მარნეულში ლელო საქართველოსთვის 24-ე ოფისი გაიხსნა, რომელსაც მურად მურადოვი გაუძღვება
დღეს, 1 ივლისს მარნეულში ლელო საქართველოსთვის რიგით 24-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა. ოფისს სათავეში პარტიის წევრი მურად მურადოვი ჩაუდგა.
მარნეულში რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან ერთად ლელოს ლიდერები და წევრებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, ისაუბრეს მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხებზე და მათი მოგვარების გზებზეც.
ლელო საქართველოსთვის ლიდერებმა ადგილობრივებს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნეს და რეგიონის როლზეც გაამახვილეს ყურადღება.
"საქართველოს ძლიერება მის მრავალფეროვნებასა და მრავალეროვნებაშია და ჩვენ ეს მიწა გვაერთიანებს. მე მინდა, რომ საბჭოური მენტალიტეტი ჩავაბაროთ წარსულს, არ ვისაუბროთ სხვადასხვა კატეგორიაზე, რადგან მხოლოდ ერთი კატეგორია გვაქვს და მას საქართველოს მოქალაქე ჰქვია. ეს არის ლელოს ხედვა. ძალაუფლება უნდა დავიბრუნოთ ყველამ ერთად. მარნეული უნდა იყოს ბიზნესის, სოფლის მეურნეობის და იმ საქმის კლასტერი, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ თბილისის, არამედ მსოფლიო ბაზრებზე. ის გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში ჩამოაყალიბა ამ ხალხმა, უნდა გავხადოთ საერთაშორისო საქმედ. ლელოს გეგმაა ამ რეგიონის საკმაოდ სერიოზულ ბიზნეს ცენტრად გადაკეთება", — აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
მარნეულის რაიონული ორგანიზაციის გახსნაზე, ადგილობრივებს მიმართა ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. პარტიის ლიდერის თქმით, მარნეულელი ახალგაზრდები ცენტრალურ ხელისუფლებაში იქნებიან.
"მინდა ყველას მოგილოცოთ მარნეულში ლელოს დაფუძნება, რადგან ლელოს მოაქვს პროგრესი, სამართლიანობა და ნანატრი კეთილდღეობა, რომელიც ჩვენმა ხალხმა დაიმსახურა, მაგრამ ვერასდროს ვერ მიიღო. ამ არაჩვეულებრივ რაიონში ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, ისინი ქმნიან უზარმაზარ დოვლათს, თუმცა სანაცვლოდ ვერ იღებენ გაწეული შრომის საფასურს. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს მდგომარეობა იმისთვის, რომ თითოეული მარნეულელის ოჯახში იყოს კეთილდღეობა. ჩვენ ვიწყებთ მარნეულის აღორძინებას დღევანდელი დღიდან და აუცილებელია, რომ მარნეულელი ახალგაზრდები ცენტრალურ ხელისუფლებაში ვიხილოთ", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოვიდა და მათ ქართულად და აზერბაიჯანულად მიმართა.
"მარნეულის პრობლემები დიდად არ განსხვავდება სხვა რეგიონის პრობლემებისგან, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი ახალგაზრდები გამოვიყვანოთ ასპარეზზე, რომ მათ შეძლონ, განავითარონ საქართველო. ცვლილებები უნდა შევიტანოთ სოფლის მეურნეობაში, უნდა წავახალისოთ გლეხების საქმიანობა, რის შემდეგაც შეძლებენ თავიანთი პროდუქციის ექსპორტზე გატანას. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი და მთავარი საკითხია ქალების ხმა, ისინი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ", — განაცხადა მურად მურადოვმა.
სოფო შამანიდმა ადგილობრივ მოსახლეობას აზერბაიჯანულად მიმართა და აღნიშნა, რომ ლელო იმ შუშის კარს გააუქმებს, რომელიც ეთნიკურ მოსახლეობას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდება.
"ვერ ვიქნები მშვიდად, სანამ ეთნოსებად გვყოფენ, სანამ გვიყურებენ, როგორც სტუმრებს ამ ქვეყანაში. ჩვენ - აზერბაიჯანლები, ბერძნები, სომხები ვზრუნავთ ამ ქვეყანაზე და დოვლათს ვქმნით. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი და არ აქვს მნიშვნელობა, რა გვარები ვართ. ჩვენმა შვილებმა იციან ქართული, აქვთ შესანიშნავი განათლება, მაგრამ მათ მაინც აღმართული აქვთ შუშის კარი. ლელო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს კარი აღარ არსებობდეს და ადამიანები იყვნენ თანასწორ პირობებში", — აღნიშნა სოფო შამანიდმა.
ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით პარტიის სარევიზიო კომისიის წევრმა, ლანა გალდავამ მიმართა. მისი თქმით, საქართველო არის სანიმუშო ქვეყანა და მის ხელისუფლებაში აუცილებლად იქნება წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობა.
"მე დღეს იმ ხალხის წინაშე მომიწია გამოსვლა, ვისი ქმედებაც მრავალი წლის განმავლობაში ისტორიაში გადამწყვეტია, ისინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ აფხაზეთში. ჩვენ ვართ მრავალეთნიკური და ყველაზე ტოლერანტი ქვეყანა, ჩვენ ვართ სანიმუშო ქვეყანა, რომელსაც სანიმუშო ხელისუფლება ეყოლება და ამ ხელისფულებაში ეთნიკური უმცირესობა იქნება", — განაცხადა ლანა გალდავამ.
"ლელო საქართველოსთვის" ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ლელო მზის ფერით შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში და აპირებს, ამ სფეროში დაგროვებული ტკივილი და პრობლემები უკანა პლანზე გადაიტანოს.
"ლელო შემოიტანს სიხარულს საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ უფრო ბედნიერად, ვიყოთ უფრო უზრუნველი, რომ ჩვენი ოჯახები იყოს წელში გამართული, შეძლებული. რომ ჩვენმა შვილებმა შეძლონ ნორმალური განათლების მიღება, რომ ჩვენი მშობლები ბედნიერები იყვნენ თავიანთი ღირსეული ანაზღაურებით.
დღეს კი ჩვენი ხელისუფლება გვთავაზობს სიდუხჭირეში ცხოვრებას, რომ არ იყოს თანასწორობა ჩვენს შორის, არც ქალსა და კაცს შორის, არც სხვადასხვა ეროვნების და ეთნოსის წარმომადგენლებს შორის. ასეთი საქართველო არ არის ჩვენი ოცნების საქართველო. ჩვენი ოცნების საქართველო არის, რომ ეს ახალგაზრდები იქნებიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ისე ჩართული, როგორიც თითოეული ჩვენგანია და ამისთვის „ლელო“ ყველაფერს გააკეთებს — განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები