ადვოკატი: ამირხანაშვილმა ბრალდებული ზ.ხ. ამოიცნო
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმემ, გურმა ამირხანაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი, არასრულწლოვანი ბრალდებული ზ.ხ. ამოიცნო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცახადა.
"ამირხანაშვილმა ამოიცნო ზ.ხ. და მან, ასევე, განმარტა, რომ ეს პირი მას ნანახი ჰყავს პოლიციაში, როდესაც ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რომ ზ.ხ-მ მას გადასცა ნამცხვარი, ვინაიდან იგი იყო მშიერი. ასევე, ეს დეტალიც განაცხადა ამირხანაშვილმა, რომელიც დაფიქსირებულია ოქმში და ხელმოწერილია. მანქანაში ნახა ზ.ხ. ამირხანაშვილმა. მას არ უთქვამს, რომ მან რამე სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა მიაყენა", — აცხადებს გელხაური.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან ექვსი არასრულწლოვანია. გურამ ამირხანაშვილი გიორგი შაქარაშვილის მეგობარია და ერთ-ერთი ბოლო პირია, რომელმაც იგი გარდაცვალებამდე ნახა.
გიორგი შაქარაშვილის საქმე
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.
4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეს კვალიფიკაცია დაემატა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.
სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი, გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავე დასკვნის მიხედვით, გარდაცვალებამდე მას მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
ამავე თემაზე:
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები