"ოცნების" დეპუტატთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს — TI
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნების დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძისა და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიების კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ ბოლო ორ წელში 6 264 688 ლარი შეადგინა.
დეპუტატისა და მასთან დაკავშირებული კომპანიების შემოსავლები არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ გამოიკვლია.
ვიქტორ ჯაფარიძე 16 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია, იგი ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს კი პარლამენტის წევრი ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს პარტიული სიით გახდა.
დეპუტატი ფლობს შპს "სეტი+"-ს 33,3% წილს — მან ეს ინფორმაცია 2019 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაშიც აღნიშნა.
TI-ის ინფორმაციით, კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში 2019 წლის ივლისიდან არისჩართული და 10 გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული, ჯამური ღირებულებით 57 762 ლარი.
შპს "სეტი+"-სგან სასტუმროს, რესტორნისა და კვების მომსახურება შეისყიდეს მესტიის მერიამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.
ფოტო: TI
გარდა ამისა, შვიდ კომპანიაში ფლობს წილს ვიქტორ ჯაფარიძის შვილი, ოთარ ჯაფარიძე. მათ შორის, ის ფლობს 24%-იან წილს შპს ექსპერტ ჰაუსში, რომელიც 2017 წლიდან დღემდე 14 ტენდერში მონაწილეობდა და 6 შემთხვევაში გაიმარჯვა. საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, ამ ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 2 571 006 ლარი შეადგინა.
შპს ექსპერტ ჰაუსმა მშენებლობასთან დაკავშირებული და საინჟინრო მომსახურება თითოჯერ გაუწია ა(ა)იპ რუსთავის კორპუსს, ასევე, ხობის, ბოლნისის, ზუგდიდის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს.
გარდა ამისა, ოთარ ჯაფარიძე ასევე არის შპს TOB კონსტრაქშენის 50% წილის მფლობელი, რომელიც 2018 წელს ორ ტენდერში მონაწილეობდა და ორივეჯერ უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ორივე შემთხვევაში შემსყიდველი სახელმწიფო სამშენებლო კომპანია იყო, ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ კი 3 635 920 ლარი შეადგინა.
TI მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას მოთხოვნილი ჰქონდა, რომ ორივე ტენდერის შემთხვევაში მიმწოდებლის ქარხანა უნდა ყოფილიყო მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი იფარიდან არაუმეტეს 30 კილომეტრის რადიუსში.
"აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერიოდში სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-177 კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, ეს სამუშაოები კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერის ფარგლებში განხორციელდა, რომელშიც 2017 წლის დეკემბერში სწორედ სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ გაიმარჯვა", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
ფოტო: TI
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია ის, რომ ვიქტორ ჯაფარიძე, მისი ცოლი ნათია ხვისტანი და შვილის, ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორები მსხვილი შემომწირველებიც არიან. TI-ის გამოკვლევის მიხედვით, მათ 2012 წლიდან დღემდე ქართულ ოცნებას ჯამში 360 000 ლარი, ხოლო 2018 წელს პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირეს:
- ვიქტორ ჯაფარიძემ 2012-2017 წლებში ოთხჯერ, ჯამში 120 000 ლარი შესწირა პარტია ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს;
- ვიქტორ ჯაფარიძის ცოლმა — ნათია ხვისტანმა 2017 წელს 55 000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას, 2018 წელს კი — 50 000 ლარი პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს;
- ოთარ ჩართოლანმა — შპს "სეტი+"-ის 66,7%-იანი წილის მფლობელმა, 2014-2016 წლებში, ორჯერ, ჯამში 103 000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას (ოთარ ჩართოლანი ასევე არის ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლის, ნათია ხვისტანის და შვილის ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორი შემდეგ კომპანიებში: შპს სეტი , შპს ქცია 94 , შპს დიდველი + , შპს ოთო და შპს All seasons ;
- კახაბერ გამისონიამ — შპს ექსპერტ ჰაუსის 51%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა 2014 წელს 15 000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას;
- მურად ჯობავამ — შპს ექსპერტ ჰაუსის 5%-იანი წილის მფლობელმა — 2014-2017 წლებში სამჯერ, ჯამში 47 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას;
- ოთარ მაზმიშვილმა — შპს TOB კონსტრაქშენის დირექტორმა — 2017 წელს 20 000 ლარი შესწირა პარტია ქართულ ოცნებას.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ იპოვე ხარვეზები ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივ დეკლარაციაშიც. ორგანიზაციის ინფორმაცით, დეპუტატს საკუთარი და ცოლის პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია დეკლარაციაში არც ერთხელ არ მიუთითებია.
