თქვენი ნარატივი აშკარა მსგავსებას ავლენს ქართული ოცნების ნარატივთან — ევროპარლამენტარი კავკასიურ სახლს
ფოტო: rtklive
ევროპარლამენტარმა, ევროპის მწვანეთა პარტიის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა კავკასიური სახლის მორიგ წერილსაც უპასუხა და თქვა, რომ მიმოწერაში თამასა დაბლა დაშვებას აგრძელებს. ევროპარლამენტარის თქმით, კავკავსიური სახლის ნარატივი ორივე წერილში აშკარა მსგავსებას ავლენს ქართული ოცნების ნარატივთან და იმეორებს რამდენიმე იმ პუნქტს, რომელსაც მთავრობის წევრები აჟღერებდნენ.
როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, გასაკვირია კავკასიური სახლის ჭოჭმანი შეახსენონ თქვენს ხელისუფლებას მათი ანგარიშვალდებულება და მოსთხოვონ სიტყვის შესრულება.
"მთავარი კითხვა, რომელსაც აქ პასუხი უნდა გაეცეს, არის ის, თუ რატომ უტევთ ასე გამალებით, აშკარა და მარტივად უარსაყოფი ტყუილებით თქვენს საერთაშორისო მოკავშირეს? რატომ აყენებთ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ? იქნებ, სამართლიანობის პოვნის კეთილშობილური მიზანი კი არა პოლიტიკური მოტივი გამოძრავებთ?
თქვენი ნარატივი ორივე წერილში აშკარა მსგავსებას ავლენს ქართული ოცნების ნარატივთან და იმეორებს რამდენიმე იმ პუნქტს, რომელსაც მთავრობის წევრები აჟღერებდნენ. თქვენსა და ქართული ოცნების მხარდამჭერი ტელეკომპანია იმედის მიერ ჩემს წინააღმდეგ წარმოებული (სავარაუდოდ) ორგანიზებული მედია კამპანია ("პოლიტოლოგებად" წოდებული პირების მონაწილეობით) ასევე მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს წამოწყებაში მარტო არ მოქმედებთ.
მე ვურჩევდი კავკასიურ სახლს, რომ ან იყოს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციის სტატუსის ერთგული ან ღიად განაცხადოს თავისი პოლიტიკური მოტივების შესახებ. ჩვენ, თქვენს მოკავშირეებს, გვაქვს უფლება ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე", — წერს ფონკრამონი.
კავკასიურმა სახლი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ორჯერ მისწერა. ევროპარლამენტარის პირველ საპასუხო წერილზე კავკასიურმა სახლამ გაცხადა, რომ ნაკლებ დიპლომატიური წერის სტილით იმედგაცრუებულები დარჩნენ. მათივე განცხადებით, ტექსტის სტილზე და აღქმაზე მსჯელობა უსასრულოდ შეიძლება, თუმცა შინაარსი "უმძიმეს რეალობას" ეხება.
კავკასიური სახლი წერილში აღნიშნავს, რომ ვიოლა ფონ კრამონის კეთილშობილურ მიზნებში ეჭვი არ ეპარებათ რისთვისაც მადლობას უხდიან მას და მთლიანად ევროკავშირს, თუმცა უჩნდებათ კითხვა: "რა შედეგი გამოიღო თქვენმა ძალისხმევამ?"
"მადლობას მოგახსენებთ საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტების შეხსენებისთვისაც, რომ სამართლიან სასამართლოს დამნაშავეებიც იმსახურებენ. ისიც ცხადია, რომ ქართული ოცნების მართლმსაჯულება კრიტიკას ვერ უძლებს. და ფაქტი ფაქტად რჩება: შიდა თუ გარე მიზეზებით, საქართველოს პარლამენტში სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მონაწილეები და მხარდამჭერები სხედან. და სამართლიანი სასამართლოც მათთვის არსებობს და არა რიგითი მოქალაქეებისთვის", — აღნიშნულია წერილში.
წერილს სხვებთან ერთად კავკასიური სახლის გამგეობის თავმჯდომარე, ნაირა გელაშვილი აწერს ხელს. კავკასიის სახლის პირველ წერილს ვიოლა ფონ კრამონმა უპასუხა და მას "სიმცდარითა და დეზინფორმაციით გაჯერებული" უწოდა.
ამავე თემაზე:
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები