საერთაშორისო ჯგუფ ვიონის წევრი, ბილაინი კომპანიებს ახალ უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს: ახლადდანერგილი სმს პორტალის მეშვეობით, რომელიც Big Data-ს ამუშავებს, მაქსიმალური სიზუსტით გამოავლინონ მათთვის საინტერესო სამიზნე სეგმენტი და სმს-ით მიაწოდონ მათზე მორგებული ინფორმაცია.

პორტალი ბილაინის გუნდის მიერ შეიქმნა. ახალი პორტალი კომპანიებს ინფორმაციის ზუსტად დამუშავებას და შემდგომ, მის მიზნობრივად გამოყენებაში ეხმარება

პორტალის მეშვეობით, კომპანიას ჯგუფური შეტყობინებების მომხმარებელთა სასურველი რაოდენობისთვის, სასურველ ლოკაციაზე გაგზავნა და შემდგომ კამპანიის მსვლელობა და შედეგების შემოწმება შეუძლია.

ახალი პორტალი კომპანიებს სასურველი კამპანიის დაგეგმვის უნიკალურ შესაძლებლობასაც აძლევს, მაგალითად კომპანიას სამიზნე დემოგრაფიის ფილტრაცია რამდენიმე მონაცემის მიხედვით შუძლია. მომხმარებელთა ბაზიდან კომპანიას შეუძლია აარჩიოს საქართველოს ნებისმიერი რეგიონი, თბილის ერთროულად რამდენიმე უბანი. ფილტრაცია სმარტფონის ტიპის მიხედვითაცაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, კომპანია აბონენტის იდენტიფიცირებას ვერ ახდენს და BIG DATA-ს მონაცემების სრულად დეპერსონიზირებულია.

პორტალი დაწყებული კამპანიის დროებით შეჩერების და კორექტირების შესაძლებლობასაც იძლევა. ფილტრაციის და სმს-ების რაოდენობის მიხედვით ინვოისის გენერირება პორტალშივე შეიძლება. სისტემით სარგებლობა კი კომპანიის რამდენიმე თანამშრომელს ერთდროულად შეუძლია.