"ვაკის საძმო", მხედრიონი — რა მისწერა კახა კუჭავამ ევროპარლამენტარებს გიორგი რურუაზე
ფოტო: კახა კუჭავა / ფეისბუქი
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ქართული ოცნების სახელით ევროპარლამენტს მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას შესახებ მისწერა. ვრცელ წერილში კუჭავა რურუას კრიმინალს უწოდებს, ევროპარლამენტს მხედრიონზე, "ვაკის საძმოზე", თორაძეების საქმეზე უყვება და ამტკიცებს, რომ რურუამ ტელევიზია პოლიტიკური მიზნებისთვის შეიძინა.
კუჭავა ამბობს, რომ ეს წერილი საინფორმაციო ბიულეტენია, რომლითაც გამომწერებს "მათი მხრიდან დანახულ" ინფორმაციას აწვდიან. რურუას ადვოკატები კი აცხადებენ, რომ წერილი ცილისწამებლურ ინფორმაციას შეიცავს.
კუჭავას გაგზავნილი წერილის ინგლისურენოვანი ვერსია რურუას ადვოკატებმა გაავრცელეს. წაიკითხეთ სრული თარგმანი.
"გიორგი რურუა vs მარტის შეთანხმება: ვინ არის გიორგი რურუა?
მაშინ, როცა 8 მარტის შეთანხმების თანმდევი საკონსტიტუციო ცვლილებები პლენარულ მოსმენებზე დამტკიცების პროცესშია, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სპეკულაციებს აგრძელებენ და საფრთხესაც კი უქმნიან მეორე მოსმენას, თუ ცნობილი კრიმინალი, გიორგი რურუა წინასწარი პატიმრობიდან არ გათავისუფლდება. რურუა ოპოზიციის "მოთხოვნების სიიდან" ბოლო პუნქტად იქცა და თუ მის მკვლელობით სავსე წარსულს გავიხსენებთ, სასაცილოა, რომ მას "პოლიტიკურ პატიმარს" უწოდებენ — ეს იმისთვის ხდება, რომ პოლიტიკური სპეკულაციებისა და მუქარის გზით მას თავისუფლება მოუტანონ.
კონკრეტულად ვინ არის გიორგი რურუა და რატომ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია, რომ მას პოლიტიკური იარლიყები მიაკეროს და მისი გამოშვება კონსტიტუციური ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად აქციოს? აი, მტკიცე ფაქტები მის შესახებ:
გიორგი რურუა სააკაშვილის მთავრობის წარმომადგენლის, აწ უკვე გარდაცვლილი ნიკა რურუას ძმაა. ისინი 90-იან წლებში სამხედრო დაჯგუფება მხედრიონის წევრები იყვნენ და ახლო კავშირები ჰქონდათ მაშინდელ მთავრობასთან. ჯგუფის დაშლის შემდეგ გიორგი რურუამ ბიზნეს სექტორში გადაინაცვლა და ახლო კავშირი დაამყარა სააკაშვილის მთავრობასთან. ამ პერიოდში მის ძმას მინისტრთა კაბინეტში და პარლამენტში პოზიცია ეკავა.
გიორგი რურუა ასევე ცნობილი კრიმინალია, რომელსაც სისასტიკით სავსე საქმეებით იცნობენ და უფრთხიან. ამაში შედის გატაცებები და მკვლელობები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში იყო ჩადენილი. ის ე.წ ბოროტების საძმოს დამფუძნებელი და ლიდერია, რომელსაც სხვანაირად ვერის საძმოსაც უწოდებდნენ — ეს კრიმინალური ჯგუფი ჩართული იყო ისეთ მასშტაბურ დანაშაულში, როგორიც იყო 1992 წელს თორაძეების ოჯახის შვიდი წევრის მოკვლა და 1993 წელს ზაზა ვეფხვაძისა და მისი დისშვილის მკვლელობა.
