ლელო საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის კაბინაში ტელეფონის და სხვა საშუალებების შეტანის და გადაღების აკრძალვას ითხოვს
ფოტო: ლელო საქართველოსთვის
არჩევნების მშვიდ გარემოში ჩასატარებლად ინიციატივით გამოდის ლელო საქართველოსთვის. აღნიშნულ საკითხზე პარტიის ლიდერებმა - საბა ბუაძემ და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგი გამართეს. ინიციატივა, ამომრჩეველზე არასათანადო ზეგავლენის შესამცირებლად, გულისხმობს საარჩევნო კაბინაში მობილური ტელეფონის და გადაღების სხვა საშუალებების შეტანის აკრძალვას. ლიდერებმა პოლიტიკურ პარტიებს ლელოს იმ ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, რაც მოახდენს შემოხაზული ბიულეტენისთვის ფოტოს იძულებით გადაღების პრევენციას.
ლელოს ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, ქართულ ოცნებაზე საზოგადოების გამარჯვებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მიუხედავად, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება.
"მოგეხსნებათ, რომ ეს არის იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და მიზნად ისახავდა ამომრჩეველზე ზეგავლენას. ჩვენ გვინახავს ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული ინსტრუმენტები. ეს არის საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, ეს არის ამომრჩეველთა ჯგუფებზე ცუდი ზეგავლენის მოხდენა. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია შემოხაზული ბიულეტენისთვის ფოტოს იძულებით გადაღება, რაც არჩევნების ფარულობის პრინციპს არღვევს. ჩვენი ინიციატივა მიზნად ისახავს სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარებას", — აღნიშნა საბა ბუაძემ.
ტრადიციული დაძაბული წინასაარჩევნო გარემოს განმუხტვის გზებზე ისაუბრა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ პროცესის მთავარი ბერკეტი არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაა. დემოკრატიული არჩევნებისთვის კი დათუნაშვილმა პოლიტიკურ პარტიებს ლელოს ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"დაძაბული წინასაარჩევნო გარემო ამ ქვეყანაში იქცა ტრადიციად. ამჯერად მივაღწიეთ ძალიან დიდ ნახტომს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მხრივ. ან გამარჯვების ბოლომდე მისაყვანად მნიშვნელოვანია, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს. ამისათვის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის მმართველმა გუნდმაც, უნდა უზრუნველყოს არჩევნების ფარულობის პრინციპები.
მივმართავთ ყველა საპარლამენტო ჯგუფს, მხარი დაუჭიროს ჩვენს ინიციატივას და განხილვების პროცესში მყოფ ცვლილებების პაკეტში ასახოს შესაბამისი რეგულაციები. კერძოდ, ჩვენი შეთავაზებაა, საარჩევნო კოდექსის 65 მუხლის გ ქვე-პუნქტს დაემატოს ჩანაწერი, რომელიც კრძალავს საარჩევნო კაბინაში მობილური ან ნებისმიერი სხვა ხელსაწყოთი ფოტო/ვიდეო გადაღებას", — განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები