პოლიტიკური გარემო განსაკუთრებით დაძაბული და პოლარიზებულია — ISFED-ის რეკომენდაციები
ფოტო: On.ge
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას აქვეყნებს და წერს, რომ 2020 წლის არჩევნებს ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში პოლიტიკური გარემო განსაკუთრებით დაძაბული და პოლარიზებულია.
მათი შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებები არსებულ რეალობაში საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენდა და ის ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოში ამომრჩეველთა ნების უფრო პროპორციულად ასახვას, პოლიტიკურ პლურალიზმს.
"2020 წლის არჩევნები მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასზე გავლენას მოახდენს კორონავირუსული ინფექცია COVID-19 და მისი გავრცელებით შექმნილი რისკები, შესაბამისად, ვირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, ასეთი რისკების არსებობის შემთხვევაში, საჭირო იქნება გარკვეული უსაფრთხოების ზომების მიღება და ამომრჩეველთა შესაბამისი ინფორმირება", — ნათქვამია დოკუმენტში.
ISFED-მა შეაფასა მედია გარემოც, რომელიც, მათი თქმით, მკვეთრად შეცვალა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ და აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებმა.
"გაძლიერდა განცდა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიების მიმართ ზეწოლასთან დაკავშირებით. საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პრინციპულად მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა შეძლონ მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციის მიღება მედიის საშუალებით. მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის ეფექტიანი პოლიტიკის გატარება და მაუწყებელთა საქმიანობაში ნებისმიერი არამართლზომიერი ჩარევის აღკვეთა", — წერს ორგანიზაცია.
არასამთავრობო წერს, რომ ფეისბუქის მიერ ანგარიშების წაშლამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საინფორმაციო სივრცის განტვირთვაში, თუმცა ამ ღონისძიებას დროებითი ეფექტი აქვს და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის პლატფორმის ბოროტად გამოყენება კვლავ გრძელდება.
სამართლიანმა არჩევნებმა წარმოადგინა რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლების, საარჩევნო ადმინისტრაციის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პოლიტიკური პარტიებისთვის:
საქართველოს ხელისუფლებას
- "მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი საკონმდებლო ცვლილებების მიღება, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნას;
- COVID-19-ის არსებობით გამოწვეული რისკების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. აუცილებელია, ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება და დაწესებული რეგულაცია იყოს ზომიერი და არსებული რისკის პროპორციული, რომ არ მოხდეს საარჩევნო უფლების გაუმართლებლად შეზღუდვა;
- მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს მედია ორგანიზაციების თავისუფალ და მიუკერძოებელ საქმიანობას. დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ჩარევა მაუწყებლის საქმიანობაში და მისი დამოუკიდებლობის გარანტიების შეზღუდვა.
საარჩევნო ადმინისტრაციას
- საარჩევნო ადმინისტრაციამ მისი კომპეტენციის ფარგლებში ეფექტური ზომები უნდა განახორციელოს COVID-19-დან მომდინარე საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და მაქსიმალურად უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების რეალიზაცია უსაფრთხო და სამართლიან გარემოში;
- საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული წევრებით დაკომპლექტებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი შერჩევა ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე განხორციელდეს. ამ პროცესში კიდევ უფრო იზრდება ცესკოს როლი, ხელი შეუწყოს კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი გარემოს ფორმირებას;
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ეფექტური რეაგირება უნდა მოახდინოს დავებზე და გადაწყვეტილება საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად მიიღოს, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას ფორმალური და ზედაპირული კრიტერიუმების არსებობას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს
- გასული არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სოციალური მედიის პლატფორმებზე და განსაკუთრებით Facebook-ზე საარჩევნო რეკლამისა თუ საწინააღმდეგო აგიტაციის მიზნით დახარჯული თანხების ოდენობის და წარმომავლობის დადგენა. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეფექტური და დროული რეაგირება მსგავს შემთხვევებზე, რათა ეს ხარჯები არ დარჩეს აუდიტის სამსახურის კონტროლის მიღმა.
პოლიტიკურ პარტიებს
- პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა არ უნდა გამოიყენონ ანონიმური კამპანიები, რომელიც მიმართულია ოპონენტების, მედიასაშუალებებისა და არჩევნებში ჩართული სხვა აქტორების დისკრედიტაციისკენ".
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები