ასტრონომთა გუნდის თქმით, მათ 1987 წელს აღმოჩენილი ზეახალი ვარსკვლავის ანთების შედეგად დაბადებულ ნეიტრონულ ვარსკვლავს მიაკვლიეს. ის ირმის ნახტომის სატელიტურ გალაქტიკაში, დედამიწიდან 170 ათასი სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს და SN 1987A ეწოდება.

ამ დრომდე ასტრონომები არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ნეიტრონული ვარსკვლავი ამ მოვლენას გადაურჩა და განადგურების შედეგად შავ ხვრელად არ იქცა. მაგრამ ჟურნალ The Astrophysical Journal-ში ახლახან გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, იმის დიდი შანსია, რომ ვარსკვლავი უვნებელი დარჩა.

თუ ასტრონომები არ ცდებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ნეიტრონული ვარსკვლავი მილენიალია და მისი ასაკი 33 წელს არ აღემატება. რაც, თავის მხრივ, მას ჩვენთვის ცნობილ ყველაზე ახალგაზრდა ნეიტრონულ ვარსკვლავად აქცევს. ამ დრომდე ეს სტატუსი 330 წლის Cassiopeia A-ს ეკუთვნოდა, რომელიც ჩვენსავე გალაქტიკაშივე, დედამიწისგან დაახლოებით 11 ათასი სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს.

SN1987A-ის მხატვრის მიერ შესრულებული ილუსტრაცია

ფოტო: NRAO / AUI / NSF, B. Saxton

ჩილეში არსებული რადიო ტელესკოპის, ALMA-ს მიერ გადაღებული მაღალრეზოლუციური ფოტოების გაანალიზების შემდეგ ასტრონომების გუნდმა ის სივრცის გამოკვლევა შეძლო, სადაც SN 1987A იმყოფებოდა.

მათ სუპერნოვას ბირთვში ცხელი "ბურთულა" იპოვეს, რაც, დიდი ალბათობით, ნეიტრონული ვარსკვლავის გარშემო არსებული გაზის ღრუბელი გახლავთ. თავად ვარსკვლავი იმისთვის ზედმეტად პატარაა, რომ პირდაპირ მისი შემჩნევა იყოს შესაძლებელი. ის, ამასთან, ძალიან მკვრივიც იქნება — წარმოიდგინეთ მხოლოდ 25 კილომეტრის დიამეტრის მქონე სფერო, რომლის მასაც ჩვენს მზეზე 1.4-ჯერ დიდია.

"ჩვენ ძალიან გაგვაკვირვა სუპერნოვას ნარჩენებში მტვრის სქელი ღრუბლისაგ შემდგარი ამ თბილი ბურთულის დანახვამ", — განაცხადა აღმოჩენის ავტორმა, მიკაკო მაცუურამ კარდიფის უნივერსიტეტიდან.

ALMA-ს გუნდის აღმოჩენა გასულ კვირას გამოქვეყნებულ თეორიტიკულ კვლევას ამტკიცებს.

"ღრუბლებში უნდა იყოს რაღაც, რამაც მტვრის ტემპერატურის ზრდა გამოიწვია. სწორედ ამიტომ ვვარაუდობთ, რომ მტვრის ღრუბლებში ნეიტრონული ვარსკვლავი იმალება", — განმარტა მაცუურამ.

"ზეახალის აფეთქების საოცარი კომპლექსურობისა და ნეიტრონის ვარსკვლავის შიგნით არსებული ექსტრემალური პირობების მიუხედავად, მტვერში თბილი ბურთულის პოვნა რამდენიმე ვარაუდს ამტკიცებს", — განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა დენი პეიჯმა.

კომპიუტერული მოდელების მიხედვით, ნეიტრონული ვარსკვლავი მკვეთრ ხმებს წამში ასობით კილომეტრი სიჩქარით გამოაგზავნიდა. ის ადგილმდებარეობა, სადაც ALMA-მ "ბურთულა" იპოვა, ზუსტად ის ადგილია, სადაც იგი მოდელის მიხედვით დღეს იქნებოდა.

თეორიტიკული ვარსკვლავი ასევე ძალიან კაშკაშაა, უმეტესწილად მისი მაღალი ტემპერატურის გამო. ვარსკვლავის არსებობის დადასტურებას საკმაო დრო დასჭირდება. ზეახალის გარშემო არსებული მტვერი და აირები უნდა გაიფანტოს, რათა ასტრონომებმა დანამდვილებით თქვან, არსებობს თუ არა ახალგაზრდა ვარსკვლავი.