთავარსარდალი, რომელიც მიწაზე გართხმული იხილა ჩვენმა ჯარმა და მთელმა ქვეყანამ, მთელმა მსოფლიომ".
ამის შემდეგ ღარიბაშვილმა თქვა ისიც, რომ ეს "მოღალატე ადამიანები ბედავენ" და ქართული ოცნების ხელისუფლებას აკრიტიკებენ, "რომელმაც განაპირობა გრძელვადიანი, უპრეცედენტო მშვიდობა და სტაბილურობა".
ჟურნალისტებმა თავდაცვის მინისტრს ჰკითხეს, აგვისტოს ომზე საუბრისას რატომ არაფერს ამბობს პუტინის როლზე. კითხვას თავდაცვის მინისტრმა არ უპასუხა, თუმცა ჟურნალისტებს მიაძახა:
"პუტინისტები ხართ თქვენ".
მოგვიანებით მან განმარტა, რომ ეს ფრაზა ჟურნალისტების მისამართით არ გამოუყენებია, თუმცა ადრესატად ორი მედია — ფორმულა და მთავარი არხი, ასევე ნაციონალური მოძრაობა დაასახელა.
"რუსული ოკუპაცია განაპირობა თქვენმა ბელადმა, სააკაშვილმა და თქვენი ტელევიზიის დამფინანსებელმა, კეზერაშვილმა, რომელმაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები მიატოვა ომში. ჟურნალისტებს არ ვუწოდე, მე ვუწოდე მთავარ არხს, ფორმულას და ნაცმოძრაობას. იმიტომ რომ თქვენ განაპირობეთ პუტინის შემოსვლა საქართველოში", — თქვა ღარიბაშვილმა.
ომის დაწყების შესახებ კითხვებზე დღეს პირველად მოუწია პასუხების გაცემა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალ სახელმწიფო მინისტრს.
თეა ახვლედიანის თქმით, "ომი თავისთავად არის შეცდომა" და" მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა".
"ისტორია აუცილებლად განსჯის დამნაშავეებს, შეცდომებს და აუცილებლად ცხადყოფს ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აქვს არამარტო საქართველოში", — დასძინა მან.
თუმცა, მას შემდეგ, რაც კითხვა გაუმეორეს, დააზუსტა, რომ "რუსეთის ფედერაციამ შელახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და განახორციელა მასზე სამხედრო აგრესია". მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს არის ცალსახა, ამის შემდეგ კი პროვოკაციებზე საუბრობს.
"რა თქმა უნდა, ამ პროცესს წინ სდევდა განსხვავებული და ძალიან მრავალნაირი მოვლენები, განვითარებები, პროვოკაციები. მოხდა ომი, ეს არის შეცდომა, ეს არის ცუდი, რომ მოხდა ომი. მაგრამ ის, რომ რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ეს არის ჩემი აზრი და პასუხი", — აღნიშნა მან.
რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის შესახებ დასმულ კითხვას, მინისტრმა თქვა:
"ვლადიმერ პუტინი არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დღეს, რომელიც ხელმძღვანელობს რუსეთის პოლიტიკას. ამის მიღმა დამატებით რა შეიძლება ითქვას, მართლა კარგად ვერ ვაცნობიერებ, რისი მოსმენა გსურთ".
ჟურნალისტებმა ომის დაწყების შესახებ კითხვა დაუსვეს ქართული ოცნების გენერალურ მდივანსა და თბილისის კახა კალაძესაც. ის ამტკიცებს, რომ არავის უთქვამს "ომი საქართველომ დაიწყოო", მაგრამ მისი განცხადებით, "უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს და მის გუნდს, რადგან მათ ვერ მოახერხეს ეს დიდი უბედურება აერიდებინათ ქვეყნისთვის".
პარლამენტის თავმჯდომარემაც თქვა, რომ "რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში კიდევ ერთხელ აგრესიით და ძალით სცადა თავდასხმა საქართველოს თავისუფლებაზე". თუმცა კითხვას მისი თანაგუნდელის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ოკუპაციას ორი თანაავტორი ჰყავს — პუტინი და სააკაშვილი, ასე უპასუხა:
"თქვენ ფიქრობთ, რომ ირაკლი კობახიძე სხვა პოზიციაზე იქნება და რომელიმე ჩვენი თანაგუნდელი სხვა პოზიციაზე იქნება? მითხარით ეხლა, ამ კითხვას მისვამთ?".
არჩილ თალაკვაძე დასძენს, რომ ყველაფერზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც ოკუპაციაზე პასუხისმგებელ სახელმწიფოს და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, "მათ შორის, რა თქმა უნდა, მის პრეზიდენტს".
თუმცა, ყოფილი ხელისუფლების ხსენება არც თალაკვაძეს დავიწყებია. მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა:
"მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში აქვს ორი სახე: ერთი, ნამდვილი სახე არის, როდესაც ის სამხედრო თვითმფრინავის დანახვაზე გარბის ბრძოლის ველიდან, ტოვებს სტუმრებს, ტოვებს დაცვის წევრებს და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც მის გარშემო არიან და და მეორე სახე, როდესაც ის ჰააგაში დგას და ყალბი განცხადებებით ეხმაურება საქართველოს ინტერესებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელსაც პოსტის დატოვება ქვეყნის საკანონდებლო ორგანოში რუსეთის დუმის დეპუტატის, გავრილოვის შეშვების გამო მოუწია, გუშინ, 7 აგვისტოს თქვა — "ამ ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი: ერთი არის პუტინი, რუსეთის ფედერაცია და მეორე არის მიხეილ სააკაშვილი".
ირაკლი კობახიძემ დასძინა ისიც, რომ ისინი ნაციონალურ მოძრაობას ამ "ღალატს" მუდმივად შეახსენებენ.
"პირდაპირ ხელი მოაწერა ნაცმოძრაობამ იმას, რომ ისინი იყვნენ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ინიციატორები და ამას უპასუხა რუსეთმა [...] ამას რა შეიძლება დაერქვას, გარდა ღალატისა? ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერასოდეს გაექცევიან და ჩვენ მუდმივად მოგვიწევს მათთვის ამ უმძიმესი დანაშაულის, ამ ღალატის შეხსენება".
აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, ცეცხლი გაუხსნა ქართულ სოფლებს, დაიკავა როკის გვირაბი. საქართველომ რუსულ აგრესიას უპასუხა. ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.
IDFI-ის ინფორმაციით, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოში 263 598-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა. 2009-2015 წლებში კი, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა ჯამში 18 679 ოჯახს.
2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით. საოკუპაციო ხაზთან კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულია მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები