როგორ გამოეხმაურნენ ჰარი პოტერის ვარსკვლავები ჯოან როულინგის განცხადებებს ტრანსგენდერების შესახებ
ფოტო: DAVE HOGANGETTY IMAGES
ჰარი პოტერის წიგნების სერიის ავტორმა ჯოან როულინგმა რამდენიმე დღის წინ ტვიტერზე ტრანსგენდერი ქალების შესახებ გამოთქმული მოსაზრებების გამო კრიტიკა დაიმსახურა.
"თუ სქესი რეალური არ არის, მაშინ ქალების ცხოვრების გლობალური გამოცდილებაც უნდა გავაქროთ. მე ვიცნობ და მიყვარს ტრანსგენდერი ადამიანები, მაგრამ სქესის ცნების წაშლით, ასევე უარვყოფთ ქალების ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვან განხილვებს. სიმართლის თქმა ვინმეს მიმართ სიძულვილს არ გამოხატავს," — როულინგის განცხადებებს შორის ერთ-ერთი სწორედ ეს იყო.
სოციალურ ქსელებში ათასობით მომხმარებლის და თავად ტრანსგენდერი ადამიანების უარყოფით გამოხმაურებასთან ერთად, ამ ცნობილი ბრიტანელი მწერლის ტვიტების შესახებ თავიანთი აზრი ჰარი პოტერის სამყაროსთან დაკავშირებულმა ცნობილმა სახეებმაც დააფიქსირეს.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ საჯარო განხილვებში ჩაერთო, როულინგის წიგნების მიხედვით გადაღებულ ფილმებში ჰარი პოტერის როლის შემსრულებელი, დენიელ რედკლიფი იყო.
"ტრანსგენდერი ქალები ქალები არიან. ნებისმიერი საწინააღმდეგო განცხადება მცდელობაა ტრანსგენდერი ადამიანების იდენტობისა და ღირსების შელახვისა, რაც სამედიცინო სფეროს იმ პროფესიონალების მიერ გაცემულ ცნობებს ეწინააღმდეგება, რომელთაც ამ საკითხზე იმაზე მეტი ცოდნა აქვთ, ვიდრე მე ან ჯოანს", — განაცხადა მან.
რედკლიფმა ასევე ბოდიში მოუხადა იმ მკითხველებს, რომლებმაც მწერლის ამ განცხადებების გამო ჯადოსნური წიგნების სერიაზე გული აიცრუა:
"ყველას, ვინც ახლა ფიქრობს, რომ წიგნების მიმართ მათი დამოკიდებულება სამუდამოდ გაუფერულდა და ჩირქი მოეცხო, დიდ ბოდიშს ვუხდი იმ ტკივილის გამო, რაც ამ განცხადებებმა მიაყენა. თუ ამ წიგნებში მოთხრობილ ისტორიაში იპოვეთ ის, რამაც თქვენზე გავლენა იქონია და ცხოვრების რომელიმე ეტაპზე დაგეხმარათ, ეს მხოლოდ თქვენი და ამ წიგნის ურთიერთობის შედეგია. ამას კი ვერაფერი შეცვლის, ის წმინდა და ხელშეუხებელია".
დენიელ რედკლიფის შემდეგ ტვიტერზე განცხადება გაავრცელა ჰერმიონ გრეინჯერის როლის შემსრულებელმა, ემა უოტსონმა:
"ტრანსგენდერები სწორედ ისინი არიან, რადაც თავს გრძნობენ და იმსახურებენ, მათი იდენტობის შესახებ გამუდმებით კითხვების დასმისა და იმის თქმის გარეშე იცხოვრონ, რომ ის არ არიან, ვინც თავი ჰგონიათ", — წერს უოტსონი.
ჰარი პოტერის სპინოფში ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი მთავარი გმირის, ნიუტ სკამანდერის როლის შემსრულებელმა, ედი რედმეინმა ამ საკითხთან დაკავშირებით Variety-სთან ისაუბრა:
"როგორც ჯოან როულინგთან, ისე ტრანსგენდერი თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გამოცდილება მაქვს და მინდა, ამ საკითხზე ჩემი აზრი მკაფიოდ დავაფიქსირო — არ ვეთანხმები ჯოანის განცხადებებს. ტრანსგენდერი ქალები ქალები არიან, ტრანსგენდერი კაცები კაცები არიან და არაბინარული იდენტობების მქონე პირებიც თანაბარ აღიარებას იმსახურებენ. არასდროს ვისაუბრებ ამ ადამიანების სახელით, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი ძვირფასი ტრანსგენდერი მეგობრები და კოლეგები დაიღალნენ მუდმივად მათი იდენტობის კითხვის ქვეშ დაყენებით, რის გამოც ხშირად შემდეგ ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლები ხდებიან. მათ უბრალოდ სურთ, რომ მშვიდად იცხოვრონ და დროა, ამის უფლებაც მივცეთ".
ედი რიდმეინი ფილმში ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი.
ფოტო: ჭარნე
საერთო განხილვებს გამოეხმაურა ამ ჯადოსნური სამყაროს კიდე ერთი ნაცნობი პერსონაჟის, ჩო ჩენგის როლის შემსრულებელი კეტი ლიუნგი, რომელმაც ტრანსგენდერი ადამიანების მხარდასაჭერად ყველას საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებისკენ მოუწოდა.
ლუნა ლავგუდის როლის შემსრულებლის, ევანა ლინჩის განცხადებით კი, "ტრანსგენდერებისთვის თავიანთი იდენტობის მიღებისა და საკუთარი თავის შეყვარების პროცესი ისეც საკმარისად რთულია და მათ ჩვენი განცხადებებით კიდევ უფრო მეტი ტკივილი არ უნდა მივაყენოთ".
საჯარო განხილვების შემდეგ ჯოან როულინგმა ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც ტრანსგენდერებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებების კიდევ ერთხელ დაფიქსირებასთან ერთად, აღნიშნა, რომ თავად ოჯახური ძალადობისა და სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო, რის გამოც ტრანსგენდერების მუდმივი დისკრიმინაციის კარგად ესმის და თანაუგრძნობს მათ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები