სიმცდარითა და დეზინფორმაციით გაჯერებულია — ევროპარლამენტარის პასუხი კავკასიურ სახლს
ფოტო: European Western Balkans
ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ვონ კრამონმა კავკასიური სახლის ღია წერილს უპასუხა და დასაწყისშივე აღნიშნა, რომ მისი წაკითხვით "იმედგაცრუებულია".
ავტორები წერილით მოუწოდებენ ევროპარლამენტარს, "ცალკეული კრიმინალების [გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის] ციხიდან დახსნის ნაცვლად", მათ დაუდგეს გვერდით, რათა გადარჩეს საქართველოს რეგიონები გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისგას. წერილს სხვებთან ერთად კავკასიური სახლის გამგეობის თავმჯდომარე, ნაირა გელაშვილი აწერს ხელს.
ევროპარლამენტარი წერს, რომ მათი წერილი "სიმცდარითა და დეზინფორმაციით გაჯერებულია" და ამას მასთან წინასწარ შეთანხმებითა და განმარტების მოსმენით თავიდან აიცილებდნენ:
"მე, როგორც საქართველოს და მისი ხალხის უპირობო და უკომპრომისო მეგობარს, არაერთხელ გამომიხატავს ჩემი პოზიცია უახლეს მოვლენებზე. ყველაზე ცხადად იგი წარმოჩინდა ჩემს ვებგვერდზე 13 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც, ასევე, ფართოდ გააშუქა ქართულმა მედიამ.
სამწუხაროა, რომ თქვენ გადაწყვიტეთ გამოგეტოვებინათ ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც განცხადების წაკითხვა ეწოდება. რომ არა ეს, ამაცილებდით მე ამ წერილის წერის, ხოლო საკუთარ თავს, ამ წერილის კითხვის უხერხულობას".
ევროპარლამენტარი შეახსენებს წერილის ავტორებს, რომ მისთვის კარგად ცნობილია "სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე" და რომ გერმანიის პარლამენტში ყოფნისას, ხშირად აკრიტიკებდა საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას:
"ამის გამო მან და მისმა გუნდმა შემრაცხა პერსონა ნონ გრატად და აქტიურად (მაგრამ არა ყოველთვის წარმატებით) ცდილობდნენ საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებებში ჩემს დაბლოკვას. 2012-ში, მეც, მილიონობით ქართველის გვერდით, იმედით და კეთლი მოლოდინით შევყურებდი ქართულ ოცნებას. ვაი რომ იმედი გახუნდა".
ვიოლა ვონ კრამონი აცხადებს იმასაც, რომ მან კარგად იცის ნაციონალური მოძრაობის "საეჭვო მეთოდებზე" და ინფორმაციას იღებს ექპერტებისგან, მკვლევარებისგან, დიპლომატებისგან და ხშირად რიგითი ქართველებისგან:
"თქვენ ამტკიცებთ, რომ მე "აქტიურად ვლობირებდი რამდენიმე დატუსაღებული ქართველი პოლიტიკოსის გათავისუფლებას". ეს არის სრული და მტკნარი სიცრუე. არც ჩემს ოფიციალურ განცხადებაში და არც ინტერვიუებში არ მომითხოვია ვინმეს გათავისუფლება.
ასევე, სიცრუე როცა ამტკიცებთ, რომ მე თითქოს ვიღაც "პოლიტიკურ პატიმრად" გამოვაცხადე. არასოდეს გამომიყენებია ეს სიტყვები. მე ჩემს საქმიანობას ვეკიდები უდიდესი პასუხისმგებლობით, ხოლო თქვენი ქვეყნის მომავალს უდიდესი ზრუნვით. სწორედ ამიტომ ვარჩევ სიტყვებს მაქსიმალური სიზუსტით. ამავდროულად მოველი, რომ თქვენ აირჩევთ ამ სიტყვების სწორად წაკითხვას სანამ დაუსაბუთებელი ბრალდებების წაყენებას მიყოფდით ხელს".
ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას ურჩევს, დემოკრატიულ პრინციპებს სცეს პატივი და ჰქონდეს ობიექტური, გამჭვირვალე და პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა:
"სამწუხაროდ, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები და მკვლევარები ადასტურებენ, ამ სფეროებში ძალიან სამწუხარო უკან დახევის ტრენდი გამოიკვეთა".
რა ეწერა კავკასიური სახლის წერილში
წერილის დასაწყისში საუბარია კავკასიური სახლის ისტორიასა და იმაზე, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, როგორც ევროპის მწვანეთა პარტიის წევრი, თანამებრძოლად მიაჩნიათ. ისინი აღნიშნავენ რომ სწორედ ამიტომ სურთ, "საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გულისტკივილის" გაზიარება:
"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თქვენ აქტიურად ლობირებდით რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის გათავისუფლების საკითხს. თქვენმა განსაკუთრებულმა მონდომებამ, აქტიურობამ და აქამდე ჯერ არნახულმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, საქართველოს პრეზიდენტმა ორი დამნაშავე შეიწყალა და ციხიდან გამოუშვა. ვფიქრობთ, რომ თქვენ ბატონების – უგულავასა და ოქრუაშვილის – შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობთ და იმ პოლიტიკური ძლების გავლენის ქვეშ იმყოფებით, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ საქართველოს ექსპრეზიდენტის, ამჟამად სამართალში მიცემული მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის რეაბილიტაციას. [...]
პატივცემულო ქ-ნ ფონ კრამონ-ტაუბადელ, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დახარჯეთ ამდენი დრო და ენერგია ბიუჯეტის ქურდის, ქალაქის განადგურებასა და მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაში მრავალგზის მხილებული პირის, სისხლის სამართლის დამნაშავის გადარჩენისათვის, მისი პოლიტპატიმრის მანტიით შემკობისათვის".
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
კომენტარები