სერიალი High Fidelity ერთი სეზონის შემდეგ გაუქმდა
როგორც ჩანს, Hulu-ს მიაჩნია, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ყველა სერიალი დაუსრულებლად გრძელდებოდეს და თავისი ამ წლის გახმაურებული კომედიური დრამა High Fidelity ერთი სეზონის შემდეგ გააუქმა.
სერიალი თავდაპირველად Disney Plus-სთვის შეიქმნა, თუმცა მასში წამოჭრილი სიუჟეტური დეტალების გამო დისნეიმ ის თავისი პლატფორმისთვის შეუფერებლად მიიჩნია (რადგან ის ძირითადად საბავშვო და ოჯახური გაწყობის მქონე შინაარსობრივ მასალაზეა ორიენტირებული) და მისი პრემიერა ამ წლის თებერვალში Hulu-ზე შედგა.
შოუმ მალევე როგორც მაყურებლებისგან, ისე კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა და ყველა მოუთმენლად ელოდა, თუ რა ბედი ეწეოდა ამ პროექტს. როგორც Variety წერს, გაგრძელების მოლოდინი ჰქონდა მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობ ზოი კრავიცსაც:
"ვფიქრობ, ამ სერიალს დიდი პოტენციალი აქვს: ბევრი შესაძლებლობაა, რომ პერსონაჟების განვითარება და კიდევ არაერთ პრობლემასთან მათ მიერ გამკლავება ვიხილოთ. უამრავი კუთხით შეგვიძლია ამის გაკეთება და დიდი სიამოვნებით მივიღებდი ამაში ისევ მონაწილეობას", — განაცხადა კრავიცმა ივნისში მიცემულ ინტერვიუში.
თუმცა, სამწუხაროდ, მისი მოლოდინები არ გამართლდა.
High Fidelity-ის ძირითადი სიუჟეტური ხაზი მთავარი გმირის, ვინილების მაღაზიის მფლობელი რობის ირგვლივ ვითარდება, რომელიც პოპ კულტურის დიდი ფანია. სერიალი ინგლისელი მწერლის ნიკ ჰორნბის 1995 წელს გამოქვეყნებულ ამავე სახელწოდების ცნობილ რომანს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც 2000 წელს სრულმეტრაჟიანი ფილმიც გადაიღეს, სადაც მთავარ როლს ჯონ კიუსაკი ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ High Fidelity-ის კინოეკრანიზაციაში თამაშობს ზოი კრავიცის დედაც: ლიზა ბონე მთავარი გმირის, რობის ყოფილი შეყვარებულის როლს ასრულებს.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
კომენტარები