TI განმარტავს, რომ კანონის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია, დეკლარაციაში ასახოს ფულადი გასავალი, რომლის ოდენობაც აღემატება 5 000 ლარს.
"როგორც ვიქტორ ჯაფარიძის, ასევე მისი ცოლის მიერ პარტიებისათვის შეწირული თანხა თითოეულ შემთხვევაში 5 000 ლარს ბევრად აღემატებოდა", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ვიქტორ ჯაფარიძესთან და მის შვილთან დაკავშირებული კომპანიების თითოეული ტენდერი და დაადგინონ, ხომ არ იყო ისინი ამ შპს-ებისთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.
გარდა ამისა, TI მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
-
ტომ ჰოლანდმა ზენდეია ცოლად მოიხსენია და საიდუმლოდ ქორწინებაზე ვარაუდები გააძლიერა ტომ ჰოლანდმა ზენდეია ცოლად მოიხსენია და საიდუმლოდ ქორწინებაზე ვარაუდები გააძლიერა
გადახედვა
-
ქვიზი: რა მანძილზე გაგირბიან ქრაშები? ქვიზი: რა მანძილზე გაგირბიან ქრაშები?
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი იქნება
გადახედვა
-
ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის კიდევ ორმა შვილმა მამის გვარზე უარის თქმა გადაწყვიტა ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის კიდევ ორმა შვილმა მამის გვარზე უარის თქმა გადაწყვიტა
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი სასარგებლო ნივთიერებაა სხვადასხვა ხილში ტესტი: გამოიცანი, რომელი სასარგებლო ნივთიერებაა სხვადასხვა ხილში
-
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
-
"ძლიერი საქართველო — ლელო" გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას "ძლიერი საქართველო — ლელო" გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას
გადახედვა
-
ჯონ სნოუს სამეფო კარის თამაშებში დაბრუნება 2027 წლამდე გადაიდო ჯონ სნოუს სამეფო კარის თამაშებში დაბრუნება 2027 წლამდე გადაიდო
გადახედვა
-
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
-
აზერბაიჯანმა და გერმანიამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი აზერბაიჯანმა და გერმანიამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანმა "ოდისეას" გადაღებებზე აგების ჩაცმა აკრძალა — აი, რატომ კრისტოფერ ნოლანმა "ოდისეას" გადაღებებზე აგების ჩაცმა აკრძალა — აი, რატომ
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური: პოლიციამ ₾22 400-ის ფალსიფიცირებული Jack Daniel’s ამოიღო საგამოძიებო სამსახური: პოლიციამ ₾22 400-ის ფალსიფიცირებული Jack Daniel’s ამოიღო
გადახედვა
-
PLUS ქულები მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გროვდება PLUS ქულები მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გროვდება
-
როგორ იქმნება მცირე ბიზნესის ჯაჭვი — ინიციატივა, რომელიც მცირე ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს როგორ იქმნება მცირე ბიზნესის ჯაჭვი — ინიციატივა, რომელიც მცირე ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს
-
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ სახლთან დააკავეს | ვიდეო ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ სახლთან დააკავეს | ვიდეო
გადახედვა
-
ირანელ მომღერალს, ჰიჯაბის გარეშე სიმღერის გამო, 74 როზგი მიუსაჯეს ირანელ მომღერალს, ჰიჯაბის გარეშე სიმღერის გამო, 74 როზგი მიუსაჯეს
გადახედვა
-
სარფსა და ფოთში იარაღისა და უკანონოდ შემოტანისთვის 2 პირი დააკავეს სარფსა და ფოთში იარაღისა და უკანონოდ შემოტანისთვის 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
Spider-Man: Brand New Day-ს ფინალური ტრეილერი გამოვიდა — ტომ ჰოლანდის თავგადასავალი იწყება Spider-Man: Brand New Day-ს ფინალური ტრეილერი გამოვიდა — ტომ ჰოლანდის თავგადასავალი იწყება
-
თბილისში მეგობრისგან 16 800 დოლარის თაღლითურად მითვისების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს თბილისში მეგობრისგან 16 800 დოლარის თაღლითურად მითვისების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
გადახედვა
-
სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო "ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო "ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ბოლო 6 თვეში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 660 792 ლარი შევიდა ბოლო 6 თვეში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 660 792 ლარი შევიდა
გადახედვა
კომენტარები