"ერთ-ერთი თქვენგანი პარლამენტში" — ლელო ახალ კამპანიას იწყებს
ფოტო: ლელო
21 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და წარადგინა ლელოს ახალი კამპანია — "ერთ-ერთი თქვენგანი პარლამენტში".
საპარლამენტო გუნდის და მაჟორიტარების შერჩევის კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბს მოიცავს. ლელო იწყებს საპარლამენტო გუნდის და მაჟორიტარების შერჩევის საჯარო პროცესს, აღნიშნულ კამპანიაში კი მნიშვნელოვანია ჩართულობა და დემოკრატიული პროცესი.
ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, კამპანიის "ერთ-ერთი თქვენგანი პარლამენტში" მიზანია ნათელი, პერსპექტიული, პროფესიონალი ადამიანების პოვნა და მათი პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა.
"ჩვენი ახალი კამპანიის ფარგლებში ვიწყებთ ჩვენი გუნდის ფორმირებას საზოგადოებასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ძალიან ძლიერი პროფესიონალი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული საპარლამენტო სია და გვყავს ასეთივე გუნდი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოსახლეობასთან ერთად დავაკომპლექტოთ გუნდი, რომელიც იქნება თითოეული თქვენგანის ხმა პარლამენტში.
ჩვენ ეს კამპანია დავიწყეთ რამდენიმე დღის წინ 30 000 მხარდამჭერისა და პარტიის წევრის შიგნით, მაგრამ მოვლენებმა გვაჩვენა, რამდენად დიდი ინტერესი მოჰყვა კამპანიას და გადავწყვიტეთ, რომ ეს კამპანია გავშალოთ მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ თითოეული თქვენგანის ხმა იქნას გათვალისწინებული.
ეს არის ყველაზე მასშტაბური გამოკითხვა, რომელიც აქამდე ჩატარებულა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ გამოგვრჩეს არცერთი ადამიანი, რომელსაც სურვილი აქვს კამპანიაში ჩართვის. ამისათვის გვაქვს შემოთავაზებული სოციალური მედიის ძირითადი პლატფორმები. ჩვენი ვებგვერდი არის ჩვენი ოფიციალური ფეისბუკის გვერდი, ამავე დროს გვექნება საშუალება, რეგიონული ოფისების საშუალებით ფიზიკურად და პირისპირ შეგხვდეთ ყველას", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარემ ბრიფინგის დროს ის ახალგაზრდები წარადგინა, რომლებიც ლელოს თავიანთი სურვილით შეუერთდნენ და ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებაში ლელოს ცნობადობის ამაღლებისთვის იმუშავებენ.
"ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდები არიან ჩვენი გუნდის წევრები, რომლებიც თავად შემოგვიერთდნენ ლელოში, ისინი არიან მოხალისეები, ძირითადად სტუდენტები. სწორედ ეს ადამიანები შეგხვდებიან თქვენ ჩვენს ქალაქსა და რეგიონში და გაგაცნობენ ჩვენს ხედვებს.
ეს ახალგაზრდები სწორედ ის ახალი ძალაა, რომელსაც დიდი სურვილი და მონდომება აქვთ, ქვეყნის განვითარებაში შეიტანონ რადიკალური ცვლილებები უკეთესობისკენ", — აცხადებს ხაზარაძე.
"ლელო საქართველოსთვის" ამომრჩეველს მოუწოდებს აქტიურობისკენ, რადგან გამარჯვება ჩვენს ხელშია. კამპანიის ფარგლებში გააქტიურდება ვებგვერდი Lelovote.ge
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები