მეცნიერები, რომლებიც საკუთარ თავს ვაქცინის სწრაფი განვითარების კოლაბორანტებს (RadVac) ეძახიან, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ. უჩვეულო ისაა, რომ ისინი ვაქცინის დამტკიცების სტანდარტულ პროცედურას გვერდს უვლიან და ექსპერიმენტს თავიანთ თავებზე ატარებენ.

მეცნიერთა ჯგუფს ცნობილი გენეტიკოსი ჯორჯ ჩერჩი უძღვება. გუნდმა ვაქცინის "მარტივი ფორმულა" შეიმუშავა, რომლის რეცეპტიც საჯაროდ ხელმისაწვდომია. ვაქცინა კორონავირუსის ცილებს შეიცავს, რომლებიც ვირულენტური და ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

ამ კუსტარული ვაქცინის ადმინისტრაცია ცხვირში ხდება. მეცნიერების რწმენით, სასუნთქ სისტემებში პრეპარატი იმუნიტეტს ავითარებს და ვირუსის გავრცელებას ბლოკავს.

ამჯერად მეცნიერთა ჯგუფს ვაქცინის ეფექტიანობაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ის საკუთარ თავზე ათობით მოხალისემ გამოსცადა.

RadVac-ის მიდგომა ძალიან რადიკალურია და ფარმაცევტული კვლევის სტანდარტებს უგულებელყოფს. ამიტომ დისიდენტ მეცნიერთა ჯგუფის კვლევას ბევრი სკეპტიკურად უყურებს. აღსანიშნავია, რომ კლინიკური სტანდარტების გვერდის ავლამ, შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

ამასთან, თავად RadVac-ის არსებობასაც ემუქრება პოტენციური საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ვაქცინის საკუთარ ორგანიზმზე გამოცდამდე სპეციალურ კონტრაქტებს აწერენ ხელს, შესაძლოა, რომ სახელმწიფო ორგანოებმა და რეგულატორებმა RadVac-ის აქტივობა არალეგალურად ცნოს.