თორაძეების მკვლელობა — 2020 წლის მაისში თამარ თორაძემ საქართველოს პროკურატურას მიმართა მისი ოჯახის შვიდი წევრის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, მათ შორის იყვნენ მშობლები და ხუთი ძმა, რომელთაგანაც ორი გაუჩინარებულად ითვლება და მათ შესახებ დღესაც არაფერია ცნობილი. თამარი გადარჩენილი თვითმხილველია, რომელიც გიორგი რურუას მის თვალწინ ორი ძმის მკვლელობაში სდებს ბრალს. მას საკუთარი ოჯახის ტრაგედია და იმ დღის მოგონებები აღწერილი აქვს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ღია წერილში, რომელიც სენატორებს მიემართება. ეს არის მისი პასუხი მათ მიერ გიორგი რურუას პოლიტიკურ პატიმრად მოხსენიებაზე. თამარ თორაძის მოთხოვნის საპასუხოდ პროკურატურამ აშშ-ს თორაძეების საქმის გამოძიებაში დახმარება სთხოვა.
ზაზა ვეფხვაძის მკვლელობა — მოკლული ზაზა ვეფხვაძის დის, მია ვეფხვაძის სიტყვებით, მის ძმა და თანხმლები პირი, გია სვანაძე მათი სახლის წინ 1993 წლის 22 დეკემბერს მანქანაში ჩაცხრილეს. ოჯახის წევრი, რომელიც სროლის ხმაზე გარეთ გამოვარდა, ირწმუნება, რომ ადგილზე გიორგი რურუა და მისი ჯგუფის წევრები დაინახა. ვეფხვაძე რურუას მისი ძმის მკვლელობის დაგეგმვაში ადანაშაულებს, ასევე საუბრობს თავისი შვილის მკვლელობაში გიორგი რურუას სავარაუდო მონაწილეობაზე, რასაც მსხვერპლი ტრაგედიის ადგილზე უნდა მიეტყუებინა, შემდგომ მოკვლის მიზნით. 2019 წლის ნოემბერში გიორგი რურუას დაკავების შემდეგ მია ვეფხვაძე ასევე ალაპარაკდა ოჯახის წევრების მკვლელობაზე. მან პროკურატურას შემთხვევის სათანადოდ გამოძიების თხოვნით მიმართა.
იდენტობის გაყალბება და ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა — 2000 წლის 15 მაისს საქართველოში ინტერპოლის ბიურომ აშშ-სგან მიიღო შეტყობინება საქართველოს მოქალაქის, დავით კურცხალიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით ემიგრაციის აქტის დარღვევისათვის. საინტერესოა, რომ ქართული პასპორტის მქონე ადამიანი გიორგი რურუა აღმოჩნდა, რომელიც ინტერპოლის სიაში ფულის გამოძალვის გამო მოხვდა. 2000 წლის 26 ივნისს ის დეპორტირებული იქნა საქართველოში შესაბამისი ლეგალური პროცედურების გასაგრძელებლად.
გატაცება, ფულის გამოძალვა და მკვლელობები — გიორგი რურუას 1993-1994 წლებში ჩადენილი საშინელ დანაშაულებში აშშ-დან დეპორტაციის შემდეგ წარუდგინეს ბრალი. ბრალდებებში იყო ოჯახებიდან ადამიანების გატაცება, მაგალითად 1993 წელს პარლამენტის შენობიდან თორნიკე აფაქიძის გატაცება გამოსასყიდად 300 000 დოლარის მოთხოვნის მიზნით, 1994 წელს კლინიკაში ალექსანდრე ბალიაშვილის ჩაცხრილვა, ბესიკ მარუაშვილის, ზურაბ მარუაშვილისა და გელა კაპიაშვილის მკვლელობა თბილისის ქუჩებში. ყველა ეს შემთხვევა აღწერილია სამართალდამცავი ორგანოების არქივებში. გამოძიება შეწყდა და ბოლომდე არ მისულა სააკაშვილის მთავრობის დროს, რომლის მფარველობის ქვეშაც გიორგი რურუა ხელშეუხებელ ფიგურად იქცა.
მედიის მფლობელობა კონკრეტული მიზნით — 2019 წლის სექტემბერში გიორგი რურუამ ახალდაფუძნებული ოპოზიციური არხის, მთავარის 2,5%-იანი წილი 2500 ლარად იყიდა (იმდროინდელი კურსის გათვალისწინებით, ეს დაახლოებით 900 დოლარია).
2020 წლის 18 ნოემბერრს გიორგი რურუა იარაღის უკანონოდ შეძენის, ფლობისა და ტარებისთვის დააპატიმრეს. ამჟამად ის წინასწარ პატიმრობაშია შემდგომი გამოძიების მოლოდინში.
გაერთიანებული ოპოზიციაც კი ნაკლებად არის ერთ აზრზე, როცა საქმე გიორგი რურუას კრიმინალურ წარსულსა და მისი გამოშვების მოთხოვნას ეხება. საინტერესოა, რომ 31 მხარიდან 15-მა მიაღწია შეთანხმებას იმაზე, რომ რურუას საქმე საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს შეთანხმებაზე იყოს მიბმული".
წერილთან დაკავშირებით, რურუას ადვოკატებმა დღესვე წარადგინეს დოკუმენტი საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან, რომლის მიხედვითაც, უწყებაში წარსულში გიორგი რურუას სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოიპოვება. ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, წერილში მითითებულია, რომ რურუას წინააღმდეგ საქმეები მიმდინარეობდა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეწყდა. თუმცა, საძაგლიშვილი აღნიშნავს, რომ მის მიმართ წინა წლებთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა არც ქართული ოცნების პერიოდში.
"გადავაგზავნით ჩვენს არა მარტო ევროპარლამენტარებთან, არამედ ყველასთან ვისაც გამოწერილი აქვს სიახლეები და ვისაც აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია უკვე ჩვენი მხრიდან დანახული, ამიტომ ნურავის გაუკვირდება, თუ თვითონ აგზავნიან, ასეთივე წერილები იგზავნება ჩვენგანაც, ამისთვის მუშაობს სპეციალური სამსახური პარტიაში, რომელიც კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ქმნის სიახლეების ბიულეტენს და აგზავნის პერიოდულად ყველგან", — განაცხადა კახა კუჭავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმეზე მორიგი სხდომა მიმდინარეობს. სასამართლო დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვის ეტაპზეა. ადვოკატებს დღეს რურუას გათავისუფლების შუამდგომლობა არ დაუყენებიათ.
-
არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით
-
გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია? ქვიზი: რამდენად კარგად იცი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია?
-
სალონიკში ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს — ნაძარცვის მოცულობა €600 000-მდეა სალონიკში ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს — ნაძარცვის მოცულობა €600 000-მდეა
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში თევზეულზე ფასი 20.4%ით გაიზარდა, ხორცზე — 9.8%-ით, ხილზე — 8.7%-ით საქსტატი: ივნისში თევზეულზე ფასი 20.4%ით გაიზარდა, ხორცზე — 9.8%-ით, ხილზე — 8.7%-ით
გადახედვა
-
5 ივლისს თეგეტა მოტორსში გაორმაგების დღეა 5 ივლისს თეგეტა მოტორსში გაორმაგების დღეა
-
ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა
გადახედვა
-
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
-
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
გადახედვა
-
აბაშაში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრისა და სანადირო თოფიდან გასროლის ფაქტზე 1 პირი დააკავეს აბაშაში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრისა და სანადირო თოფიდან გასროლის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი? ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
გადახედვა
-
პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს
გადახედვა
-
GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
-
მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026 მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
-
მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში? მიხეილ ყაველაშვილი ხამენეის დაკრძალვაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა — რომელი ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ირანში?
გადახედვა
კომენტარები