მიუხედავად ამ დიდი შეურაცხყოფისა, პარტნიორის ინტერესებს ვითვალისწინებთ — ზალკალიანი სააკაშვილის დანიშვნაზე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ უკრაინაში თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას "დიდი შეურაცხყოფა" უწოდა. როგორც მან ღამის კურიერში აღნიშნა, ამის მიუხედავად ისინი პარტნიორის ინტერესებს პატივს სცემენ.
ზალკალიანის თქმითვე, მათ სააკაშვილის განცხადებაზე რეაქცია ექნებათ ისე, რომ სტრატეგიული პარტნიორობა არ გაფუჭდეს.
"თუ კი ჩვენ ვცემთ პატივს და სტრატეგიული პარტნიორის ინტერესებს ვითვალისწინებთ, მიუხედავად ამ დიდი, მე ვიტყოდი, შეურაცხყოფისა... აი, სააკაშვილის მნიშვნელოვან პოსტზე თუნდაც განხილვას. მე ეს აღვიქვი ჩვენს უპატივცემულობად და ამის მოუხედავად, მაინც თავშეკავებულები ვართ და ყველანაირად ვცდილობთ, მოზომილი კომენტარები [გავაკეთოთ]... მე თუ ვცემ ამ სტრატეგიულ პარტნიორობას პატივს და რაღაცნაირად გამოვიდე... სტრატეგიული პარტნიორობის არსი ხო იმაშია, რომ ეს ორმხრივი პროცესია", — განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოში უკრაინის ელჩი მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 11 ივნისს დაიბარა. ზალკალიანის განცხადებით, მათ აქვთ კითხვები, რატომ ერევა "უკრაინის მოქალაქე და მაღალჩინოსანი" მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის შიდა საქმეებში და პირდაპირ საარჩევნო პროცესში. ზალკალიანი ამ ფორმით სააკაშვილის იმ განცხადებას, გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ექსპრეზიდენტი საარჩევნო პროცესში წინა ხაზზე ყოფნას აპირებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლის შემდეგ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი საჯარო მოხელე არაა და მას აქვს უფლება საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა საკითხებზე თავისი პოზიცია დააფიქსიროს.
"უკრაინის პოზიცია აღნიშნულ თემაზე არის ის, რომ სააკაშვილი არ არის საჯარო მოხელე ისაა ქართველი თავისი ცხოვრებით და ეროვნებით მის გულში მუდმივად არის საქართველო და მასზე საუბარს ვერ დავუშლით. გააჩნია თავისი ნოსტალგიები სამშობლოსთან, ვფიქრობთ, რომ აქვს უფლება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსიროს რაც ბუნებრივია და ტრაგედიას არ წარმოადგენს", — თქვა იგორ დოლგოვმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას აპირებს. როგორც სააკაშვილი ამბობს, საბოლოო გამარჯვებისთვის ემზადებიან, რადგან წელს "ან საბოლოოდ დაიღუპება ქვეყანა, ან გაიმარჯვებს და მესამე ვარიანტი არ არსებობს".
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. მანამდე, როგორც სააკაშვილი ამბობს, უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შესთავაზა.
ეს საკითხი ქართული ოცნებისთვის უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საბაბი გახდა. მთავრობისა და პარლამენტში მმართველი გუნდის ლიდერებმა უკრაინელ კოლეგებს უთხრეს, რომ ეს მათ შორის ნდობას შეარყევდა და კატეგორიულად მიუღებელი იყო. თავდაპირველად, უკრაინაში აცხადებდნენ, რომ ეს სუვერენული ქვეყნის საქმეში ჩარევის მცდელობაა. ერთი კვირის შემდეგ კი რადაში ხალხის მსახურის ფრაქციის ლიდერმა, დავიდ არახამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის მუშაობის ახალი ფორმატი იპოვეს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები