კრის ევანსის შემდეგ 6 წლის გმირს რობერტ დაუნი და ტომ ჰოლანდი გამოეხმაურნენ
ბოლო დღეებში 6 წლის ბრიჯერ უოლკერი ნამდვილი ვარსკვლავი გახდა — დაუჯერებელი სიმამაცის გამოვლენის შემდეგ ის კრის ევანსმაც კი შეაქო და კაპიტანი ამერიკის ფარი აჩუქა. თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა: ბრიჯერის გმირობის შესახებ სხვა შურისმაძიებლებმაც გაიგეს.
ბრიჯერის დეიდა ინსტაგრამზე ახალ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც რკინის კაცის როლის შემსრულებელი, რობერტ დაუნი უმცროსი დის გადარჩენის გამო 6 წლის სუპერგმირს აქებს:
"უკვე ნამდვილი როკსტარი ხარ. გავიგე, რომ კაპიტანმა ამერიკამ თავისი ფარი გამოგიგზავნა. ვაპირებ, მე უკეთესი რამ გაჩუქო: შემდეგ დაბადების დღეზე დამირეკე, შენთვის განსაკუთრებული რამ მაქვს", — ამბობს მსახიობი ვიდეოში.
რკინის კაცს ადამიანი-ობობაც შეურთდა:
"მინდა, გითხრა, რომ საოცრად მამაცი ხარ. ჩვენ ყველანი შენით ვამაყობთ და შენს უმცროს დას ძალიან გაუმართლა, გვერდით შენნაირი ძმა რომ ჰყავს".
კომიქსის გმირ ადამიანი-ობობას როლის შემსრულებელმა, ტომ ჰოლანდმა ბრიჯერ უოლკერი ამის გამო ადამიანი-ობობას შემდეგი ფილმის გადაღებებზე დასასწრებად დაპატიჟა:
"ადამიანი-ობობა 3-ის გადაღებებს ვიწყებთ და თუ გენდომება გადასაღებ მოედანზე მოსვლა და ამ სუპერგმირის ფორმის ახლოს ნახვა, ყოველთვის გაგვიხარდება შენი ხილვა", — ამბობს ჰოლანდი ვიდეოში.
აღსანიშნავია, რომ ბრიჯერს ხშირად აცვია სწორედ ადამიანი-ობობას ფორმა.
ბრიჯერის ისტორია მთელ მსოფლიოს მისმა დეიდამ, ნიკოლ უოლკერმა მოუთხრო ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით, თუ როგორ გადაარჩინა მან თავისი უმცროსი და:
"მას შემდეგაც კი, რაც ძაღლმა მას სახეზე არაერთხელ უკბინა, თავის დას ხელი ჩაავლო და გაიქცა, რათა უსაფრთხო ადგილას გაეყვანა. მოგვიანებით გვითხრა: "თუ ვინმე უნდა მომკვდარიყო, ვფიქრობ, ეს მე უნდა ვყოფილიყავი". პლასტიკური ოპერაციის შემდეგ მას სახეზე 90 ნაკერი დაადეს და ახლა სახლში გადის რეაბილიტაციას. ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი მამაცი ბიჭი და გვინდა, სხვა სუპერგმირებმაც იცოდნენ მის შესახებ", — ვკითხულობთ პოსტში.
სწორედ ამის შემდეგ ამ ფაქტს არაერთი ვარსკვლავი გამოეხმაურა, მათ შორის ერთ-ერთი პირველი კრის ევანსი იყო, რომელმაც 6 წლის ბიჭს გამოჩენილი სიმამაცის გამო კაპიტანი ამერიკის ფარი აჩუქა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები